Home ახალი ამბები მსოფლიო Sky News: ბრიტანეთს შეუძლება გადასცეს უკრაინას მხოლოდ საბრძოლველად გამოუსადეგარი მოიერიშე თვითმფრინავები

Sky News: ბრიტანეთს შეუძლება გადასცეს უკრაინას მხოლოდ საბრძოლველად გამოუსადეგარი მოიერიშე თვითმფრინავები

61
Sky News: ბრიტანეთს შეუძლება გადასცეს უკრაინას მხოლოდ საბრძოლველად გამოუსადეგარი მოიერიშე თვითმფრინავები

დიდ ბრიტანეთარ შეუძლია გადასცეს უკრაინას თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავები, რადგან მას თავად სჭირდება ასეთი მანქანები, – იუწყება Sky News.

სტატიაში ნათქვამია, რომ კიევი არ უნდა ელოდოს სამეფო საჰაერო ძალების ახალი თაობის F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებს: დიდი ალბათობით, ბრიტანეთს შეუძლია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცეს მხოლოდ მოძველებული თვითმფრინავები Typhoon, რომელიც მხოლოდ ვარჯიშისთვისაა შესაფერისი და არ გამოდგება საბრძოლო მოქმედებებისთვის.

გარდა ამისა, გამოცემა აღნიშნავს, რომ ახალბედა პილოტის მომზადებას შეიძლება ათი წელიწადიც დასჭირდეს.

ასე რომ, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეუძლია მხოლოდ საკუთარი თავის დანუგეშება საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების შესახებ ცარიელი იმედებით, – წერს მასალის ავტორი.

ასევე აღნიშნულია, რომ დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალები უკმაყოფილოა უკრაინელი მფრინავების მომზადების გადაწყვეტილებით და კიევისთვის მოიერიშე თვითმფრინავების შესაძლო მიწოდების განხილვით.

მანამდე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა, რომ განიხილა ზელენსკისთან კიევისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების შესაძლებლობა. ამასთან, დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის ერთ-ერთი წევრი ემოციურად გამოეხმაურა ზელენსკის მოთხოვნას კიევისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების თაობაზე. “ჩვენ არ გვაქვს ზედმეტი თვითმფრინავი, რომელიც შეიძლება გაიგზავნოს”, – განაცხადა პოლიტიკოსმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here