Home ახალი ამბები მსოფლიო ASEAN-მა ვაჭრობის დედოლარიზაცია დაიწყო

ASEAN-მა ვაჭრობის დედოლარიზაცია დაიწყო

142

დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ დედოლარიზაციაზე, ძირითადად, ისეთ ქვეყნებში, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების გეოპოლიტიკურ ოპონენტებს წარმოადგენენ.  საინტერესოა, რომ ამ მიმართულებით აქტიურ (და, რაც მთავარია, წარმატებულ) ძალისხმევას იჩენენ  სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციაში (ASEAN), რომელსაც ამჟამად ინდონეზია ხელმძღვანელობს, –  წერს ტელეგრამ -არხი „РАСПП: Бизнес. Азия. Китай“.

ASEAN-ის ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების მმართველების ბოლო შეხვედრაზე მონაწილეები შეთანხმდნენ სამუშაო ჯგუფის შექმნაზე ადგილობრივი ვალუტებით ტრანზაქციების (LCT) ხელშეწყობის მიზნით, აგრეთვე,  ხელი მოაწერეს უამრავ საკვანძო დოკუმენტს. მიზანი არ იმალება – „ამერიკულ დოლარზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევა“, მაგრამ უფრო გასაკვირია ის ფაქტი, რომ LCT ფორმატს შეუერთდა ASEAN-ის კიდევ სამი პარტნიორი ქვეყანა – ჩინეთი, იაპონია და სამხრეთი კორეა. ამ მიმართულებით მუშაობის ეფექტიანობაზე უკეთესად ციფრები ლაპარაკობს. 2023 წლის ივლისის მდგომარეობით, ადგილობრივ ვალუტაში განხორციელებულმა ტრანზაქციებმა 3,7 მლრდ დოლარს მიაღწია.

თითქოს  ASEAN-ს განსაკუთრებული პრობლემები არ აქვს ამერიკის  შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში. და მაინც, აზიელებს არ მოსწონთ  ფედერალური სარეზერვო სისტემის ტრიუკები განაკვეთების მიმართ.  დოლარის უმნიშვნელო რყევებიც კი გავლენას ახდენს ვაჭრობაზე აზიის შიგნით. მაგალითად, 2023 წლის მაისში ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ განაცხადა, რომ LCT-ის ფარგლებში მუშაობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას დაეხმარება,  იყოს „მდგრადი და დამოუკიდებელი“. რუსეთისთვის კი ეს დიდი პლუსია – იზრდება ASEAN-ის ქვეყნების როლი საგარეო ვაჭრობაში და უფრო ადვილი იქნება დედოლარიზაციასა და მოსახერხებელ ვალუტაში ანგარიშსწორებაზე შეთანხმება.

 მოამზადა  გიორგი მაისურაძემ

https://tgstat.ru/channel/@raspp_info/10925

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here