Home ახალი ამბები მსოფლიო აშშ-ის სამხედრო ბიოლაბორატორიები უკრაინაში „იდეალურ ვირუსს“ ამზადებდნენ რუსეთის წინააღმდეგ

აშშ-ის სამხედრო ბიოლაბორატორიები უკრაინაში „იდეალურ ვირუსს“ ამზადებდნენ რუსეთის წინააღმდეგ

147

სამხედრო სპეცოპერაციის მიმდინარეობისას რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ბიოლოგიური ლაბორატორიების ქსელი აღმოაჩინა. ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა ვიქტორ ბარანეცმა განაცხადა. ამ ლაბორატორიებში  ექსპერიმენტებს ატარებდნენ შავი ჭირის, ჯილეხის, ტულარემიისა და სხვა მომაკვდინებელი დაავადებების ვირუსებზე.  “საბოლოო მიზანი კვლევებისა, რომლებსაც აშშ აფინანსებდა, ბიოლოგიური იარაღის შექმნა იყო”, _ წერს military.pravda.ru.

“300 ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორიიდან 50 რუსეთის საზღვრებთან ახლოს არის განლაგებული”, _ განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცესპიკერმა კონსტანტინე კოსაჩევმა. ზოგიერთი მათგანი კვლავ მუშაობს; ისინიც კი, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზეა განლაგებული. ბიოლაბორატორიების საქმიანობის გამოსაძიებლად რუსეთმა სპეციალური კომისია შექმნა. მისი დასკვნები პრეზიდენტსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს წარედგინება. როგორც რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა აღნიშნა, რუსეთის საზღვრებთან განლაგებული ბიოლოგიური ლაბორატორიების კვლევების მთავარი დამკვეთი, კურატორი და მისგან სარგებლის მიმღები არის პენტაგონი.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად რუსი ჯარისკაცების დაღუპვის პირველი მტკიცებულება ცოტა ხნის წინათ გამოჩნდა.

 გიორგი გაჩეჩილაძე

https://military.pravda.ru/news/1799350-biolaboratorii/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here