Home ახალი ამბები მსოფლიო აშშ სერბეთისგან გეიაღლუმის აკრძალვის გაუქმებას მოითხოვს

აშშ სერბეთისგან გეიაღლუმის აკრძალვის გაუქმებას მოითხოვს

145

მიუხედავად იმისა, რომ სერბეთის ხელისუფლებამ განაცხადა ევროპრაიდის (საერთო ევროპული გეიაღლუმი, რომელიც სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში 17 სექტემბერს უნდა გამართულიყო) გაუქმების შესახებ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ დღეს ლგბტ თემის მსვლელობა მაინც გაიმართება.

ამაზე ლაპარაკობენ არა მხოლოდ ორგანიზატორები “სიამაყის აღლუმისა”, რომლის გარშემოც რამდენიმე დღე არ ცხრება ქარიშხალი, არამედ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც. მათ შორისაა დემოკრატიული პარტია, მოძრაობა “ნე დავიმო, ბელგრად” და საპარლამენტო ჯგუფი “მორამო”, რომლებმაც განაცხადეს, რომ, თუ 17 სექტემბერს ევროპრაიდის ჩატარება აიკრძალება, მოქალაქეებს საპროტესტო აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. უფრო მეტიც, გეიაღლუმის ჩატარების მომხრეთა შორის არიან ისეთებიც, ვინც მხარს უჭერდნენ ნაკლებად ცნობილ ულტრამემარჯვენე მოძრაობას “ლიტია (ლიტანია _ გ.გ.) სერბეთის ხსნისთვის”. ეს არის ჰომოფობიის პროპაგანდისტი მოძრაობა, თანაც ოჯახური ფასეულობების დაცვის ნიღბით. ამასთანავე, სხვა ოპოზიციონერები ხისტად ეწინააღმდეგებიან აღნიშნული “ღონისძიების” ჩატარებას. განსხვავებული მოსაზრებების შემყურე სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა გაიმეორა ქვეყნის გადაწყვეტილება ევროპრაიდის გაუქმების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ძალა სერბეთის სახელმწიფო მეთაურის წნეხში მოქცევას ცდილობს. მას უკვე მიმართეს ევროკავშირის წარმომადგენლებმა, გადაიფიქროს გეიაღლუმის აკრძალვა. ახლახან კი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მოუწოდა სერბეთს, ევროპრაიდის გამართვა არ აკრძალოს.

ბლინკენმა “ტვიტერში” დაწერა, რომ “მშვიდობიანი შეკრებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება ჯანსაღი დემოკრატიის მნიშვნელოვანი კომპონენტია”.

“ჩვენ მოვუწოდებთ სერბეთს, დარჩეს ევროპრაიდ 2022-ის ჩატარების ერთგული. ლგბტ-ის უფლებები ადამიანის უფლებებია”, _ დაწერა ბლინკენმა.

აღსანიშნავია, რომ სერბმა ხალხმა თავისი აზრი ამ საკითხზე მკაფიოდ გამოხატა. გასულ კვირას გამართულ აქციაში 50 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მათ ხელისუფლებას სერბეთისთვის ტრადიციული ოჯახური ფასეულობების დაცვისკენ მოუწოდეს.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://eadaily.com/ru/news/2022/08/29/serbiyu-priuchayut-k-permanentnym-gey-paradam-nesmotrya-na-obshchestvennyy-protest

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here