Home ახალი ამბები მსოფლიო დადგა დრო საათების ერთმანეთთან გასწორებისა

დადგა დრო საათების ერთმანეთთან გასწორებისა

131

ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემი წინააღმდეგია,

 და ვინც ჩემთან არ აგროვებს, ის ფანტავს”.

 მათე. 12:30

2022 წლის მოვლენებმა, რომლებიც ვითარდება რუსეთის მონაწილეობით და რუსეთის გარშემო, კიდევ ერთხელ დაამტკიცა ჩვენი ქვეყნის გლობალური როლი და მისი საკვანძო გავლენა მსოფლიო პროცესებზე. მსოფლიო დაყოფილია რუსეთის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად, რუსეთის მოკავშირეებად, პარტნიორებად და მტრებად, იმად, ვინც რუსეთთან ერთად ისწრაფვის ახალი სამართლიანი მსოფლიო წესრიგისკენ და იმად, ვინც ძველ, დრომოჭმულ მოდელებს ებღაუჭება. მსოფლიო რუსცენტრისტულია. რუსეთს კენჭს უყრიან გაეროში, რუსეთზე საუბრობენ ნატოში, რუსეთზე მსჯელობენ ყველა საერთაშორისო მოედანზე. მსოფლიო იყოფა იმად, ვისაც სურსრუსეთის გაუქმება”; იმად, ვისაც სურს, დადგეს რუსეთის გვერდით და იყოს მასთან, და იმ მხარედაც კი, რომელსაც სურს, გააუქმოს ისინი, ვისაც რუსეთის გაუქმება სურს.

უკრაინაში რუსეთის სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ გააშიშვლა ქვეყნების ჭეშმარიტი ინტერესები, სასიცოცხლო პრინციპები და კიდევ უფრო გაყო მსოფლიო. ასეთი განხეთქილების ფონზე ჩვენი მეზობლების პოზიციები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, _ წერს კომუნიკაციების განვითარების რუსეთის ნაციონალური კვლევითი ინტიტუტის დირექტორი ვლადისლავ გასუმიანოვი ინტერნეტგამოცემა nicrus.ruზე.

ცნობილია საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზის სხვადასხვა მეთოდი, მაგრამ ქვეყნებში ჩამოყალიბებული საკომუნიკაცო რეჟიმები იძლევა საშუალებას, უფრო ღრმად ჩავწვდეთ რუსეთისა და რუსების მიმართ დამოკიდებულებას, რადგან კომუნიკაციები წარმოიქმნება არა მხოლოდ სახელმწიფო დონეზე, რეგულირდება არა მხოლოდ კანონებით, არამედ ისტორიულად ჩამოყალიბებული პრაქტიკითაც. საკომუნიკაციო რეჟიმების სუბიექტები არიან არა მხოლოდ პოლიტიკური ელიტები, არამედ თითოეული ქვეყნის მოქალაქეები. საკომუნიკაციო რეჟიმების მეგობრული განწყობის რეიტინგი ნათლად წარმოაჩენს თითოეული ქვეყნის ნამდვილ სახეს, ხოლო მონიტორინგის შედეგები იძლევა არა მხოლოდ რუსეთისა და რუსებისადმი დამოკიდებულების რეალურ სურათს, არამედ მათი განვითარების პროგნოზირების საშუალებასაც.

მეგობრულობის რეიტინგი _ ეს არის ორიენტირი როგორც რუსეთისთვის, ისე სხვა ქვეყნებისთვის. რუსეთისთვის ეს არის შესაძლებლობა, შეაფასოს და გადახედოს მეზობლებთან ურთიერთობის პერსპექტივებს, მათთან ურთიერთობების სისტემასა და მიმართულებებს; მეზობლებისთვის _ დაფიქრების, პრიორიტეტების განსაზღვრისა და საათების გასწორების საბაბი. დროის უკან დაბრუნება შეუძლებელია. ის, რასაც დღეს გააკეთებთ, არა მხოლოდ აისახება მომავალზე, არამედ განსაზღვრავს მას. რუსეთი იყო და რჩება ევრაზიული სივრცის სისტემის შემქმნელ სახელმწიფოდ და გლობალური პროცესების მთავარ სუბიექტად. რუსეთი თავის მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად სწორედ ახლა უყრის საფუძველს მომავალ ურთიერთობებსა და ახალ მსოფლიო წესრიგს. ახლა თითოეული ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რა ადგილს დაიკავებს ის კოორდინატთა ახალ სისტემაში.

