Home ახალი ამბები მსოფლიო “ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ რუსეთის უფლება, იყოს ძლიერი!”

“ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ რუსეთის უფლება, იყოს ძლიერი!”

რუსეთის პრეზიდენტმა ფედერალურ საკრებულოს მიმართა

168

(დასაწყისი)

ვლადიმერ პუტინმა 21 თებერვალს რუსეთის ფედერალურ საკრებულოს მიმართა, პირველად უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ. სახელმწიფოს მეთაურმა ისაუბრა მიმდინარე გამოწვევებსა და სამომავალო გამარჯვებებზე, რომელთათვისაც ქვეყანამ უნდა იცხოვროს და იმუშაოს, ილაპარაკა ეკონომიკაში ცვლილებებსა და ბირთვული კონფლიქტის საფრთხეზე.

რფის პრეზიდენტის გამოსვლის ცერემონია გაიმართა მოსკოვში, “გოსტინი დვორში”, _ წერს რუსეთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი kremlin.ru.   

“პატივცემულო ფედერალური საკრებულოს დეპუტატებო _ სენატორებო, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებო, პატივცემულო რუსეთის მოქალაქეებო!

 დღევანდელი მიმართვით მე გამოვდივარ რთულ მომენტში _ ეს ყველამ კარგად ვიცით _ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დროს, პერიოდში უმნიშვნელოვანესი ისტორიულ მოვლენებისა, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მომავალს, როცა თითოეულ ჩვენგანს კოლოსალური პასუხისმგებლობა ეკისრება. ერთი წლის წინათ ჩვენს ისტორიულ მიწებზე ხალხის დასაცავად, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სალიკვიდაციოდ იმ საფრთხეებისა, რომლებიც მომდინარეობდა უკრაინაში 2014 წლის გადატრიალების შემდეგ წარმოქმნილი ნეონაცისტური რეჟიმისგან, მივიღეთ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება. ნაბიჯ-ნაბიჯ, ფრთხილად და თანამიმდევრულად ვაგვარებთ ჩვენ წინაშე შექმნილ ამოცანებს. 2014 წლიდან დონბასი იბრძოდა, იცავდა საკუთარ მიწაზე ცხოვრებისა და მშობლიურ ენაზე საუბრის უფლებას, იბრძოდა და არ ნებდებოდა ბლოკადისა და მუდმივი დაბომბვის, კიევის რეჟიმის დაუფარავი სიძულვილის პირობებში, სჯეროდა და ელოდებოდა, რომ რუსეთი დასახმარებლად მივიდოდა. ამასობაში _ და თქვენ ეს კარგად იცით _ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, მართლაც ყველაფერი, ეს პრობლემა მშვიდობიანი საშუალებებით რომ გადაგვეჭრა, მოთმინებით წარვმართავდით მოლაპარაკებებს ამ უმძიმესი კონფლიქტიდან მშვიდობიანი გამოსავლის პოვნის შესახებ, მაგრამ ჩვენს ზურგს უკან სულ სხვა სცენარი მზადდებოდა. დასავლელი მმართველების დაპირებები, მათი განცხადებები, რომ დონბასში მშვიდობა სურთ, აღმოჩნდა, როგორც ახლა ვხედავთ, სიყალბე, სასტიკი ტყუილი. ისინი, უბრალოდ, დროს აჭიანურებდნენ, თვალს ხუჭავდნენ პოლიტიკურ მკვლელობებზე, კიევის რეჟიმის რეპრესიებზე არასასურველი ადამიანების წინააღმდეგ, მორწმუნეების დაცინვაზე და სულ უფრო მეტად აქეზებდნენ უკრაინელ ნეონაცისტებს, დონბასში ტერორისტული მოქმედებები განეხორციელებინათ. დასავლეთის აკადემიებსა და სასწავლებლებში წვრთნიდნენ ნაციონალისტური ბატალიონების ოფიცერთა შემადგენლობას, აწვდიდნენ იარაღს. მინდა, განსაკუთრებული ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჯერ კიდევ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე კიევი დასავლეთთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს უკრაინისთვის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების, საბრძოლო თვითმფრინავებისა და მძიმე ტექნიკის მიწოდებაზე. ჩვენ ასევე გვახსოვს კიევის რეჟიმის მცდელობები, მოეპოვებინა ბირთვული იარაღი, ამის შესახებ ხომ საჯაროდ ვსაუბრობდით. აშშ-მა და ნატომ სწრაფად განალაგეს თავიანთი სამხედრო ბაზები და საიდუმლო ბიოლოგიური ლაბორატორიები ჩვენი ქვეყნის საზღვრებთან, მანევრების მსვლელობისას ითვისებდნენ მომავალი სამხედრო ოპერაციების თეატრს, ამზადებდნენ დაქვემდებარებულ კიევის რეჟიმს, მათ მიერ დამონებულ უკრაინას დიდი ომისთვის. და დღეს ამას აღიარებენ – აღიარებენ საჯაროდ, ღიად, მოურიდებლად. როგორც ჩანს, ისინი ამაყობენ, ტკბებიან თავიანთი ვერაგობით, მინსკის შეთანხმებებსაც დანორმანდიულ ფორმატსდიპლომატიურ სპექტაკლს, ბლეფს უწოდებენ. გამოდის ყოველთვის, როცა დონბასი იწვოდა, როცა სისხლი იღვრებოდა, როცა რუსეთი გულწრფელი იყო _ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო _ გულწრფელად მიისწრაფვოდა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ, ისინი ხალხის სიცოცხლეზე თამაშობდნენ. თამაშობდნენ, ფაქტობრივად, როგორც ცნობილ წრეებში ამბობენ, დანიშნული ბანქოთი. მოტყუების ეს ამაზრზენი მეთოდი ადრეც არაერთხელ გამოსცადეს. ისინი ასევე ურცხვად, ორსახოვნად იქცეოდნენ, როდესაც ანადგურებდნენ იუგოსლავიას, ერაყს, ლიბიას, სირიას. ამ სირცხვილს ვერასოდეს ჩამოირეცხავენ. მათთვის არ არსებობს ცნებები _ ღირსება, ნდობა, წესიერება. კოლონიალიზმის, დიქტატის, მრავალი საუკუნის განმავლობაში ისინი მიეჩვივნენ, რომ ყველაფრის უფლება აქვთ, მიეჩვივნენ მთელი მსოფლიოსთვის  მიფურთხებასაღმოჩნდა, რომ ისინი ასევე ზიზღით, ბატონებივით ეპყრობიან თავიანთი ქვეყნების ხალხებს _ ისინიც ცინიკურად მოატყუეს იგავარაკებით მშვიდობის ძიებაზე, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დაცვაზე დონბასის შესახებ. დასავლური ელიტები ტოტალური სიცრუის სიმბოლოდ იქცნ ენ.

