Home ახალი ამბები მსოფლიო “ჩვენ არ მივცემთ დასავლეთს იმის გაკეთების უფლებას, რაც ჩაიდინა მოძმე უკრაინაში”

“ჩვენ არ მივცემთ დასავლეთს იმის გაკეთების უფლებას, რაც ჩაიდინა მოძმე უკრაინაში”

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რუსეთის სულიერ-ზნეობრივი ფასეულობების შენარჩუნებასა და დასავლეთის მხრიდან მათი დანგრევის მცდელობებზე

117

17 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაავალა გაეანალიზებინათ და ცვლილებები შეეტანათ სტრატეგიული დაგეგმვის დოკუმენტებში, რომლებიც არეგულირებს პატრიოტული და სულიერზნეობრივი აღზრდის საკითხებს.

რომელ დოკუმენტებზეა საუბარი, აგრეთვე, რუსების ცნობიერების გადაფორმატების რა ახალი გამოწვევები წარმოიქმნა ვაშინგტონისა და ლონდონის ძირგამომთხრელი საქმიანობის შედეგად _ ამ საკითხებზე rg.ru რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ოლეგ ხრამოვი ესაუბრა.

_ რუსეთის უშიშროების საბჭომ კვლავ წამოწია რუსული სულიერზნეობრივი ფასეულობების შენარჩუნებისა და ჩვენს ქვეყანაში ასწლეულების განმავლობაში დაგროვილ ტრადიციებზე ახალგაზრდების აღზრდის თემა. მომავალი თაობის აღზრდის პრობლემა ნუთუ უყურადღებოდ არის მიტოვებული?

ოლეგ ხრამოვი: პრობლემა თვით ბავშვებსა და ახალგაზრდებში არ არის. რუსულ ოჯახებში დიდწილად შენარჩუნებულია ძლიერი საფუძვლები, სწორი ზნეობრივი ფასეულობები თაობიდან თაობას გადაეცემა.  ჩვენი ახალგაზრდები არიან მამაცები, ნიჭიერები, ჭკვიანები; ისინი ცდილობენ, შექმნან და გააუმჯობესონ ცხოვრება ქვეყანაში. მათ ძალიან უყვართ სამშობლო, მისი ისტორია და აწმყო.

ამავე დროს, ე.წ. კოლექტიური დასავლეთის აპოლოგეტები უარს კი არ ამბობენ თავიანთ გეგმებზე, არამედ სულ უფრო დახვეწილ სახელმძღვანელოებს იგონებენ მათთვის, ვისაც მიზნად უსახავენ რუსეთის შეკავებას ტრადიციული რუსული სულიერ-ზნეობრივი ფასეულობების ნგრევის გზით.

დასავლელი დამგეგმავები და იდეოლოგები გეგმაზომიერად ახორციელებენ ერთობლიობას ზომებისა, რომლებიც მიმართულია რუსი საზოგადოების საფუძვლების შიგნიდან დაშლისკენ, .., ჩვენი სულიერი ბურჯებისა და მორალური პრინციპების განადგურებისა და რუსეთის მოქალაქეების დეჰუმანიზაციისკენ. ეს არის საფრთხე, რომელსაც ორგანიზებულად უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა რუსეთის ფედერაციაში.

ჩვენ დიდი სახელმწიფო ვართ და დასავლეთს უფლებას არ მივცემთ, მიაღწიოს იმას, რასაც მიაღწია მოძმე უკრაინაში, სადაც ევროპულ ოჯახში შესვლის დაპირებებით დაბრმავებულმა ბევრმა მცხოვრებმა ხმის ამოუღებლად მიიღო წარსული ისტორიული მოვლენების ანტირუსულ ტონით გადაწერა; სხვებმა კი ფარად აიფარეს ნეონაცისტური იდეები, ქრისტიანობა ოკულტიზმზე გაცვალეს, ხოლო ჰუმანურობა და ადამიანურობა გააფთრებული რუსოფობიით შეცვალეს.

_ მხოლოდ ცხოვრებაზე ჩამოუყალიბებელი თვალსაზრისის მქონე ახალგაზრდები არიან მათ სამიზნეში?

ოლეგ ხრამოვი: დასავლელი სტრატეგები, უწინარესად, თანმიმდევრული გავლენის მოპოვებას ცდილობენ განათლების სისტემის დაწესებულებებსა და ორგანიზაციებზე, სახელმწიფო ორგანოებზე, ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწეებზე, მასმედიის წარმომადგენლებზე. ახალგაზრდული გარემოს არამდგრადობის გათვლით, მიზანმიმართული გავლენა ორგანიზებულია და ხორციელდება სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის “მეხუთე კოლონის” მეშვეობით, ოპოზიციურად განწყობილი ბიზნესმენების, არტისტების, ბლოგერების მოზიდვით, პოლიტიკოსებისა და ადვილად სამართავი “უმცირესობის” მეშვეობით.

_ როგორც ჩანს, ამიტომ განიხილავენ საზოგადოებაში ქმედებებს დასავლეთისა, რომელიც ახალი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ჩვენთვის უცხო რელიგიური მიმდინარეობების დანერგვით ცდილობს, შეცვალოს ჩვენი დამოკიდებულება ჩვენივე ქვეყნის ისტორიის, რელიგიისა და ოჯახური ფასეულობების მიმართ.

