Home სხვადასხვა დაიჯესტი Charlie Hebdo: “მაკრონი _ პუტინის ფინია”

Charlie Hebdo: “მაკრონი _ პუტინის ფინია”

956
კარიკატურა

სკანდალურმა სატირულმა ჟურნალმაშარლი ებდომმორიგი გესლიანი შარჟი გამოაქვეყნა, ამჯერად 29 მაისს ვერსალის სასახლეში რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრის კვალზე

კარიკატურისტებმა მეხუთე რესპუბლიკის ლიდერი წარმოგვიდგინეს ავ ფინიად, რომელიც ჩაფრენილია სტოიკურად მშვიდი სტუმრის ხელს. “მაკრონმა მიიღო პუტინი” _ ასეთი მინაწერი აქვს კარიკატურას. მეორე მინაწერით კი ირკვევა, რომ მაკრონი ოცნებობს, “ყელში ეცეს პუტინს”, მაგრამ ვერ ახერხებს.

“ერთი მხრივ, ისინი მხატვრები არიან და ასე ხედავენ, _ ამბობს პოლიტოლოგი ანტონ ხაშჩენკო, _ მაგრამ, მეორე მხრივ, ამჟამად რუსეთსა და საფრანგეთს შორის თანაბარუფლებიანი დიალოგი მყარდება საერთაშორისო დღის წესრიგის თემებზე. მაკრონის საცოდავ ლეკვად წარმოჩენამ კი ფრანგული აუდიტორიის ნეგატიური რეაქციის პროვოცირება შეიძლება გამოიწვიოს, რამაც საეჭვოა, ხელი შეუწყოს მოლაპარაკების პროცესს.

ამჟამად, სოციალური ქსელებისა და სმარტფონების ეპოქაში, როცა საზოგადოება ვიზუალურ კონტენტს არის მიჩვეული, “შარლი ებდო” ახალ აღმავლობას განიცდის _ ბოლო წლებში მისი ცალკეული ნომრების ტირაჟი 3 მილიონს აჭარბებს.

ბოლო ხანს ჟურნალმა “თავი გამოიჩინა” ცინიკური კარიკატურების გამოქვეყნებით, რომლებზეც ასახული იყო სინაის ნახევარკუნძულის თავზე რუსეთის აერობუსის ჩამოვარდნა, თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობა და სოჭში რუსეთის სამხედროების დაღუპვა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here