Home ახალი ამბები მსოფლიო ბროვარში უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს თავი მოჰკვეთეს. ეჭვმიტანილია უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო...

ბროვარში უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს თავი მოჰკვეთეს. ეჭვმიტანილია უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვა

84
ბროვარში უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს თავი მოჰკვეთეს. ეჭვმიტანილია უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვა

კიევის ოლქში, ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა – დეპარტამენტის უფროსი დენის მონასტერსკი და მისი მოადგილე ევგენი ენინი დაიღუპნენ.

ამის შესახებ ეროვნული პოლიციის უფროსმა იგორ კლიმენკომ განაცხადა.

ცნობილია სულ 16 დაღუპულის შესახებ, რომელთაგან 9 ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა. მათ შორის ავარიის შედეგად დაიღუპა 2 ბავშვი. 22 დაზარალებული საავადმყოფოშია.

„ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა: მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილე და სახელმწიფო მდივანი“, – დაადასტურა კლიმენკომ.

მედიასა და ტელეგრამის არხებზე მაშინვე გაჩნდა ვერსია, რომ ვერტმფრენი ჩამოვარდა არა უამინდობის ან ეკიპაჟის შეცდომის გამო, არამედ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გამო.

„არაოფიციალურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვერტმფრენი, უკრაინის შსს-ს ხელმძღვანელობით, მიზანში იქნა ამოღებული უკრაინის შეიარაღებული ძალების ტერიტორიული თავდაცვის ერთ-ერთი ბრიგადის პორტატული საზენიტო სარაკეტო სისტემით „Igla“-თი ან „Stinger“-ით“, – წერს თავის ბლოგში სამხედრო მეთაური ჩინგის დამბიევი.

იგივე ვერსიას მხარს უჭერს სამხედრო მიმომხილველი ალექსეი სუკონკინი:

„უკრაინულმა საჰაერო თავდაცვამ მოკლა უკრაინის შსს მინისტრი. რა ირონიაა. ხომ ვამბობდი, 2-3 დღეში-მეთქი, და არა დღეს“.

პოლიტოლოგი მაქსიმ ჟაროვი ვარაუდობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა განზრახაა ლიკვიდირებული და ყველაფრის მიზეზი უკრაინის ხელმძღვანელობაში არსებული ღრმა წინააღმდეგობებია, რაც გუშინ პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის თანამდებობიდან გათავისუფლებით გამოიკვეთა.

ბროვარში უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს თავი მოჰკვეთეს. ეჭვმიტანილია უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვა

„არესტოვიჩმა თავისი რიტორიკით საჰაერო თავდაცვის რაკეტის შესახებ, გზა გაუხსნა უკრაინის შსს-ს ხელმძღვანელობის სასტიკ საკადრო როტაციებს. კონკრეტულად რა ვერ გაიყვეს შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა ბოლო დღეების განმავლობაში კიევში, ახლა უკრაინის მთავარი შიდაპოლიტიკური ინტრიგაა“, – მიიჩნევს ჟაროვი.

ამასთან, მისი კოლეგა სერგეი მარკოვი მიიჩნევს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინაში ფუნქციონერების ცვლილებით რამე შეიცვლება.

„შეგახსენებთ, რომ უკრაინის შსს-ს მთელი ხელმძღვანელობა არიან ომის დამნაშავეები, რომლებიც მონაწილეობენ კიევის რეჟიმის ტერორში და ისინი არიან პასუხისმგებელი ათასობით უდანაშაულო, პატიოსანი, წესიერი ადამიანის სიკვდილზე. მათ სიკვდილს არანაირი პოლიტიკური მნიშვნელობა არ ექნება. უცხოური სპეცსამსახურების ნება-სურვილის ამ შემსრულებლების ნაცვლად სხვებს დანიშნავენ“, – წერს მარკოვი.

ეკონომისტი ალექსანდრე დუდჩაკი ვარაუდობს, რომ ავარიაში რუსეთს დაადანაშაულებენ.

„ბროვარში, საბავშვო ბაღთან ვერტმფრენი ჩამოვარდა. გაჩნდა ხანძარი. მაგრამ ასეთი ვერსია არ მოეწონება ცრუ მედიას. ასე რომ, ეს რუსებმა მოაწყეს – ან ვერტმფრენი ჩამოაგდეს, ან ჭანჭიკები მოუშვეს. უბრალოდ, არ შეიძლება, რომ რუსეთი არ იყოს დამნაშავე“, – წერს ის თავის ტელეგრამის არხზე.

ბროვარში უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს თავი მოჰკვეთეს

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here