ჩვენ მტკიცედ ვიცავთ არა მხოლოდ ჩვენს ინტერესებს, არამედ ჩვენს პოზიციას, რომ თანამედროვე მსოფლიოში არ უნდა იყოს დაყოფა ეგრეთ წოდებულ ცივილიზებულ ქვეყნებად და დანარჩენებად, რომ საჭიროა პატიოსანი პარტნიორობა, რომელიც პრინციპულად უარყოფს ნებისმიერ  განსაკუთრებულობას, მით უმეტეს აგრესიულს. ჩვენ გულწრფელად მზად ვიყავით დასავლეთთან კონსტრუქციული დიალოგისთვის, ვთქვით და ვამტკიცებდით, რომ ევროპასაც და მთელ მსოფლიოსაც ესაჭიროებოდა უსაფრთხოების განუყოფელი სისტემა, თანაბარი ყველა სახელმწიფოსთვის და მრავალი წლის განმავლობაში ვთავაზობდით პარტნიორებს, ერთად გვემსჯელა ამ იდეაზე და გვემუშავა მისი რეალიზაციისთვის. მაგრამ საპასუხოდ ვიღებდით გაურკვეველ ან თვალთმაქცურ რეაქციას. ეს, რაც შეეხება სიტყვებს. მაგრამ იყო ასევე კონკრეტული ქმედებები: ნატოს გაფართოება ჩვენს საზღვრებთან, ევროპასა და აზიაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ახალი პოზიციური რაიონების შექმნა _ გადაწყვიტეს, “ქოლგითდაგვმალვოდნენ, _ეს არის სამხედრო კონტიგენტების განლაგება, თანაც, არა მხოლოდ რუსეთის საზღვრებთან. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ დიახ, ფაქტობრივად, ეს ყველასთვის კარგად არის ცნობილი: მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას არ აქვს საზღვარგარეთ იმდენი სამხედრო ბაზა, რამდენიც ამერიკის შეერთებულ შტატებს; ასობით ბაზა აქვს მსოფლიოში, მთელი პლანეტა სავსეა, საკმარისია, რუკას დახედოთ.

მსოფლიო მოწმეა იმისა, როგორ ტოვებდნენ ისინი ფუნდამენტურ შეთანხმებებს შეიარაღების სფეროში, მათ შორის საშუალო და მცირე სიშორის რაკეტებზე  შეთანხმებას, ცალმხრივად არღვევდნენ შეთანხმებებს, რომლებიც ხელს უწყობდა მშვიდობას პლანეტაზე. ისინი ამას  რატომღაც სჩადიოდნენ, მაგრამ  ხომ ცნობილია, რომ ისინი ტყუილუბრალოდ არაფერს აკეთებენ.  2021 წლის დეკემბერში ჩვენ აშშსა და ნატოს ოფიციალურად გავუგზავნეთ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმების პროექტები, მაგრამ ჩვენთვის ყველა საკვანძო, ფუნდამენტურ პოზიციაზე მივიღეთ, არსობრივად, პირდაპირი უარი. იმხანად საბოლოოდ გასაგები შეიქნა, რომ აგრესიული გეგმების განხორციელებაზე უარს არ იტყოდნენ და გაჩერებას არ აპირებდნენ. საფრთხე იმატებდა, თანაც ყოველდღიურად. მოპოვებული ინფორმაცია ეჭვს არ ტოვებდა, რომ 2022 წლის თებერვლისთვის ყველაფერი მზად იყო მორიგი სისხლიანი სადამსჯელო აქციისთვის დონბასში, რომლის წინააღმდეგაც, შეგახსენებთ, კიევის რეჟიმმა ჯერ კიდევ 2014 წელს გამოიყენა არტილერია, ტანკები და თვითმფრინავები. ყველას კარგად გვახსოვს დონეცკის დაბომბვა, საჰაერო დარტყმები განხორციელდა არა მხოლოდ მასზე, არამედ სხვა ქალაქებზეც. 2015 წელს მათ კვლავ სცადეს პირდაპირი შეტევა დონბასზე, ამასთანავე, განაგრძობდნენ ბლოკადას, დაბომბვასა და ტერორს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი, შეგახსენებთ, სრულიად ეწინააღმდეგებოდა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ შესაბამის დოკუმენტებსა და რეზოლუციებს, სრულიად,  მაგრამ ყველა ისეთ სახეს იღებდა, თითქოს არაფერი ხდებოდა. მინდა, გავიმეორო: სწორედ მათ გააჩაღეს ომი, ჩვენ კი ძალა გამოვიყენეთ და გამოვიყენებთ მის შესაჩერებლად. მათ, ვინც გეგმავდა ახალ თავდასხმას დონეცკსა და ლუგანსკზე, კარგად ესმოდათ, რომ შემდეგი მიზანი ყირიმსა და სევასტოპოლზე დარტყმა იქნებოდა. ჩვენ ეს ვიცოდით. ახლა კი ამგვარ შორსმიმავალ ზრახვებზე დაუფარავად საუბრობენ კიევშიც _ გაიხსნენ, გაამხილეს ის, რაც ჩვენ ისედაც კარგად ვიცოდით.

ჩვენ ვიცავთ ადამიანების სიცოცხლეს, მშობლიურ სახლს. დასავლეთის მიზანი კი შეუზღუდავი ძალაუფლებაა. მან უკვე დახარჯა 150 მლრდ დოლარზე მეტი კიევის რეჟიმის ხელშესაწყობად და შესაიარაღებლად. შესადარებლად: ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მონაცემებით, G7-ის ქვეყნებმა 2020-2021 წლებში დაახლოებით 60 მლრდ დოლარი გამოყვეს მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნების დასახმარებლად. გასაგებია, ხომ? ომისთვის _ 150, ხოლო ყველაზე ღარიბი ქვეყნებისთვის, რომლებზეც თითქოს გამუდმებით ზრუნავენ _ 60, თანაც მორჩილების მოთხოვნით ფულის მიმღები ქვეყნების მხრიდან. და სად არის საუბარი სიღარიბესთან ბრძოლაზე, მდგრად განვითარებაზე, ეკოლოგიაზე? სად წავიდა ეს ყველაფერი? ამასთანავე, ომისთვის ფულის ნაკადი არ იკლებს. ისინი, აგრეთვე, არ იშურებენ სახსრებს სხვა ქვეყნებში არეულობისა და გადატრიალების მოსაწყობად, თანაც, კვლავ მთელ მსოფლიოში. ცოტა ხნის წინათ მიუნხენში გამართულ კონფერენციაზე რუსეთის წინააღმდეგ გაუთავებელი ბრალდებები ისმოდა. იქმნებოდა შთაბეჭდილება, ეს მხოლოდ იმიტომ გაკეთდა, რომ ყველამ დაივიწყოს ის, რაც ე.წ. დასავლეთმა ჩაიდინა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. სწორედ მათ გამოუშვეს ჯინი ბოთლიდან და მთელი რეგიონები ჩაძირეს ქაოსში.