ოლეგ ხრამოვი: მართალი ხართ. დასავლეთი ცდილობს, რადაც უნდა დაუჯდეს, შეაჩეროს ისტორიის მსვლელობა. დესტრუქციული გავლენის ერთერთი მიმართულებაა რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაცია, როგორც საზოგადოებაში, ისე მთლიანად ქრისტიანულ სამყაროში. მიზნად აქვთ დასახული ოჯახური ინსტიტუტის დანგრევა, ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინებისა და გენდერული თვითგამორკვევის ნეოლიბერალურფსევდოდემოკრატიულიფასეულობებისთავსმოხვევა.

მსოფლიო და ეროვნული ისტორიული მოვლენების უცერემონიო გაყალბებით დასავლეთი არ ერიდება მის მიერვე დაგმობილი მეთოდების გამოყენებას _ ისინი გამუდმებით ატრიალებენ “კულტურის გაუქმების”, “ძეგლების წინააღმდეგ ომის”, მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებაში გერმანელ ფაშისტებთან ერთად სსრკ-ის დადანაშაულების და ა.შ. ბორბალს.

ურთიერთდაკავშირებული იდეოლოგების, პოლიტიკური ფიგურების, პიარსპეციალისტებისა და მასმედიის კარგად დაფინანსებული დასავლური პროპაგანდისტული მანქანა, რუსოფობიით მოწამლული, ცინიკურად ამართლებს ნეონაცისტების ჩადენილ დანაშაულებს უკრაინასა და დონბასში.

ამასთანავე, ის კარგავს სიკეთისა და ბოროტების ორიენტირებს, როცა აღტაცებით აჩვენებენ უკრაინული რეჟიმის მხეცობებს რუსეთის ახალი რეგიონების ჯერ კიდევ გაუთავისუფლებელ ტერიტორიებზე; ამახინჯებენ ფაქტებს, ზოგჯერ კი, უბრალოდ, აყალბებენ მათ.

გარეგნულად კეთილმოსურნე საბაბით, დასავლეთი, მრავალი წელია, გეგმაზომიერად მიისწრაფვის თავისი პროექტების დანერგვისკენ რუსეთის განათლების სისტემაში, იმის გათვალისწინებით, რომ ეს პროექტები ხელს შეუწყობს ქვეყნის  დაშლას. გარედან შემოტანილი კოროზია აქტიურად და შეგნებულად ედება ერის ერთ-ერთ ძირითად კოდს _ ენას, რომელიც სულ უფრო ბინძურდება უცხოური ლექსიკით, ლათინიზმითა და მიუღებელი ამერიკული ჟარგონით. ეს კი საბოლოოდ იწვევს ეროვნული თვითშეგნების დეფორმაციას და, ფაქტობრივად, ხელს უწყობს მის შეცვლას დასავლური ცხოვრების წესით ლიტერატურაში, კინოში, თეატრსა და მუსიკალურ ხელოვნებაში.

რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელთ არსებული ინფორმაცია მოწმობს შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მზადყოფნას, შეცვალონ თავიანთი ტაქტიკა ვითარების დინამიკის შეფასების გათვალისწინებით, შეიმუშაონ ახალი მიდგომები ვითარების შესაცვლელად და რუსების ცნობიერების გადასაფორმატებლად.ამ ამოცანის გადასაჭრელად ვაშინგტონი და ლონდონი ქმნიან სპეციალისტთა მრავალპროფილურ გუნდებს მათემატიკის, საინფორმაციო უსაფრთხოების, ანთროპოლოგიისა და ეთნოლოგიის, სისტემებისა და სისტემური ანალიზის თეორიების, სოციალური ფსიქოლოგიისა და ფსიქოლინგვისტიკის სფეროებში. ეს არ შეიძლება უპასუხოდ დარჩეს.

_ შესაძლებელია თუ არა გარე გავლენებისადმი წინააღმდეგობის გაწევა, გამიჯვნა ყრუ საინფორმაციო კედლით, “რკინის ფარდით”, როგორც იყო საბჭოთა პერიოდში ან, მაგალითად, როგორც აკეთებენ ჩინეთში, როცა ზღუდავენ უცხოურ გავლენას ინტერნეტის საშუალებით?

ოლეგ ხრამოვი: არ არის საჭირო “რკინის ფარდის” მიღმა დამალვა. მაგრამ აუცილებლად უნდა გაძლიერდეს ღონისძიებები რუსეთის საინფორმაციო-კულტურული სივრცის დასაცავად.

