Home ახალი ამბები საქართველო აშშ მზადაა საქართველოში დემოკრატიის მხარდასაჭერად 450,000 დოლარამდე გამოყოს

აშშ მზადაა საქართველოში დემოკრატიის მხარდასაჭერად 450,000 დოლარამდე გამოყოს

78
აშშ მზადაა საქართველოში დემოკრატიის მხარდასაჭერად 450,000 დოლარამდე გამოყოს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ აპირებს 450 000 დოლარამდე გამოყოს ინიციატივისთვის, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში “დემოკრატიის მხარდაჭერას” გულისხმობს. როგორც დოკუმენტშია მითითებული, რომელსაც RT გაეცნო, თანხები გამოიყოფა მცირე გრანტების ამერიკული პროგრამის ფარგლებში.

„მცირე საგრანტო პროგრამის მიზანი… არის გრანტების გამოყოფა სპეციალურ პროექტებზე, რომლებიც მიზნად ისახავს დემოკრატიის მხარდაჭერას, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობას და საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განათლების წახალისებას“, – აღნიშნულია ტექსტში.

სამუშაოს ფარგლებში, პოტენციურ კონტრაქტორებს მოუწევთ ფოკუსირება ისეთ სფეროებზე, როგორიცაა „ეკონომიკური ზრდა“, „გენდერული თანასწორობა და სოციალური ჩართულობა“, ასევე „მოქალაქეების ჩართვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მათი ცნობიერების ამაღლება“.

კერძოდ, საუბარია საქართველოს სოფლის განვითარებაზე, ქვეყანის ეკოტურიზმზე, ბავშვთა უფლებების დაცვაზე, მეწარმეთა გადამზადებაზე უმაღლეს სასწავლებლებში, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების უნარების ამაღლებაზე და რეგიონული მედიის განვითარებაზე.

ბიუჯეტის ოდენობა, რომელიც ამერიკული მხარე მზად არის გამოყოს ინიციატივის განსახორციელებლად, 450,000 დოლარია, ხოლო ერთი გრანტის მაქსიმალური ოდენობა 50,000 დოლარს არ უნდა აღემატებოდეს.

ზაფხულში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები მზად იყო გამოეყო 585,000 აშშ დოლარი სასწავლო პროგრამისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებების 24 წლამდე 60 სტუდენტისა და კურსდამთავრებულისთვის სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან, რათა “განევითარებინათ მათი ლიდერული თვისებები”.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკვე მრავალი წელია ახორციელებს მსგავს პროექტებს, მათ შორის ყოფილ სსრკ-ს რესპუბლიკებში.

რიგი ექსპერტების აზრით, ასეთი ამერიკული პოლიტიკა მიზნად ისახავს ტვინის გამორეცხვას, რათა თანდათანობით შეცვალონ სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ადამიანების ცნობიერება, მათ შორის პოსტსაბჭოთა სივრცეში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here