თვითონ ამერიკელი ექსპერტების შეფასებით, ომების შედეგად _ ამაზე მინდა გავამახვილო ყურადღება: ჩვენ არ მოგვიგონებია ეს  ციფრები, თვითონ ამერიკელემა გამოაქვეყნეს _ იმ ომების შედეგად, რომელიც შეერთებულმა შტატებმა 2001 წლის შემდეგ გააჩაღა, დაიღუპა თითქმის 900 ათასი ადამიანი, 38 მილიონზე მეტი _ დევნილად იქცა. ახლა ამ ყველაფრის წაშლა სურთ კაცობრიობის მეხსიერებიდან, ვითომ არაფერი მომხდარა, მაგრამ მსოფლიოში ეს არავის დავიწყებია და არც დაივიწყებენ. ადამიანურ მსხვერპლსა და ტრაგედიას არც ერთი მათგანი არ განიხილავს, რადგან ფსონზე დევს ტრილიონები, ტრილიონობით დოლარი, ყველას ძარცვის გაგრძელების შესაძლებლობა; დემოკრატიისა და თავისუფლებების შესახებ სიტყვების საფარქვეშ ნეოლიბერალური და არსით ტოტალიტარული ღირებულებების დამკვიდრება, იარლიყების მიწებება  ქვეყნებისა და ხალხებისთვის, მათი ლიდერების საჯაროდ შეურაცხყოფა, განსხვავებული აზრის დათრგუნვა საკუთარ ქვეყნებში, მტრის იმიჯის შექმნა, ხალხის ყურადღების გადატანა კორუფციული სკანდალებიდან, _ ეს ყველაფერი  არ ჩამოდის ეკრანებიდან, ჩვენ ყველაფერს ვხედავთ, _ მზარდი შიდაეკონომიკური, სოციალური, ეთნიკური პრობლემებიდან და წინააღმდეგობებიდან.

შეგახსენებთ, რომ გასული საუკუნის 30-იან წლებში დასავლეთმა გერმანიაში, ფაქტობრივად, გზა გაუხსნა ნაცისტებს ძალაუფლებისკენ. ჩვენს დროში კი დაიწყეს უკრაინისგანანტირუსეთისშექმნა. სინამდვილეში პროექტი ახალი არ არის. ადამიანებმა, რომლებიც ცოტა მაინც არიან ჩახედულნი ისტორიაში, მშვენივრად იციან: ამ პროექტის ფესვები მე-19 საუკუნეშია, მას ზრდიდნენ ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში, პოლონეთსა და სხვა ქვეყნებში ერთი მიზნით _ ჩვენი ქვეყნისთვის ამ ისტორიული ტერიტორიის მოსაწყვეტად, რომელსაც დღეს უკრაინას ეძახიან. სწორედ ეს არის მიზანი. ახალი არაფერია, ყველაფერი მეორდება. ამ პროექტის რეალიზაცია დასავლეთმა 2014 წლის გადატრიალების მხარდაჭერით დააჩქარა. გადატრიალება კი სისხლიანია, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური. მაგრამ თითქოს არაფერი მომხდარა, თითქოს საჭირო იყო, გამოაცხადეს კიდეც, რამდენი ფული დახარჯეს ამისთვის. იდეოლოგიურ საფუძველში ჩადეს რუსოფობია, უკიდურესად აგრესიული ნაციონალიზმი. ცოტა ხნის წინათ უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთერთ ბრიგადას, სირცხვილია ამის თქმა (სირცხვილია ჩვენთვის, მათთვის _ არა) უწოდესედელვაისი”, როგორც ერქვა ნაცისტურ დივიზიას, რომელიც მონაწილეობდა ებრაელების დეპორტაციაში, სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯაში, სადამსჯელო ოპერაციებში იუგოსლავიის, იტალიის, ჩეხოსლოვაკიისა და საბერძნეთის პარტიზანების წინააღმდეგ. უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და უკრაინის ეროვნულ გვარდიაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ შევრონები Das Reich-ის, “მკვდარი თავის”, “გალიჩინას” და SS-ის სხვა დანაყოფებისა, რომლებსაც ხელები იდაყვამდე სისხლში აქვთ გასვრილი. ნაცისტური გერმანიის ვერმახტის საიდენტიფიკაციო ნიშნებს იყენებენ უკრაინულ ჯავშანტექნიკაზე. ნეონაცისტები არ მალავენ, ვის მემკვიდრეებად მიიჩნევენ თავს. დასავლეთში ამას არც ერთი ხელისუფლება არ ამჩნევს. რატომ? იმიტომ, რომ მათ, მაპატიეთ ცუდი გამონათქვამისთვის, ფეხებზე ჰკიდიათ. ფეხებზე ჰკიდიათ რუსეთთან ბრძოლაში ვისზე უნდა დადოთ ფსონი. მთავარია, რომ იბრძოლონ ჩვენ წინააღმდეგ, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ეს კი ნიშნავს, რომ ყველას გამოყენება შეიძლება. ჩვენ ეს ვნახეთ და ასეც მოხდა: ტერორისტებიც და ნეონაცისტებიც, ღმერთო მაპატიე, თუნდაც მელოტი ეშმაკიც, შეუძლიათ გამოიყენონ, თუ მათი ნებას შეასრულებენ, და იარაღად იმსახურებენ რუსეთის წინააღმდეგ.

