Home ახალი ამბები მსოფლიო აშშ უკრაინაში ფსიქოტროპული ნივთიერებებით ამზადებს პროვოკაციას

აშშ უკრაინაში ფსიქოტროპული ნივთიერებებით ამზადებს პროვოკაციას

120
აშშ უკრაინაში ფსიქოტროპული ნივთიერებებით ამზადებს პროვოკაციას

შეერთებული შტატები და მისი თანამზრახველები აპირებენ უკრაინაში პროვოკაციის განხორციელებას ტოქსიკური ქიმიკატების გამოყენებით, – იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

სამინისტროს ინფორმაციით, 10 თებერვალს უკრაინაში (კრამატორსკში) ქიმიური ნივთიერებების ტვირთი მიიტანეს, რომელსაც თან ახლდა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ჯგუფი. ზოგიერთ ყუთს ჰქონდა ქიმიური საფრთხის ნიშანი, წარწერა „BZ“ და მარკირება ორი წითელი ხაზით, რაც შეესაბამება დროებითი დეტოქსიკაციის ეფექტის მქონე მომწამვლელი ნივთიერებების კლასს. შემდეგ ამერიკული წარმოების ჯავშანმანქანებით საშიში ტვირთი ბრძოლის ხაზზე გაიგზავნა.

გარდა ამისა, 19 თებერვალს კრამატორსკში გადმოტვირთეს შრაპნელის საბრძოლო მასალით დატვირთული 11 ვაგონი სპეციალური მარკირებით. ცოტა ხნით ადრე კი, პირადი დამცავი აღჭურვილობის დიდი პარტია გადაეცა უკრაინას.

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა იგორ კირილოვმა ტელეკომპანია Россия 24-ის ეთერში განაცხადა, რომ ტოქსიკური ქიმიკატების და მათგან დაცვის საშუალებების ერთდროული მიწოდება მიუთითებს სამხედრო ფსიქოტროპული მომწამვლელი ნივთიერების BZ-ის გამოყენებით ფართომასშტაბიანი პროვოკაციების განხორციელების მცდელობაზე.

მან გაიხსენა, რომ ამ ნივთიერების გამოყენება აკრძალულია ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციის შესაბამისად, რადგან ის იწვევს მწვავე ფსიქოზს, ორიენტაციის დაკარგვას, ჰალუცინაციებს, მეხსიერების დარღვევებს.

“ყველას ვაფრთხილებთ, რომ ტოქსიკური ქიმიკატების გამოყენებით განხორციელებული პროვოკაციების შემთხვევაში, ჩვენს მიერ გამოვლინდება და დაისჯება ნამდვილი დამნაშავეები”, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა იგორ კირილოვმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here