Home ახალი ამბები მსოფლიო აზერბაიჯანი თურქეთთან სახიფათო სამხედრო ალიანსში შედის

აზერბაიჯანი თურქეთთან სახიფათო სამხედრო ალიანსში შედის

162
აზერბაიჯანი თურქეთთან სახიფათო სამხედრო ალიანსში შედის

აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო ალიანსი სრული სვლით ძლიერდება, რასაც შემდგომში კავკასიის რესპუბლიკის ნატო-ში ჩათრევა მოჰყვება. აზერბაიჯანელი ჯარისკაცები მალე, ალბათ, სირიაში რუსების წინააღმდეგ იბრძოლებენ, სამომავლოდ კი ყაზახი და სომეხი ჯარისკაცებიც, და ასე შემდეგ, და არა მარტო სირიაში.

აზერბაიჯანისა და თურქეთის შეიარაღებული ძალები ერთიანდებიან

თურქი გენერალი ბახტიარ ერსაი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მრჩევლად დაინიშნა, – იუწყება აზერბაიჯანული მედია. გუშინ აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი ზაქირ ჰასანოვი ვიზიტით თურქეთში ჩავიდა.

ცნობილი გახდა, რომ ის მიიღებს მონაწილეობას ანკარასა და ბაქოს შორის ორმხრივ შეხვედრაში, სადაც განიხილება სამხედრო-პოლიტიკური ვითარება და სამხედრო თანამშრომლობა.

„ჩვენი მიზანია 2025 წლისთვის აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები თურქეთის შეიარაღებული ძალების დონემდე ავამაღლოთ. ამ დროისთვის აზერბაიჯანის არმია უნდა შეესაბამებოდეს თურქეთის შეიარაღებული ძალების ყველა მოთხოვნას და სტანდარტს. აზერბაიჯანისა და თურქეთის შეიარაღებული ძალები ხდება ერთიანი ორგანიზმი და შეასრულებენ საერთო ამოცანებსა და მიზნებს, რომლებიც ორი სახელმწიფოს წინაშე დგას“, – განაცხადა მინისტრმა ჰულუსი აკარმა, იტყობინება TurkNWS-ი.

აზერბაიჯანული არმიის რეორგანიზაცია „თურქეთის სტანდარტების მიხედვით“ ნიშნავს – ნატო-ს სტანდარტების მიხედვით. ამიტომ, დასკვნა, რომ ბაქო ალიანსს მალე შეუერთდება, უსაფუძვლო არ არის.

აზერბაიჯანელი ჯარისკაცები თურქეთის ომებში მიიღებენ მონაწილეობას

Turan-თან საუბარში პოლიტოლოგმა შაჰინ ჯაფარლიმ გამოთქვა მოსაზრება, რომ ორი ქვეყნის ჯარებს შორის ურთიერთქმედების კოორდინაცია “და ბაქოსა და ანკარას სხვა ნაბიჯები” მიზნად ისახავს, საჭიროების შემთხვევაში, ერთობლივი სამხედრო ოპერაციების ჩატარებას.

როგორც თურქოლოგი ვლადიმერ ავატკოვი თავის ტელეგრამ-არხზე აღნიშნავს, აზერბაიჯანის მოქალაქეები შესაძლოა ჩაითრიონ თურქეთის ომებში.

„თუ სწორად მესმის, ახლა, თუ ამოცანა იქნება, ვთქვათ, ანტიტერორისტული სამხედრო ოპერაციის დაწყება სირიაში, აზერბაიჯანელ მებრძოლებს თურქეთის დროშის ქვეშ მოუწევთ ბრძოლა“, – წერს ექსპერტი.

ითვალისწინებს თუ არა აზერბაიჯანი, რომ სხვა სახელმწიფოების ინტერესების დაცვამ კატასტროფა მოუტანა ბევრ ქვეყანას, მათ შორის პოსტსაბჭოთა სივრცეში? უკრაინა ყველაზე მძიმე შემთხვევაა. და მხოლოდ შემთხვევამ გადაარჩინა ბელარუსი და ყაზახეთი დადგომოდნენ ამ გზას.

თურქეთმა, შესაძლოა, ყარაბაღში რუს სამშვიდობოებზე მოახდინოს თავდასხმა

თურქეთი აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის პრობლემის ძალისმიერი გადაწყვეტისკენ უბიძგებს. 21 დეკემბერს თურქეთის ელჩმა ბაქოში კაჰიტ ბაღჩიმ აზერბაიჯანის მიერ გადაკეტილი ლაჩინის დერეფნის გზის მონაკვეთი მოინახულა, სადაც რუსი სამშვიდობოები არიან განლაგებული.

და ამას განბლოკვა არ მოჰყოლია, თუმცა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების სამმხრივი განცხადების მეექვსე პუნქტში წერია, რომ ბაქო „უზრუნველყოფს ლაჩინის დერეფნის გასწვრივ ორივე მიმართულებით მოქალაქეების, მანქანებისა და ტვირთის გადაადგილების უსაფრთხოებას“.

ანუ, წინა კონტექსტიდან გამომდინარე, რუსი სამშვიდობოები შესაძლოა გახდნენ აზერბაიჯანისა და თურქეთის შეიარაღებული ძალების ერთობლივი თავდასხმის ობიექტი.

თურქეთი რუსეთის რეგიონებში დესტაბილიზაციით მივა

თურქეთი თავის ქსელებში აქტიურად ითრევს სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებსაც. ჯერ სომხეთს გადაყლაპავს. ჰულუსი აკარმა განაცხადა: „ჩვენ გვსურს, სომხეთმა ჩამოგვართვას აზერბაიჯანისა და თურქეთის მიერ გაწვდილი მშვიდობისა და მეგობრობის ხელი, თავი შეიკავოს პროვოკაციებისგან და მიმართოს სამშვიდობო მოლაპარაკებებს“.

შემდგომ, „თურანის არმიაში“ შესაყვანად, იმუშავებენ ყაზახეთთან, ყირგიზეთთან, უზბეკეთთან და თურქმენეთთან. TurkNWS-ის ცნობით, იქმნება თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის სამოქალაქო თავდაცვის მექანიზმი, რომელიც მოიცავს ზემოხსენებულ ქვეყნებს.

“ჩვენ ვართ თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის სამოქალაქო თავდაცვის მექანიზმის შექმნის ეტაპზე. დღეს პირველი ნაბიჯები იდგმება ამ მიმართულებით”, – განაცხადა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ საგანგებო სიტუაციების მართვასთან დაკავშირებით გამართულ თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის მინისტრთა სამიტზე.

ისღა დაგვრჩენია ველოდოთ, როდის ჩაერევა თურქეთი რუსეთის ფედერაციის თურქულენოვანი რესპუბლიკების საქმეებში, რათა მოსკოვმა კონტრზომების მიღება დაიწყოს. ჯერჯერობით, რუსეთის ხელისუფლებას ეს, როგორც ჩანს, შეუძლებელად მიაჩნია პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის კომპეტენტური პოლიტიკის გამო.

მას შემდეგ რაც ბაქომ დახმარება გაუწია კიევის რეჟიმს ენერგოაღჭურვილობის მიწოდებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ “გაოცება” გამოხატა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here