პროექტი „ანტირუსეთი“ არსით  ჩვენი ქვეყნის მიმართ რევანშისტული პოლიტიკის ნაწილია, რათა შეიქმნას არასტაბილურობისა და კონფლიქტების კერები უშუალოდ ჩვენს საზღვრებთან. გასული საუკუნის 30-იან წლებშიც და ახლაც განზრახვა ერთი და იგივეა _ აგრესიის მიმართვა აღმოსავლეთისკენ, ევროპაში ომის გაჩაღება, სხვისი ხელით კონკურენტების ჩამოშორება. ჩვენ არ ვეომებით უკრაინელ ხალხს, ამის შესახებ არაერთხელ მილაპარაკია. თვითონ უკრაინის ხალხი იქცა მძევლად  კიევის რეჟიმისა და მისი დასავლელი უფროსებისა, რომლებმაც ფაქტობრივად დაიპყრეს ეს ქვეყანა პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური თვალსაზრისით. ათწლეულების განმავლობაში ანგრევდნენ უკრაინის ინდუსტრიას და ძარცვავდნენ ბუნებრივ სიმდიდრეებს. კანონზომიერი შედეგი იყო სოციალური დეგრადაცია, სიღარიბისა და უთანასწორობის კოლოსალური ზრდა. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ადვილია საომარი მოქმედებებისთვის მასალის მოპოვება. ადამიანებზე არავინ ფიქრობდა, მათ ამზადებდნენ მსხვერპლად შესაწირად და საბოლოოდ გასახარჯ მასალად გადააქციეს. სამწუხაროა, უბრალოდ, საშინელებაა ამის თქმა, მაგრამ ფაქტია. უკრაინის კონფლიქტის გაღვივებაზე, ესკალაციაზე, მსხვერპლთა რაოდენობის ზრდაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრებათ დასავლურ ელიტებს და, რა თქმა უნდა, კიევის ამჟამინდელ რეჟიმს, რომლისთვისაც უკრაინელი ხალხი, ფაქტობრივად, უცხოა. უკრაინის დღევანდელი  რეჟიმი ემსახურება არა ეროვნულ, არამედ მესამე ქვეყნების ინტერესებს. დასავლეთი უკრაინას იყენებს, როგორც ტარანს რუსეთის წინააღმდეგ და როგორც პოლიგონს. ახლა დეტალურად არ შევჩერდები დასავლეთის მცდელობებზე, გარდატეხა შეიტანოს საომარ მოქმედებებში, იარაღის მიწოდების გაზრდის გეგმებზე _ ეს ყველამ ისედაც კარგად იცის, მაგრამ ერთი გარემოება ყველასთვის გასაგები უნდა იყოს: რაც უფრო მეტ შორსმსროლელ დასავლურ სისტემას შეიტანენ უკრაინაში, მით მეტად იძულებულნი ვიქნებით, გადავწიოთ საფრთხე ჩვენი საზღვრებიდან. ეს ბუნებრივია. დასავლეთის ელიტები არ მალავენ თავიანთ მიზანს: რუსეთს აგემონ, როგორც ისინი ამბობენ, “სტრატეგიული მარცხი”. რას ნიშნავს ეს? რა არის ეს ჩვენთვის? ეს ნიშნავს, რომ შეეცდებიან,  ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოგვიღონ, ანუ აპირებენ ლოკალური კონფლიქტის გადატანას გლობალური დაპირისპირების ფაზაში. ჩვენ, სახელდობრ, ასე გვესმის ეს ყველაფერი და შესაბამისად ვიქცევით, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის არსებობაზეა საუბარი. მაგრამ მათ ასევე არ შეიძლება, არ იცოდნენ, რომ ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხება შეუძლებელია, ამიტომ ისინი სულ უფრო აგრესიულ საინფორმაციო შეტევებს ახორციელებენ ჩვენ წინააღმდეგ. სამიზნეში, უწინარესად, რა თქმა უნდა, ახალგაზრდები, ახალგაზრდა თაობა ჰყავთ ამოღებული. და აქ კვლავ იტყუებიან, ამახინჯებენ ისტორიულ ფაქტებს, არ წყვეტენ თავდასხმებს ჩვენს კულტურაზე, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაზე და ჩვენი ქვეყნის სხვა ტრადიციულ რელიგიურ ორგანიზაციებზე. ნახეთ, რას უშვრებიან ისინი თავიანთ ხალხებს: ოჯახების ნგრევა, კულტურული და ეროვნული თვითმყოფადობის განადგურება, გარყვნილება, ბავშვების დამცირება, პედოფილიამდეც კი  გამოცხადებულია ნორმად, მათი ცხოვრების ნორმად, ხოლო სასულიერო პირებს, მღვდლებს აიძულებენ აკურთხონ ერთი და იმავე სქესის  პირთა ქორწინება. დაე, აკეთონ, რაც სურთ. რისი თქმა მინდა აქ? ზრდასრულ ადამიანებს აქვთ უფლება, იცხოვრონ ისე, როგორც სურთ. ჩვენ რუსეთში ასეთი მიდგომა გვქონდა და ყოველთვის გვექნება: პირად ცხოვრებაში არავინ უნდა ჩაერიოს და ჩვენ ამას არც ვაპირებთ, მაგრამ მინდა ვუთხრა მათ: ნახეთ წმინდა წერილები, მსოფლიო რელიგიების მთავარი წიგნები. იქ ყველაფერია ნათქვამი, მათ შორის ის, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის კავშირია, მაგრამ ეს წმინდა ტექსტები ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. მაგალითად, ცნობილია, რომ ანგლიკანური ეკლესია გეგმავს, _ ჯერჯერობით მხოლოდ გეგმავს, _ გენდერულად ნეიტრალური ღმერთის იდეის განხილვას. რა შეიძლება აქ ითქვას? ღმერთო, მიუტევე მათ, რადგანარ იციან, რას სჩადიან”.

დასავლეთში მილიონობით ადამიანი აცნობიერებს, რომ ისინი მიჰყავთ ნამდვილი სულიერი კატასტროფისკენ. ელიტები, გულწრფელად უნდა ითქვას, უბრალოდ, გიჟდებიან და ეს, როგორც ჩანს, განკურნებას არ ექვემდებარება. მაგრამ ეს მათი პრობლემებია, როგორც ვთქვი, ჩვენ კი ვალდებულნი ვართ, დავიცვათ ჩვენი შვილები და ამას გავაკეთებთ: დავიცავთ ჩვენს შვილებს დეგრადაციისა და გადაგვარებისგან.

 აშკარაა, რომ დასავლეთი შეეცდება, შეაჯანჯღაროს და გახლიჩოს ჩვენი საზოგადოება, ფსონი დადოს ეროვნულ მოღალატეებზე, რომლებსაც ყოველთვის (მინდა ხაზგასმით აღვნიშნო) აქვთ ერთი და იმავე ზიზღის შხამი საკუთარი სამშობლოს მიმართ და ამ შხამის გაყიდვით ფულის შოვნის სურვილი. ყოველთვის ასე იყო. ვინც პირდაპირი ღალატის გზას დაადგა, ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ტერორისტული და სხვა დანაშაულები ჩაიდინა, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს, მაგრამ ჩვენ ვერასდროს დავემსგავსებით კიევის რეჟიმს და დასავლურ ელიტებს, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ და არიან “კუდიანებზე ნადირობით”; ჩვენ ანგარიშს არ გავუსწორებთ მათ, ვინც განზე გადგა, სამშობლოსგან უკან დაიხია. დაე, ეს მათ სინდისზე იყოს, ამით იცხოვრონ. მთავარია, ხალხმა, რუსეთის მოქალაქეებმა ისინი მორალურად შეაფასონ. მე ვამაყობ _ ვფიქრობ,  ყველანი ვამაყობთ, _ რომ ჩვენმა მრავალეროვანმა ხალხმა, მოქალაქეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაიკავა პრინციპული პოზიცია სპეცოპერაციის მიმართ; გაიგეს იმ ქმედებების მნიშვნელობა, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ; მხარი დაუჭირეს ჩვენს ქმედებებს დონბასის დასაცავად. ამ მხარდაჭერაში, უწინარესად, გამოიხატა ნამდვილი პატრიოტიზმი _ განცდა, რომელიც ისტორიულად დამახასიათებელია ჩვენი ხალხისთვის. ის განსაცვიფრებელია თავისი ღირსებით, თითოეული ადამიანის ღრმა შეგნებით, ხაზს ვუსვამ, თითოეულის ბედი განუყრელია სამშობლოს ბედთან.  ძვირფასო მეგობრებო, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, სრულიად რუსეთის ხალხს სიმამაცისა და გაბედულებისათვის, მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირებს, არმიისა და ფლოტის ჯარისკაცებსა და ოფიცრებს, რუსეთის ეროვნულ გვარდიას, სპეცსამსახურებისა და ყველა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებს, დონეცკისა და ლუგანსკის კორპუსების მებრძოლებს, მოხალისეებს, პატრიოტებს, რომლებიც იბრძვიან სპეციალური საბრძოლო არმიის რეზერვის რიგებში. ბოდიში მინდა მოვიხადო: ვწუხვარ, რომ დღევანდელი გამოსვლისას ყველას დასახელებას ვერ შევძლებ. იცით, როცა ამ გამოსვლას ვამზადებდი, დავწერე ამ გმირული ქვედანაყოფების გრძელი, გრძელი სია, შემდეგ ამოვიღე დღევანდელი გამოსვლიდან, რადგან, როგორც ვთქვი, შეუძლებელია ყველას დასახელება და, უბრალოდ, შემეშინდა, არ გამენაწყენებინა ისინი, ვისაც ვერ დავასახელებდი.

