Home ახალი ამბები მსოფლიო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ზაპოროჟიეს აეს-ის ინსპექტირების შესახებ მოხსენება გამოაქვეყნა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ზაპოროჟიეს აეს-ის ინსპექტირების შესახებ მოხსენება გამოაქვეყნა

154

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ (აესს) 6 სექტემბერს გამოაქვეყნა მოხსენება უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებზე ვითარების შესახებ. მასში, ძირითადად, ლაპარაკია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რომელიც ენერგოდარშია განლაგებული, _ წერს kommersant.ru.

ინსპექტორები მოუწოდებენ, სასწრაფოდ მიიღონ ზომები ბირთვული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად: შეწყდეს ზაპოროჟიეს აეს-ის ტერიტორიის დაბომბვა და შეიქმნას უსაფრთხოების ზონა სადგურის გარშემო, გაიყვანონ სამხედრო ტექნიკა მისი ტერიტორიიდან და შეიქმნას უკეთესი სამუშაო პირობები უკრაინელი პერსონალისთვის. ინსპექტორებმა უკრაინაში შექმნილ ვითარებას უპრეცედენტო უწოდეს, რადგან ატომური ელექტროსადგური ადრე არასოდეს ყოფილა საომარი მოქმედებების ზონაში.

აესს-ის მოხსენებაში სკრუპულოზურად არის ჩამოთვლილი შენობები, რომლებიც დაბომბვის შედეგად დაზიანდა.

აესს-ის ინსპექტორები ზაპოროჟიეს აეს-ში 1 სექტემბერს შევიდნენ. ამას უსწრებდა მოლაპარაკებები სააგენტოს, კიევსა და მოსკოვს შორის. ამასთანავე, ბოლო მომენტამდე გარკვეული არ იყო, შეძლებდა თუ არა სააგენტოს მისია მისი დირექტორის, რაფაელ გროსის, ხელმძღვანელობით ენერგოდარში ატომურ ელექტროსადგურამდე მიღწევას, რადგან სადგური  განუწყვეტლივ იბომბებოდა.

აესს-ის მიერ გამოქვეყნებული მოხსენება არ იძლევა ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანის საშუალებას _ ვინ ბომბავდა ევროპის უდიდესი აეს-ის ტერიტორიას. ერთი მხრივ, მონაცემები დაბომბვის, ნგრევისა და მსხვრევის შესახებ დოკუმენტში მოყვანილია უკრაინის მხარეზე დაყრდნობით, მეორე მხრივ, მოხსენებაში პირდაპირ არ არის ნათქვამი, რომ სადგურს რუსული ძალები ესვრიან. დოკუმენტში მხოლოდ ნათქვამია, რომ ის რუსებმა დაიკავეს.

ამრიგად, აესს-ი, როგორც ჩანს, ცდილობს, დაუსველებლად გაიაროს წვიმის წვეთებს შორის, რათა დაიტოვოს შესაძლებლობა, განაგრძოს ურთიერთობა, როგორც კიევთან, ისე მოსკოვთან.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here