ისტორიულად რუსეთის ურთიერთობა პარტნიორებთან პატერნალისტურ (პატერნალიზმი _ სოციალური პარტნიორობის, ქველმოქმედების, საზოგადოების სოციალურად ნაკლებად დაცულ ნაწილზე ზრუნვის თეორია, პოლიტიკა და პრაქტიკა. გასული საუკუნის 20-30-იან წლებში ადამიანური ურთიერთობების დოქტრინის ფარგლებში ჩაეყარა საფუძველი. მიზნად ისახავდა კონფლიქტურ საზოგადოებებში სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური წინააღმდეგობების დაძლევას. _ გ.გ.) სისტემებად იგებოდა, ხოლო ევროპული ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები კოლონიურ სისტემებს აგებდნენ. როგორც პირველი, ასევე მეორე მოდელი გასაოცრად არის რეპროდუქცირებული თანამედროვე პირობებში. არსებობს მოსაზრება, რომ რუსეთმა თავიდან უნდა მოიცილოს პატერნალიზმი და მეზობლებთან ურთიერთობა უფრო რაციონალურ პრინციპებზე ააგოს, რადგანბავშვები გაიზარდნენდა გახდნენ დამოუკიდებლები. ჩვენ კი მაინც ერთ ოჯახად ვცხოვრობთ, მაგრამ სხვადასხვა სახლში. და ერთ სახლში შექმნილი პრობლემები მთელ ოჯახს გულგრილს ვერ დატოვებს. ეს ჩანს, როდესაც ქვეყნები მიმართავენ რუსეთს დახმარებისთვის როგორც საშინაო, ისე გარე კონფლიქტების გადასაწყვეტად (ყაზახეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი). რუსეთიც ასევე მიმართავს თავის მეზობლებს რთულ მომენტებში, ამიტომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, როგორ სისტემაში სურთ მათ ყოფნა. სახელდობრ, ახლა ეყრება მომავალს საფუძველი. და ყველამ უნდა იფიქროს არა ვითარებიდან გამომდინარე როლზე, არამედ სტრატეგიულ ადგილზე ახალ მსოფლიო წესრიგში. მიუხედავადკოლექტიური დასავლეთისუპრეცედენტო ძალისხმევისა, შექმნას აგრესიული გარემო რუსეთის გარშემო, ჩვენ ვხედავთ მეგობრული განწყობების ზრდას სტრატეგიულად მნიშვნელოვან პარტნიორებს შორის. ეს პარტნიორები არ არიან ორიენტირებულნი ვითარებით გამოწვეულ ფაქტორზე, ისინი აფასებენ წარსულ გამოცდილებას და ასე აგებენ დიალოგსა და თანამშრომლობას რუსეთთან. ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს არ დავიწყებიათ საბჭოთა პროექტები, რომლებმაც დასაბამი მისცეს ტერიტორიებისა და ხალხების პროგრესულად განვითარებას. მეზობლებს არ დავიწყებიათ რუსეთის დახმარება სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებისა და საერთაშორისო სუბიექტის სტატუსის მოპოვების პერიოდში. რუსეთი უზიარებდა მათ თავის ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს, უპრეცედენტოდ ხელსაყრელი პირობებით უზრუნველყოფდა მათFრესურსებით და თავისი სამრეწველო, სამეცნიერო-ტექნიკური საწარმოები და ენერგეტიკული სისტემები ახალი სახელმწიფოების ტერიტორიებზე დატოვა. რუსეთმა მხარი დაუჭირა ეროვნულ საგანმანათლებლო სისტემებს; მან რესურსები ჩადო კადრების მომზადებაში, უნივერსიტეტებისა და სკოლების განვითარებაში. ეს ქვეყნები თავიანთ ეკონომიკურ და პოლიტიკურ პერსპექტივას დღესაც რუსეთთან ურთიერთობებში, მასთან სავაჭრო, ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობის დამყარებასა და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის გაძლიერებაში ხედავენ. ბელარუსი რჩება საკავშირო ურთიერთობების ერთგული, ინარჩუნებს დამოუკიდებლობას გადაწყვეტილებებში და ეროვნული პრიორიტეტების განსაზღვრაში. ნაწილობრივ აღიარებულ სახელმწიფოებს ესმით, რომ მათი სახელმწიფოებრიობა მხოლოდ რუსეთის მხარდაჭერითაა შესაძლებელი. რუსეთი დაეხმარა ევროპულ ქვეყნებსაც. ცნობილია, რომ სწორედ რუსული ენერგორესურსებისა და რუსული ლითონების ხარჯზე შექმნა გერმანიამ თავისი ტექნოლოგიური და სამრეწველო უპირატესობა, იტალიამ _ საავტომობილო ინდუსტრია. რუსული ურანის ხარჯზე საფრანგეთმა ბირთვული ენერგოსისტემა განავითარა. ჩვენმა მოკავშირეებმა შორეული საზღვარგარეთიდან _ აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებმა, არ დაივიწყეს სსრკ-ის მხარდაჭერა ანტიკოლონიური ბრძოლის წლებში. მათ კარგად ახსოვთ ევროპულ ქვეყნებსა და აშშ-თან ურთიერთობის სამწუხარო ისტორია და კოლონიური “პარტნიორობის” ნამდვილი სახე. დღეს ისინი მსოფლიოს ისე ესაუბრებიან, როგორც თანაბარნი. ჩინეთი, ინდოეთი, ირანი, არაბული და სხვა ქვეყნები რუსეთთან ერთად აშენებენ ახალ მრავალპოლუსიან სამყაროს, დაფუძნებულს თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპებზე.