ქედს ვუხრი ჩვენი დამცველების მშობლებს, ცოლებს, ოჯახებს, ექიმებსა და ფერშლებს, სანინსტრუქტორებს, მედდებს, რომლებიც გადაარჩენენ დაჭრილებს, რკინიგზის მუშებსა და მძღოლებს, რომლებიც ამარაგებენ ფრონტს, მშენებლებს, რომლებიც აღმართავენ სიმაგრეებსა და აღადგენენ საცხოვრებლებს, გზებს, სამოქალაქო ობიექტებს, თავდაცვის ქარხნების მუშებსა და ინჟინრებს, რომლებიც ახლა თითქმის 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, რამდენიმე ცვლაში, სოფლის მეურნეობის მუშაკებს, რომლებიც საიმედოდ უზრუნველყოფენ ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას. მადლობას ვუხდი მასწავლებლებს, რომლებიც გულწრფელად ზრუნავენ რუს ახალგაზრდა თაობებზე, განსაკუთრებით იმ მასწავლებლებს, რომლებიც მუშაობენ ურთულეს პირობებში, ფაქტობრივად, წინა ხაზზე; კულტურის მოღვაწეებს, რომლებიც მიდიან საომარი მოქმედებების ზონაში, საავადმყოფოებში ჯარისკაცებისა და ოფიცრების გასამხნევებლად; მოხალისეებს, რომლებიც ეხმარებიან ფრონტს და სამოქალაქო პირებს; ჟურნალისტებს, უწინარესად, სამხედრო კორესპონდენტებს, რომლებიც სიცოცხლეს რისკავენ ფრონტის წინა ხაზზე, რათა მსოფლიოს უამბონ სიმართლე; რუსული ტრადიციული რელიგიის მწყემსებს, სამხედრო სასულიერო პირებს, რომელთა ბრძნული სიტყვა აღაფრთოვანებს ხალხს; საჯარო მოხელეებსა და მეწარმეებს _ ყველას, ვინც ასრულებს თავის პროფესიულ, სამოქალაქო და, უბრალოდ, ადამიანურ მოვალეობებს! განსაკუთრებული სიტყვები დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების მცხოვრებლებს: თქვენ თვითონ, ძვირფასო მეგობრებო, თვითონ განსაზღვრეთ თქვენი მომავალი რეფერენდუმებზე, გააკეთეთ მტკიცე არჩევანი, მიუხედავად ნეონაცისტების მუქარისა და ტერორისა, იმ პირობებში, როდესაც ძალიან ახლოს იყო საომარი ოპერაციები, მაგრამ არაფერი იყო და არ არის ძლიერი თქვენს გადაწყვეტილებაზე, იყოთ რუსეთთან, საკუთარ სამშობლოსთან. კიდევ ერთხელ: ქედს ვიხრი ყველა მათგანის წინაშე!  ჩვენ უკვე დავიწყეთ და განვაგრძობთ ფედერაციის ამ ახალი სუბიექტების სოციალურ-ეკონომიკური აღდგენისა და განვითარების მასშტაბური პროგრამის შემუშავებას. ლაპარაკია საწარმოებისა და სამუშაო ადგილების აღდგენაზე, აზოვის ზღვის პორტებზე, რომელიც კვლავ გახდა რუსეთის შიგა ზღვა და ახალ, თანამედროვე გზების მშენებლობაზე, როგორც ეს გავაკეთეთ ყირიმში, რომელსაც ახლა აქვს საიმედო სახმელეთო კავშირი მთელ რუსეთთან. ყველა ამ გეგმას ერთობლივი ძალისხმევით აუცილებლად განვახორციელებთ. დღეს ქვეყნის რეგიონები პირდაპირ ეხმარებიან დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ქალაქებს, რაიონებსა და სოფლებს. ისინი ამას გულწრფელად აკეთებენ, როგორც ნამდვილი ძმები და დები. ახლა ისევ ერთად ვართ, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ უფრო გავძლიერდით და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ნანატრი მშვიდობა დაუბრუნდეს ჩვენს მიწას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ხალხის უსაფრთხოება. ამისთვის, თავიანთი წინაპრებისთვის, შვილებისა და შვილიშვილების მომავლისთვის, ისტორიული სამართლიანობის აღდგენისთვის, ჩვენი ხალხის გაერთიანებისთვის იბრძვიან დღეს  მეომრები, ჩვენი გმირები. ძვირფასო მეგობრებო, გთხოვთ, პატივი მიაგოთ ჩვენი მებრძოლების ხსოვნას, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს რუსეთისთვის; მშვიდობიან მოქალაქეებს, მოხუცებს, ქალებს, ბავშვებს, რომლებიც დაიღუპნენ ნეონაცისტების მიერ დაბომბვის შედეგად!

ჩვენ ყველას გვესმის და მეც მესმის, რა აუტანლად უჭირთ ახლა დაღუპული ჯარისკაცების ცოლებს, ვაჟებს, ქალიშვილებს, მშობლებს, რომლებმაც აღზარდეს სამშობლოს ღირსეული დამცველები _ ისევე, როგორც კრასნოდონის ახალგაზრდა დამცველები, ბიჭები და გოგონები, რომლებიც დიდი სამამულო ომის პერიოდში იბრძოდნენ ნაციზმთან, იცავდნენ დონბასს. მთელ რუსეთს ახსოვს მათი სიმამაცე, გამძლეობა, უდიდესი სულიერი სიმტკიცე, თავგანწირვა. ჩვენი ვალია, მხარი დავუჭიროთ ოჯახებს, რომლებმაც დაკარგეს ნათესავები, ახლობლები, საყვარელი ადამიანები, დავეხმაროთ მათ შვილების აღზრდაში, მივცეთ განათლება და პროფესია. სპეციალური სამხედრო ოპერაციის თითოეული მონაწილის ოჯახი უნდა იყოს მუდმივი ყურადღების ზონაში, გარშემოცული მზრუნველობითა და პატივით. მათ მოთხოვნებზე რეაგირება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. გთავაზობთ, შეიქმნას სპეციალური სახელმწიფო ფონდი, რომლის ამოცანა იქნება მიზნობრივი _ სპეცოპერაციაში დაღუპული ჯარისკაცებისა და ვეტერანთა ოჯახების პერსონალური დახმარება. ფონდი კოორდინაციას გაუწევს სოციალური, სამედიცინო, ფსიქოლოგიური მხარდაჭერის უზრუნველყოფას, სანატორიუმში მკურნალობისა და რეაბილიტაციის საკითხებს, დახმარებას განათლებაში, სპორტში, დასაქმებაში, მეწარმეობაში, კვალიფიკაციის ამაღლებასა და ახალი პროფესიის მოპოვებაში. ფონდის მნიშვნელოვანი ამოცანაა სახლში ხანგრძლივი მოვლის ორგანიზება, მაღალტექნოლოგიური პროთეზირება ყველასთვის, ვისაც ეს სჭირდება. ვთხოვ მთავრობას, სახელმწიფო საბჭოს სოციალური პოლიტიკის კომისიასთან, რეგიონებთან ერთად, უმოკლეს ვადაში მოაგვაროს ყველა საორგანიზაციო საკითხი. სახელმწიფო ფონდის მუშაობა უნდა იყოს ღია, ხოლო დახმარების გაწევის პროცედურა _ მარტივი, „ერთი ფანჯრის“ პრინციპით, ბიუროკრატიის გარეშე. თითოეულ ოჯახზე, ხაზს ვუსვამ, გარდაცვლილის თითოეულ ოჯახზე, თითოეულ ვეტერანზე მიმაგრებული უნდა იყოს პირადი სოციალური მუშაკი, კოორდინატორი, რომელიც რეალურ დროში პირადი ურთიერთობისას მოაგვარებს პრობლემებს. თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო იმაზე, რომ უკვე წელს ფონდის სტრუქტურები უნდა ამოქმედდეს რუსეთის ფედერაციის ყველა რეგიონში.

