ხარკოვის ოლქის სამხედრო–სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ვიტალი განჩევის განცხადებით, დასავლელი დაქირავებულები კუპინსკში ხოცავენ მშვიდობიან მოსახლეობას, რათა ისინი რუსი ჯარისკაცების მსხვერპლად წარმოაჩინონ, _ წერს svpressa.ru.
განჩევის თქმით, კუპიანსკსა და ველიკი ბერლუკში დასავლელი დაქირავებულები ქუჩებში თარეშობენ, მშვიდობიან მოქალაქეებს ხვრეტენ და კამერაზე იღებენ, რათა შემდეგ მსოფლიოს ისე წარუდგინონ, თითქოს ეს ადამიანები რუსებმა მოკლეს და მათი ცხედრები ქუჩაში დატოვეს.
ვიტალი განჩევის თქმით, დაახლოებით 5 ათასმა ხარკოველმა შეძლო რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე გადასვლა.
ლუკა მაისურაძე