Home ახალი ამბები მსოფლიო ჩინეთი BRICS-ის ქვეყნებთან ვაჭრობას ეროვნულ ვალუტაში განახორციელებს

ჩინეთი BRICS-ის ქვეყნებთან ვაჭრობას ეროვნულ ვალუტაში განახორციელებს

103
ჩინეთი BRICS-ის ქვეყნებთან ვაჭრობას ეროვნულ ვალუტაში განახორციელებს

კომპანიების რეალური საჭიროებების მიხედვით, ჩინეთი ხელს შეუწყობს BRICS-ის ქვეყნებთან ორმხრივ ანგარიშსწორებას ეროვნულ ვალუტაში. ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა შუ ცზიუეტინმა განაცხადა.

„ბოლო წლებში BRICS-ის ქვეყნებმა ერთმანეთთან აქტიური კონტაქტები შეინარჩუნეს ფინანსურ სექტორში და მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს. ეს აუცილებელია ასოციაციის წევრებს შორის უფრო ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად და თანამშრომლობის ხელშესაწყობად. კომპანიები, ბაზრის კონიუნქტურის და კომერციული საჭიროებების, ასევე მოხერხებულობის ხარისხის გათვალისწინებით, ირჩევენ თუ რომელი ვალუტა გამოიყენონ ურთიერთანგარიშსწორებისას. ჩვენ ყურადღებით გავითვალისწინებთ საწარმოების რეალურ საჭიროებებს“, – განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

შუ ცზიუეტინმა განმარტა, რომ ეროვნულ ვალუტაში ანგარიშსწორება კომპანიების ინტერესებზეა დამოკიდებული.

„ჩვენ ხელს შევუწყობთ ვაჭრობისა და საინვესტიციო საქმიანობის ოპტიმიზაციას“, – დასძინა მან.

როგორც ოფიციალურმა წარმომადგენელმა განმარტა, ბოლო წლებში ვაჭრობის სამინისტრომ, ჩინეთის კომპეტენტურ დეპარტამენტებთან თანამშრომლობით, „უფრო და უფრო ხელსაყრელი პირობები შექმნა საერთაშორისო ვაჭრობაში და ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართული კომპანიებისთვის“. გარდა ამისა, უწყებამ, მისი თქმით, ხელი შეუწყო იმას, რომ ჩინეთის საფინანსო ორგანიზაციებს გაეწიათ მაღალეფექტური მომსახურება.

ჩინეთი BRICS-ის ქვეყნებთან ვაჭრობას ეროვნულ ვალუტაში განახორციელებს

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here