ჩვენთან უკვე ტარდება ზომები დიდი სამამულო ომის ვეტერანების, საომარი მოქმედებების ვეტერანებისა და ადგილობრივი კონფლიქტების მონაწილეთა მხარდასაჭერად. ვფიქრობ, სამომავლოდ სახელმწიფო ფონდიც შეძლებს, რომელზეც ვისაუბრე, ამ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას. ჩვენ ამაზე უნდა ვიმუშაოთ და მე ვთხოვ მთავრობას ამის გაკეთებას. ხაზს ვუსვამ: სპეციალური ფონდის შექმნა პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს ხელისუფლების სხვა სტრუქტურებს. მე ველი, რომ ყველა ფედერალური დეპარტამენტი, რეგიონი და მუნიციპალიტეტი მომავალშიც დაუთმობს დიდ ყურადღებას ვეტერანებს, სამხედრო მოსამსახურეებსა და მათ ოჯახებს. ამის გამო, მინდა, მადლობა გადავუხადო ფედერაციის სუბიექტების ხელმძღვანელებს, ქალაქების მერებს, რეგიონების ხელმძღვანელებს, რომლებიც მუდმივად ხვდებიან ხალხს, მიდიან საომარი მოქმედებების წინა ხაზზე და მხარს უჭერენ თანამემამულეებს.

რის აღნიშვნა მსურს განსაკუთრებით? დღეს პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურეები, მობილიზებულები და მოხალისეები ერთად იტანენ გაჭირვებას _ საუბარია მომარაგებასა  და აღჭურვაზე, დაჭრის გამო ფულად დახმარებასა და სადაზღვევო ანაზღაურებაზე, სამედიცინო დახმარებაზე. თუმცა, ის მიმართვები, რომლებიც მოდის ჩემთან და გუბერნატორებთან, _ ისინიც მაუწყებენ ამის შესახებ, _ სამხედრო პროკურატურაში, ადამიანის უფლებათა კომისართან, მიუთითებს იმაზე, რომ ბევრი საკითხი ჯერ კიდევ მოუგვარებელია. აუცილებელია, თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში გარკვევა.

და კიდევ: სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში სამსახური, _ ეს ყველას მშვენივრად ესმის, _ დაკავშირებულია კოლოსალურ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დატვირთვასთან, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ყოველდღიურ რისკებთან, ამიტომ საჭიროდ მიმაჩნია, რომ მობილიზებულთათვის, საზოგადოდ, ყველა სამხედრო მოსამსახურისთვის, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა მონაწილისთვის, მათ შორის მოხალისეებისთვის, დაწესდეს რეგულარული შვებულება, რომელიც გაგრძელდება არანაკლებ 14 დღისა და ექვს თვეში ერთხელ მაინც, მგზავრობის დროის გამოკლებით, რათა თითოეულ მებრძოლს ჰქონდეს ოჯახების მონახულების, ნათესავებთან და ახლობლებთან ახლოს ყოფნის საშუალება.

