დაიჯესტი

Home სხვადასხვა დაიჯესტი Page 12
digest
გერმანიის კანცლერმა ტერორისტებს ტერორისტები უწოდა და მათ მიმართ “ზომების მიღება” მოითხოვა. გერმანული გამოცემა Deutsche Wirtschafts Nachirichten-ი თვლის, რომ გფრ-ის კანცლერმა ანგელა მერკელმა პირველად დაუჭირა საჯაროდ მხარი რუსეთის მოქმედებას სირიაში. ტელეარხ RTL-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მერკელმა განაცხადა, რომ სირიაში “რადიკალურ ძალებთან” ბრძოლა აუცილებელია, მაგრამ ისე, რომ არ დაზარალდეს მშვიდობიანი მოსახლეობა. “ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ ჰუმანიტარული კატასტროფა”, _ განაცხადა კანცლერმა. კანცლერის ეს განცხადება გერმანულმა ინტერნეტგამოცემამ შეაფასა, როგორც რუსეთის მოქმედებებისადმი მხარდაჭერა, რადგან ლაპარაკია “ბოევიკების” წინააღმდეგ ოპერაციაზე პროვინცია იდლიბში. ამ ოპერაციის განხორციელებას სირიის ხელისუფლება რუსი სამხედროების მხარდაჭერით გეგმავს. ოპერაციის მთავარ პრობლემად გერმანული გამოცემა მიიჩნევს იმას, რომ ტერორისტები მშვიდობიან მოსახლეობას “ცოცხალ ფარად” იყენებენ. პროვინცია იდლიბი სხვადასხვა ანტისამთავრობო დაჯგუფების დაახლოებით 10 ათას “ბოევიკს” აქვს დაკავებული. რამდენიმე დღის წინათ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა დაუფიქრებლად არ უნდა შეუტიოს იდლიბს. “დოიჩე ველეს” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ანდრეა ნალესმა გამორიცხა გფრ-ის სამხედრო ძალების მონაწილეობის შესაძლებლობა საომარ მოქმედებებში სირიის სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ. ნალესმა შეაფასა გამოცემა “ბილდის” მიერ გავრცელებული ცნობა და თქვა, რომ “გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია არ იწონებს და მხარს არ უჭერს სირიის კონფლიქტში გერმანიის შეიარაღებული ძალების მონაწილეობას”. შეგახსენებთ, რომ გაზეთ “ბილდის” მიერ რამდენიმე დღის წინათ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანია შეიძლებოდა შეერთებოდა აშშ-ის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამხედრო ოპერაციებს სირიაში ამ ქვეყნის სამთავრო ჯარების წინააღმდეგ.

აქამდე ასადის დამხობას ითხოვდა, ახლა რუსეთის მოქმედებებს უჭერს მხარს

გერმანიის კანცლერმა ტერორისტებს ტერორისტები უწოდა და მათ მიმართ “ზომების მიღება” მოითხოვა. გერმანული გამოცემა Deutsche Wirtschafts Nachirichten-ი თვლის, რომ გფრ-ის კანცლერმა ანგელა მერკელმა პირველად დაუჭირა საჯაროდ...

გაგვაგიჟებენ… იუნისეფის განცხადებით, ბავშვებისთვის პორნოგრაფიის დაბლოკვა დაარღვევს მათ უფლებებს (!)

გაეროს ბავშვთა ფონდის გამოქვეყნებულ განცხადებაში (იუნისეფი შექმნილია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ლტოლვილი ბავშვებისთვის დახმარების მიზნით) განხილულია საკითხი, თუ როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები ინტერნეტის მავნე,...
ბართოლომეოსმა უკრაინის “ახალ ეკლესიას” ხარკი დაუწესა

ბართოლომეოსმა უკრაინის “ახალ ეკლესიას” ხარკი დაუწესა

“კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ  უკრაინის “ახალი ეკლესიის” მრევლს გადასახადი  მას შემდეგ დაუწესა, რაც კიევმა უარი თქვა მისთვის რელიგიური სიწმინდეების გადაცემაზე”, _ განაცხადა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა...
ამერიკელი ჯარისკაცები

ნიგერში სამი ამერიკელი სპეცრაზმი დაიღუპა

The New York Times -ი იუწყება, რომ ნიგერის სამხრეთ-დასავლეთში სამი ამერიკელი სპეცრაზმელი დაიღუპა, ორი კი _ დაიჭრა. ინციდენტი სწავლების დროს მოხდა. მებრძოლები ჩასაფრებული იყვნენ, როცა...
რუსეთი და ბელარუსი “დამოუკიდებელი ინტეგრაციისთვის” ემზადებიან

რუსეთი და ბელარუსი “დამოუკიდებელი ინტეგრაციისთვის” ემზადებიან

“რუსეთსა და ბელარუსს შეუძლიათ, წავიდნენ დამოუკიდებელი ინტეგრაციის გზით”, _ განაცხადა რუსეთის პრემიერმინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა 17 ივლისს ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრისას. “მინდა, აღვნიშნო ჩვენი ძმური...

რუსეთი და ბელარუსი აერთიანებენ საგადასახადო ბარათების სისტემას და ავითარებენ ფინანსური შეტყობინებების გადაცემის სისტემას (SWIFT-ის...

“რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა, ბელარუსის ნაციონალურმა ბანკმა და მოკავშირე სახელმწიფოების კომერციულმა ბანკებმა დაიწყეს მუშაობა ეროვნული საგადასახადო სისტემების სისტემათაშორის ინტეგრაციაზე, რაც პლასტიკური ბარათების _ “მირ”-ისა და...
ევროპული საშინელება

ევროპული საშინელება: ბავშვებს მშობლებს ართმევენ და აღსაზრდელად საგანგებო ბანაკებში გზავნიან

“მომავალი თაობის” პროგრამამ სტარტი 2015 წელს აიღო: აამოქმედეს იგი, როგორც ტოლერანტობისა და ურთიერთპატივისცემის აღზრდის სასკოლო სისტემის ორგანული დამატება. დღეისთვის მან ძალა მოიკრიბა და ფრთები...
მასწავლებელი _ მოსწავლის საყვარელი

მასწავლებელი _ მოსწავლის საყვარელი

23 წლის თეილერ ბოლკანმა სასიყვარულო რომანი გააბა თავის მოსწავლესთან, რომელიც ბოლოს სექსუალურ ურთიერთობაში გადაიზარდა. ეს წყვილი ერთმანეთს ქალის სახლში ხვდებოდა, _ იუწყება Daily Star. მოსწავლემ,...
სებასტიან კურცი

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი: “სიტუაცია უკრაინაში დაყოვნებული მოქმედების ბომბია”

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი თავის წერილში, რომელიც “პოლიტიკოშია” გამოქვეყნებული, აცხადებს, რომ უკრაინაში შექმნილი სიტუაცია უკიდურესად საშიშია გარემოსთვის. მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, უკრაინაში...
ამერიკელი კონგრესმენი კორონავირუსით დაინფიცირდა Ptizer-ის ვაქცინით ორჯერ აცრის შემდეგ

ამერიკელი კონგრესმენი კორონავირუსით დაინფიცირდა Ptizer-ის ვაქცინით ორჯერ აცრის შემდეგ

The Washington Post-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის კონგრესის წევრს მასაჩუსეტსის შტატიდან _ სტივენ ლინჩს Ptizer/BioTech-ის ვაქცინით ორჯერ აცრის შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ კონგრესმენს...