რით არის რუსეთი მიმზიდველი? რუსეთი ყოველთვის მიმზიდველი იყო თავისი სულიერებით, კულტურით, მისწრაფებით, შექმნას სამართლიანი სამყარო. მატერიალური ფასეულობები არასოდეს ყოფილა რუსების მთავარი მიზანი. რუსეთი არ აზროვნებდა კულტურული უპირატესობის, ჰეგემონიზმისა და კოლონიალიზმის კატეგორიებით. ჩვენ არ გვყავდა მონები და არ ვამცირებდით ხალხებს. რუსეთი ხელს უწყობდა სხვა ქვეყნების პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებასდღეს რუსეთი გვთავაზობს მსოფლიოს მოწყობის მოდელს, რომელშიც არ არიან პრივილეგიურები და გარიყულები, არ არის პირველი, მეორე და მესამე სამყარო, მოდელს, რომელშიც დიალოგი შესაძლებელია თანაბარ პირობებში, ქვეყნები კი იღებენ გადაწყვეტილებებს თავიანთი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და არა სანქციების, სიღარიბისა და საერთაშორისო იზოლაციის შიშის ქვეშ. ამ ფონზე სავალალოდ გამოიყურებიან რუსეთისადმი მტრულად განწყობილი პატარა ქვეყნები დიდი კომპლექსებით. ისინი ხტებიან დაძრული მატარებლის ბოლო ვაგონში, რომელიც უფკრულისკენ მიდის. ზოგიერთი ნებაყოფლობით, ნაწილი წნეხში მოქცევის გამო შეუერთდა აგრესიულ, ანტირუსულ, რუსოფობიურ გარემოს, მაგრამ პერსპექტიულ ურთიერთობებს, მთავრობები კი არა, ხალხები განსაზღვრავენ.საკომუნიკაციო რეჟიმების მონიტორინგი გვიჩვენებს, რომ ამ ქვეყნების ხალხები და ელიტები ერთ აზრზე არ არიან, ხოლო პოლიტიკური ელიტების მხრიდან თავიანთი აზრის ხალხისთვის თავს მოხვევა შიდა წინააღმდეგობას იწვევს. ბალტიისპირეთის ქვეყნების მცხოვრებთა უმრავლესობა, მიუხედავად მათი ელიტების მტრობისა, განაგრძობს თბილად მოპყრობას რუსეთისა და რუსების მიმართ. მათ არ ეშინიათ „დეკომუნიზაციის“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში მონაწილეობის. დეკომუნიზაცია კი გულისხმობს თაობის მეხსიერებაში ყველაფერ რუსულის განადგურებას და წინა ისტორიულ პერიოდებში საკუთარი ხალხის მიღწევების გაშავებას. ელიტები, რომლებსაც „კოლექტიური დასავლეთი“ თავისი მიზნებისთვის იყენებს, დაინტერესებულნი არიან ხალხებს შორის შუღლის ჩამოგდებით, მაგრამ, როგორც კი ეს „კოლექტიური დასავლეთი“ კვლავ დაამყარებს საქმიან ურთიერთობას რუსეთთან (ეს აუცილებლად მოხდება), მაშინ მტრობის გამოყენებული რესურსი ზედმეტი აღმოჩნდება. ეს გამოიწვევს პატარა მტრული ქვეყნების საერთაშორისო პოლიტიკურ მარგინალიზაციას. რაც შეეხება ბალტიისპირეთის ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის სისტემის წევრები არიან, ეს იქ კიდევ უფრო ადრე მოხდება. თვით ევროკავშირის წევრები აღარ ენდობიან ერთმანეთს და სულ უფრო ნაკლებად სჯერათ თავიანთი მრავალმხრივი ინტეგრაციის ეფექტიანობის, ამიტომ პოზიციების განმტკიცება ორმხრივი შეთანხმებებით დაიწყეს. 2019 წელს გერმანიამ და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შეთანხმებას; 2021 წელს საფრანგეთმა და იტალიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ; ესპანეთმა და პორტუგალიამ ხელი მოაწერეს მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ახალ შეთანხმებას; 2022 წელს იტალიამ და ესპანეთმა დაიწყეს მუშაობა თანამშრომლობის გაღრმავების შეთანხმებაზე; 2023 წლის იანვარში ესპანეთმა და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს მეგობრობის ხელშეკრულებას, მაგრამ ლატვიასთან, ლიეტუვასა და ესტონეთთან ასეთი ხელშეკრულებები ევროკავშირის ლიდერებს არ გაუფორმებიათ.

დასასრულ, აღსანიშნავია, რომ მეგობულობის რეიტინგი საშუალებას აძლევს თითოეულ ქვეყანას, დაინახოს თავისი ადგილი კოორდინატთა საერთაშორისო სისტემაში, გააანალიზოს თავისი პოზიციები, გამოიტანოს დასკვნები და გადაწყვიტოს, სწორება აიღოს მიმავალ ლიდერებზე თუ დადგეს რუსეთისა და მათ გვერდით, ვინც განსაზღვრავს ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურებს სამართლიანობის, კეთილმეზობლობისა და თითოეულის თანასწორობის პრინციპებით.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

http://nicrus.ru/pub_vremyasveritchasi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here