  მოგეხსენებათ, პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებულია შეიარაღებული ძალების მშენებლობისა და განვითარების 2021-2025 წლების გეგმა. მის განსახორციელებლად მიმდინარეობს მუშაობა, გეგმაში შედის კორექტივები. და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი შემდგომი ნაბიჯები არმიისა და საზღვაო ფლოტის გასაძლიერებლად, შეიარაღებული ძალების მიმდინარე და პერსპექტიული განვითარება დაფუძნებული უნდა იყოს სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს მიღებულ რეალურ საბრძოლო გამოცდილებაზე. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება ითქვას, აბსოლუტურად ფასდაუდებელი. ამჟამად, მაგალითად, რუსეთის ბირთვული შეკავების ძალების უახლესი სისტემებით აღჭურვის დონე 91 პროცენტზე მეტია _ 91,3 პროცენტი. ახლა კი, ვიმეორებ, მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, უნდა მივაღწიოთ ასეთივე მაღალ დონეს შეიარაღებული ძალების ყველა კომპონენტში. ოფიცრები და სერჟანტები, რომლებმაც თავი წარმოაჩინეს კომპეტენტურ და გაბედულ მეთაურებად, _ ასეთი ძალიან  ბევრია, _ პრიორიტეტულად დაწინაურდებიან მაღალ თანამდებობებზე, გაიგზავნებიან სამხედრო უმაღლეს სასწავლებლებსა და აკადემიებში, ისინი იქნებიან შეიარაღებული ძალების ძლიერი საკადრო რეზერვი. და, რა თქმა უნდა, მათზე მოთხოვნა იქნება სამოქალაქო ცხოვრებაში, ხელისუფლების ყველა დონის ორგანოში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ სამშობლო აფასებს მათ ღვაწლს მამულის დაცვაში.  ჩვენ აქტიურად დავნერგავთ ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიებს, რომლებიც უზრუნველყოფს არმიისა და ფლოტის ხარისხობრივი პოტენციალის ზრდას. ჩვენ გვაქვს ახალი იარაღისა და ტექნიკის ნიმუშები ყველა მიმართულებით. ბევრი მათგანი თავისი მახასიათებლებით მნიშვნელოვნად აღემატება უცხოურ ანალოგებს. ახლა ჩვენ წინაშეა ამოცანა _ მათი მასობრივი, სერიული წარმოების დაწყება. და ასეთი მუშაობა მიმდინარეობს, მისი ტემპი მუდმივად იზრდება (და მინდა, ხაზი გავუსვა) საკუთარ, რუსეთის სამეცნიერო და სამრეწველო ბაზაზე, მცირე და საშუალო მაღალტექნოლოგიური ბიზნესის აქტიური ჩართულობით სახელმწიფო თავდაცვითი შეკვეთების შესრულებაში. დღეს ჩვენს ქარხნებში, საპროექტო ბიუროებსა და კვლევით კოლექტივებში შრომობენ გამოცდილი სპეციალისტებიც და ნიჭიერი, კვალიფიციური, რუსი მეიარაღეების ტრადიციების ერთგული ახალგაზრდები. ისინი ყველაფერს გააკეთებენ გამარჯვებისთვის. ჩვენ აუცილებლად განვამტკიცებთ გარანტიებს შრომითი კოლექტივებისთვის. ეს ეხება ხელფასებსა და სოციალურ უზრუნველყოფას. წინადადება შემომაქვს, ავამუშაოთ თავდაცვით-სამრეწელო კომლექსის საწარმოების თანამშრომლებისთვის საცხოვრებლის შეღავათიანი იჯარის სპეციალური პროგრამა. მათთვის საიჯარო განაკვეთი საბაზროზე საგრძნობლად დაბალი იქნება, ვინაიდან საცხოვრებლის გადასახადის მნიშვნელოვან ნაწილს სახელმწიფო დაფარავს. ჩვენ, რა თქმა უნდა, განვიხილეთ ეს საკითხი მთავრობასთან. მე დავავალე, დამუშავდეს ამ პროგრამის ყველა დეტალი და დაუყოვნებლად დავიწყოთ ასეთი საიჯარო საცხოვრებლების მშენებლობა, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ქალაქებში _ ჩვენს მნიშვნელოვან თავდაცვით, სამრეწველო და კვლევით ცენტრებში. როგორც უკვე ვთქვი, დასავლეთმა ჩვენ წინააღმდეგ არა მხოლოდ სამხედრო და საინფორმაციო, არამედ ეკონომიკური ფრონტიც გახსნა, მაგრამ ვერსად ვერაფერს მიაღწია და ვერც მიაღწევს. უფრო მეტიც, სანქციების ინიციატორები საკუთარ თავს სჯიან: თავიანთ ქვეყნებში გამოიწვიეს ფასების მატება, სამუშაო ადგილების დაკარგვა, ქარხნების დახურვა, ენერგეტიკული კრიზისი და თავიანთ მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ ყველაფერში დამნაშავე რუსები არიან. რა საშუალებები გამოიყენეს ჩვენ წინააღმდეგ ამ სანქციების აგრესიაში? შეეცადნენ, გაეწყვიტათ სამეურნეო კავშირები რუსულ კომპანიებთან, საკომუნიკაციო არხებიდან გაეთიშათ ფინანსური სისტემა, რათა გაეთელათ ჩვენი ეკონომიკა, წაერთმიათ საექსპორტო ბაზრებზე წვდომა, რათა შემოსავლებზე დაერტყათ. ეს არის ქურდობა, სხვანაირად არ შეიძლება ითქვას, ჩვენი სავალუტო რეზერვების მიტაცების, რუბლის ჩამოშლისა და დამანგრეველი ინფლაციის პროვოცირების მცდელობები. ვიმეორებ: ანტირუსული სანქციები _ ეს მხოლოდ საშუალებაა. და მიზანი, როგორც თვითონ დასავლელი ლიდერები აცხადებენ _ პირდაპირი ციტატა _ არის ჩვენი მოქალაქეების იძულება, “დაიტანჯონ”. “ვაიძულოთ დაიტანჯონ” _ აი, ასეთი ჰუმანისტები არიან. მათ სურთ, ხალხი აიძულონ, დაიტანჯოს და ამით გამოიწვიონ ჩვენი საზოგადოების დესტაბილიზაცია შიგნიდან, მაგრამ მათი გათვლები არ გამართლდა _ რუსეთის ეკონომიკა და მართვის სისტემა იმაზე გაცილებით მტკიცე აღმოჩნდა, ვიდრე დასავლეთში ვარაუდობდნენ. მთავრობის, პარლამენტის, რუსეთის ბანკის, ფედერაციის შემადგენელი სუბიექტების და, რა თქმა უნდა, ბიზნესსაზოგადოების, შრომითი კოლექტივების ერთობლივი მუშაობის წყალობით ჩვენ უზრუნველვყავით ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილურობა, დავიცავით მოქალაქეები, გადავარჩინეთ სამუშაო ადგილები, არ დავუშვით დეფიციტ ბაზარზე, მათ შორის პირველადი მოხმარების საქონლის ჩათვლით, მხარი დავუჭირეთ ფინანსურ სისტემას, მეწარმეებს, რომლებიც ინვესტიციებს დებენ თავიანთი ბიზნესის განვითარებაში და, შესაბამისად, ქვეყნის განვითარებაში. უკვე გასული წლის მარტში ამოქმედდა ბიზნესისა და ეკონომიკის ხელშემწყობი ღონისძიებების პაკეტი, დაახლოებით ტრილიონი რუბლის ოდენობით. ყურადღება მინდა გავამახვილო იმაზე, რომ ეს არ არის ემისიის პოლიტიკა, არა, ყველაფერი კეთდება მყარ საბაზრო ბაზაზე. 2022 წლის ბოლოს მთლიანი შიდა პროდუქტი შემცირდა. მიხეილ ვლადიმერის ძემ (მიხეილ მიშუსტინი _ რფ-ის მთავრობის თავმჯდომარე. _ გ.გ.) დამირეკა და მითხრა: “სასურველია, რომ ეს განაცხადოთ. გუშინ, ჩემი აზრით, ეს ინფორმაცია გავრცელდა და, დროულად, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენ ყველაფერი გეგმის მიხედვით გვაქვს”.

