Home ახალი ამბები მსოფლიო ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საერთაშორისო ვალუტები არ უნდა იქცეს ცალმხრივი სანქციების იარაღად...

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საერთაშორისო ვალუტები არ უნდა იქცეს ცალმხრივი სანქციების იარაღად ან დაშინების სინონიმად, რასაც მოსკოვი და პეკინი აუცილებლად გაითვალისწინებენ ორმხრივ სავაჭრო შეთანხმებებში

97

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ცინ განმა 7 მარტს ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას: შეძლებენ თუ არა მოსკოვი და პეკინი დოლარის გამოყენებაზე უარის თქმას? აამის თაობაზე   ria.ru წერს.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო ვალუტები არ უნდა იქცეს ცალმხრივი სანქციების იარაღად ან დაშინების სინონიმად, რასაც მოსკოვი და პეკინი აუცილებლად გაითვალისწინებენ ორმხრივ სავაჭრო შეთანხმებებში.

„კითხვაზე _ რომელი ვალუტა გამოვიყენოთ რუსეთსა და ჩინეთს შორის ვაჭრობაში, პასუხი საკმაოდ მარტივია: უნდა გამოვიყენოთ ისეთი ვალუტა, რომელიც მოსახერხებელია, უსაფრთხო და ნდობას იმსახურებს“, _ განაცხადა ცინ განმა.

 მოამზადა ლუკა მაისურაძემ  

https://ria.ru/amp/20230307/valyuty-1856266788.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here