Home ახალი ამბები მსოფლიო ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ურჩია ნატო-ს გენერალურ მდივანს დაფიქრებულიყო ალიანსის ნამდვილ როლზე

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ურჩია ნატო-ს გენერალურ მდივანს დაფიქრებულიყო ალიანსის ნამდვილ როლზე

140
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ურჩია ნატო-ს გენერალურ მდივანს დაფიქრებულიყო ალიანსის ნამდვილ როლზე

ნატო-გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თავისი განცხადებით, რომ უკრაინის კრიზისი შესაძლოა მალე განმეორდეს აზიაში ჩინეთისგან მომდინარე საფრთხის გამო, ორმაგ სტანდარტებს ამჟღავნებს. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მაო ნინგმა განაცხადა.

“ერთის მხრივ, ნატო მუდმივად არღვევს ტრადიციულ თავდაცვის ზონებსა და ტერიტორიებს, მოითხოვს, რომ მისმა წევრებმა გაზარდონ სამხედრო ხარჯები და გააძლიერონ შეიარაღებული ძალები. მეორე მხრივ, ალიანსი კვლავ უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს ჩინეთის მიმართ. ეს ორმაგი სტანდარტების ტიპიური გამოვლინებაა“, – განაცხადა მან ბრიფინგზე.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ ჩინეთი ყოველთვის იცავდა თავდაცვით სტრატეგიას უსაფრთხოების სფეროში.

„ჩვენ არასდროს შევჭრილვართ სხვა ქვეყნებში, არასდროს გვიწარმოებია მარიონეტული ომები, არასოდეს ჩაგვიტარებია სამხედრო ოპერაციები მთელს მსოფლიოში და არასოდეს დავმუქრებივართ სხვა სახელმწიფოებს სამხედრო ძალის გამოყენებით“, – განაცხადა მაო ნინგმა.

მან ურჩია ნატო-ს გენერალურ მდივანს შეწყვიტოს ცილისწამება ჩინეთის მიმართ, უარი თქვას ცივი ომის აზროვნებასა და იდეოლოგიურ ცრურწმენებზე და ღრმად დაფიქრდეს იმაზე, რეალურად უწყობს თუ არა ალიანსი ხელს სტაბილურობის შენარჩუნებას ევროპასა და მსოფლიოში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here