გახსოვთ, გვიწინასწარმეტყველეს, ეკონომიკის დაცემა 20-25 პროცენტით, შემდეგ _ 10 პროცენტით; ცოტა ხნის წინათ ითქვა 2,9%, მოგვიანებით _ 2,5%. 2022 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 2,1 პროცენტით დაეცა _ ეს უახლესი მონაცემებია. არადაშეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ გასული წლის თებერვალმარტში, როგორც ვთქვი, გვიწინასწარმეტყველეს, რომ ჩვენი ეკონომიკა, უბრალოდ, ჩამოიშლებოდა. რუსულმა ბიზნესმა გარდაქმნა ლოჯისტიკა, გააძლიერა კავშირები პასუხისმგებლიან პარტნიორებთან _ და ასეთი ბევრია, უმრავლესობაა მსოფლიოში.  მინდა აღვნიშნო, რომ რუსული რუბლის წილი ჩვენს საერთაშორისო ანგარიშსწორებაში გაორმაგდა 2021 წლის დეკემბერთან შედარებით და ერთი მესამედი შეადგინა, ხოლო მეგობარი ქვეყნების ვალუტებთან ერთად ეს უკვე ნახევარზე მეტია. პარტნიორებთან ერთად ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას სტაბილური, უსაფრთხო საერთაშორისო ანგარიშსწორების სისტემის ჩამოყალიბებაზე, რომელიც  დამოუკიდებელი იქნება დოლარისა და სხვა დასავლური სარეზერვო ვალუტებისგან, ეს ვალუტები კი დასავლური ელიტებისა და დასავლელი მმართველების პოლიტიკის წყალობით აუცილებლად დაკარგავს თავიანთ უნივერსალურ ხასიათს. ჩვენ არ ვამცირებთ ანგარიშსწორებას დოლარში ან სხვა ე.წ უნივერსალურ ვალუტაში _ ისინი ყველაფერს საკუთარი ხელით აკეთებენ. მოგეხსენებათ, არის ასეთი გამონათქვამი: ზარბაზნები კარაქის ნაცვლად. ქვეყნის დაცვა, რა თქმა უნდა, უმთავრესი პრიორიტეტია, მაგრამ ამ სფეროში სტრატეგიული ამოცანების გადაჭრისას არ უნდა გავიმეოროთ წარსულის შეცდომები, არ უნდა გავანადგუროთ საკუთარი ეკონომიკა. ჩვენ ყველაფერი გვაქვს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო პირობების შესაქმნელად. სწორედ ამ ლოგიკით ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ მომავალშიც. მაგალითად, ბევრმა საბაზისო დარგმა, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არის სამამულო ეკონომიკის სამოქალაქო სექტორები, არათუ შეამცირა, არამედ მნიშვნელოვნად გაზარდა წარმოება გასული წლის განმავლობაში. პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ექსპლუატაციაში შეყვანილი საცხოვრებლის მოცულობამ 100 მლნ კვადრატულ მეტრს გადააჭარბა. რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო წარმოებას, გასულ წელს მან ორნიშნა ზრდის ტემპი აჩვენა. დიდი მადლობა, ქედს ვუხრი სოფლის მეურნეობის მწარმოებლებს! რუსმა ფერმერებმა მიიღეს რეკორდული მოსავალი: 150 მლნ ტონაზე მეტი მარცვლეული, მათ შორის 100 მლნ ტონაზე მეტი _ ხორბალი. სასოფლოსამეურნეო წლის ბოლომდე, ანუ 2023 წლის 30 ივნისისთვის ჩვენ შევძლებთ, მარცვლეულის ექსპორტის მთლიანი მოცულობა 5560 მლნ ტონამდე მივიყვანოთ. ჯერ კიდევ 10-15 წლის წინათ ეს, უბრალოდ, ზღაპრად გვეჩვენებოდა, აბსოლუტურად არარეალურ გეგმად. თუ გახსოვთ, _ და, რა თქმა უნდა, ზოგს ახსოვს, ყოფილი ვიცე-პრემიერი და სოფლის მეურნეობის მინისტრი აქ არის _ არც ისე დიდი ხნის წინათ, ჩვენ მთლიანობაში 60 მილიონს ვაგროვებდით წელიწადში, ახლა კი  55-60 მხოლოდ საექსპორტო პოტენციალი იქნება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა მსგავსი გარღვევისთვის სხვა მიმართულებებითაც. ჩვენ არ დავუშვით შრომის ბაზრის შემცირება, პირიქით _ მივაღწიეთ უმუშევრობის შემცირებას თანამედროვე პირობებში. დღეს, ყველა მხრიდან ასეთი დიდი სირთულეების პირობებში, შრომის ბაზარი ჩვენთვის უფრო კომფორტული გახდა, ვიდრე აქამდე იყო. შეგახსენებთ, რომ პანდემიამდე უმუშევრობის დონე 4,7 პროცენტი იყო, ახლა კი 3,7 პროცენტია. ეს ისტორიულად დაბალი მაჩვენებელია. ვიმეორებ: რუსეთის ეკონომიკამ დაძლია ის რისკები, რომლებიც წარმოიქმნა. დიახ, ამ რისკებიდან ბევრის წინასწარ გათვლა შეუძლებელი იყო, ჩვენ სასწრაფოდ, გზადაგზა მოგვიწია რეაგირება წარმოქმნილ პრობლემებზე. როგორც სახელმწიფო დონეზე, ისე ბიზნესში გადაწყვეტილებებს ვიღებდით, რაც შეიძლება, ოპერატიულად. მინდა აღვნიშნო, რომ აქ დიდი როლი ითამაშა კერძო ინიციატივამ, მცირე და საშუალო ბიზნესმა _ ეს არ უნდა დავივიწყოთ. ჩვენ თავიდან ავიცილეთ ზედმეტი ადმინისტრაციული რეგულაციები, ეკონომიკის გადახრა სახელმწიფოს მხარეს.

კიდევ რა არის მნიშვნელოვანი? გასულ წელს ეკონომიკის დაცემა მხოლოდ მეორე კვარტალში აღინიშნა _ უკვე მესამე და მეოთხე კვარტალში კი ზრდა და აღმავლობა გვქონდა. ჩვენ, ფაქტობრივად, შევედით ეკონომიკური ზრდის ახალ ციკლში. ექსპერტთა შეფასებით, მისი მოდელი და სტრუქტურა თვისობრივად განსხვავებულ ხასიათს იძენს. წინა პლანზე ჩნდება ახალი და პერსპექტიული გლობალური ბაზრები, მათ შორის აზიაწყნარი ოკეანის რეგიონი, ჩვენი შიდა ბაზარი, სამეცნიერო, ტექნოლოგიური, კადრების ბაზა; არა ნედლეულის გატანა საზღვარგარეთ, არამედ დიდი ღირებულების საქონლის წარმოება. ეს შესაძლებელს გახდის რუსეთის უზარმაზარი პოტენციალის გამოვლენას ყველა სფეროში. უკვე წელს მოსალოდნელია შიდა მოთხოვნის სოლიდური მატება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი კომპანიები ისარგებლებენ ამ შესაძლებლობით, რათა გაზარდონ წარმოება, აწარმოონ მოთხოვნილი პროდუქცია და დაიკავონ ნიშები, რომლებიც დაცლილია ან იხსნება დასავლური კომპანიების წასვლის შემდეგ.

დღეს ჩვენ ვხედავთ მთლიან სურათს, ვხედავთ სტრუქტურულ პრობლემებს, რომლებიც უნდა მოვაგვაროთ ლოჯისტიკაში, ტექნოლოგიებში, ფინანსებსა და კადრებში. ბოლო წლებში ბევრს და მუდმივად ვსაუბრობთ ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურის შეცვლის აუცილებლობაზე და ახლა ეს ცვლილებები სასიცოცხლო აუცილებლობაა, და ეს ცვლის ვითარებას, ამ შემთხვევაში უკეთესობისკენ. ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს რუსეთის სტაბილური პროგრესული განვითარებისთვის, კონკრეტულად სუვერენული, დამოუკიდებელი განვითარებისთვის, მიუხედავად ნებისმიერი გარე წნეხისა და მუქარებისა.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ                                                            

(დასასრული იქნება)  

http://kremlin.ru/events/president/news/70565

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here