მნიშვნელობას არ კარგავს სამუშაოები რუსულ ტრადიციულ ფასეულობებზე დასავლეთის დესტრუქციული გავლენის წყაროების, აგრეთვე, ინდივიდუალურ, ჯგუფურ და საზოგადოებრივ ცნობიერებაზე ზემოქმედების მეთოდებს, ფორმებისა და სპეციფიკური თავისებურებების გამოსავლენად. საჭიროა ძალისხმევის კონცენტრაცია სისტემური მუშაობის კომპლექსის ჩამოსაყალიბებლად, რომელსაც ხელს შეუწყობს სტრატეგიული დაგეგმვის დოკუმენტების დამტკიცება. მათ, კერძოდ, მიეკუთვნება რუსული ტრადიციული სულიერ-ზნეობრივი ფასეულობების შენარჩუნებისა და განმტკიცების სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლები. ამ სფეროში ენერგიული მუშაობისკენ მოგვიწოდებს რუსეთის პრეზიდენტი. ვლადიმერ პუტინი, რომელმაც არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ დასავლური ელიტების მრავალსაუკუნოვანი რუსოფობიის ერთერთი მიზეზი მათ ღვარძლშია რუსეთის მიმართ, რომელმაც გაძლო კოლონიური დაპყრობებისა და მსოფლიო ომების პერიოდში, განვითარდა და განმტკიცდა მართლმადიდებლობის, იუდაიზმისა და ბუდიზმის ზნეობრივ ფასეულობებზე.

_ როგორც მახსოვს, წლის დასაწყისში ამ დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა პოლიტიკური შეფერილობის აქტიურ დისკუსიაში გადაიზარდა.

ოლეგ ხრამოვი: დოკუმენტის ექსპერტიზა მოქმედი პროცედურების შესაბამისად ჩატარდა.  პროექტის კრიტიკა, როგორც მოსალოდნელი იყო, წამოვიდა მასმედიიდან, რომელსაც ჰქონდა უცხოეთის აგენტის, ბლოგოსფეროს ლიბერალური ნაწილის სტატუსი, აგრეთვე, კულტურის ცალკეული მოღვაწისგან, რომლებიც სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებისთანავე რუსეთის წინააღმდეგ გამოვიდნენ და ემიგრანტთა რიგებში აღმოჩნდნენ, ზოგიერთი გაიტრუნა, მაგრამ განაგრძობს კულტურული გარემოს განვითარების მაღალმხატვრული და პატრიოტულ სიბრტყეზე გადატანის ქმედებების საბოტაჟს.

გარდა პოლიტიკური მდგენელისა, ასეთი პოზიციის მიზეზი იყო ცალკეული პირების მიერ კატეგორიული მიუღებლობა თვით იდეისა, საზოგადოებრივ კონტროლს დაქვემდებარებოდა შემოქმედებითი კოლექტივების მოღვაწეობა, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. აგრეთვე, ქვეყნის მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მოთხოვნების გაუთვალისწინებლობა, რომელიც მოითხოვს, რომ შემოქმედებითი მისწრაფებები შეესაბამებოდეს სულიერზნეობრივ საფუძვლებსა და ფასეულობებს, შესაბამისად, ეროვნულ ინტერესებს. მაგრამ პროფესიონალი სპეციალისტების უმრავლესობამ, მრავალრიცხოვანმა საზოგადოებრივმა სტრუქტურამ, აგრეთვე საპარლამენტო პარტიებმა, რომლებიც რუსეთის ელექტორატის ყველა ფენის ინტერესებს წარმოადგენენ, მხარი დაუჭირეს პროექტის შინაარსსა და მიზანმიმართულებას.

_ თავს დაესხნენ კულტურის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების ცვლილების პროექტსაც

ოლეგ ხრამოვი: დიახ, თანაც, თავდასხმა იყო მათგან, ვინც მოურიდებელია რიტორიკაში, მაგრამ არ წარმოუდგენია არც ერთი არსებითი წინადადება. ადრე ამას კრიტიკანობა ერქვა. ამასთანავე, ისინი უგულებელყოფდნენ იმ გარემოებას, რომ კორექტირება დიდწილად გამოწვეული იყო რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების გამო. ამ ცვლილებებს კი ქვეყნის მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.

სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ კულტურის ბევრი მოღვაწისგან მივიღეთ კონსტრუქციული შენიშვნები, რომლებიც უკვე გათვალისწინებულია საფუძვლების დამუშავებისას.

ამ ფონზე მნიშვნელოვანია “კულტურის შესახებ” ფედერალურ კანონზე მუშაობის განახლება, რათა საკანონმდებლო დონეზე განმტკიცდეს ამ სფეროში მოღვაწეობის პრინციპები და წესები.

საკვანძო საკითხი შეიძლება, აგრეთვე, ვუწოდოთ ბავშვებისა და მოზარდთა აუდიტორიისთვის კონკრეტული საინფორმაციო და სათამაშო დღის წესრიგის სასწრაფოდ შექმნას. ამას გარდა, საკვანძო როლი უნდა ითამაშოს სახელმწიფო ენის პოლიტიკისა და ლინგვისტური უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონცეფციის პროექტის შემუშავებამ. ის  საფუძვლად უნდა დაედოს რუსი საზოგადოების ლათინიზაციის თავიდან ასაცილებელ ლა ცივილიზაციური სუვერენიტეტის შესანარჩუნებელ ღონისძიებებს.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://rg.ru/2022/10/17/zashchita-ot-nekulturnyh.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here