ამერიკულმა სატელევიზიო არხმა CNN-მა ეთერში აჩვენა უკრაინის რუკა, რომელზეც კიევი აღნიშნულია, როგორც ულან–ბატორი. ამერიკული მასმედიის ცოდნა გეოგრაფიაში შეაფასა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ალექსეი პეშკოვმა.
“ტელეარხ CNN-ში დარწმუნებული არიან, რომ უკრაინის დედაქალაქი, რომელიც თითქოს ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-სთვის, არის ულან-ბატორი. ეს, ალბათ, იქიდან მოდის, რომ უკრაინა ძალიან შორს არის. და, რადგან უკრაინის ხელისუფლება ყოველთვის თანახმაა იმაზე, რაც აშშ-დან მოდის, ამიტომ საჩქაროდ უნდა გადაარქვან კიევს სახელი და უწოდონ ულან-ბატორი”. _ დაწერა პეშკოვმა სოციალურ ქსელში.
news-front.info–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ნიკა კორინთელმა