Home ახალი ამბები მსოფლიო Newsweek: აშშ-მა უკრაინას გაუგზავნა სიგნალი დასავლეთის მხრიდან დახმარების შეზღუდვის შესახებ

Newsweek: აშშ-მა უკრაინას გაუგზავნა სიგნალი დასავლეთის მხრიდან დახმარების შეზღუდვის შესახებ

223
Newsweek: აშშ-მა უკრაინას გაუგზავნა სიგნალი დასავლეთის მხრიდან დახმარების შეზღუდვის შესახებ

ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა უკრაინას გაუგზავნეს სიგნალი, რომ დასავლეთის ქვეყნების დახმარება შეუზღუდავი არ არის. ამის შესახებ Newsweek-ი წერს.

„საშინაო კრიტიკოსები, სავარაუდოდ, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებენ ვაშინგტონის წამყვან როლს დახმარების გაწევაში, თუ ნატო-ს კონტინენტური სახელმწიფოები არასაკმარის მხარდაჭერას გაუწევენ უკრაინას, ან მის გამო განხეთქილება მოხდება“, – გამოცემას მოჰყავს ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორის რობ სინგის სიტყვები.

ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორის მაიკლ კლარკის თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გარკვეული გადაწყვეტილებები, რათა დასავლეთის ქვეყნებმა გააგრძელონ კიევის სათანადო დახმარება.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ უკვე ახლა ჩანს ნიშნები იმისა, რომ დასავლეთს არ სურს უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევა.

მანამდე Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაში კონფლიქტის გამო არსენალები ევროპის ბევრ ქვეყანაში დაიცალა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here