Home ახალი ამბები საქართველო არა ეროვნებას, არა სამშობლოს, არა რწმენას, ანუ რელიგიას, არა სქესს _ ნეოლიბერალების...

არა ეროვნებას, არა სამშობლოს, არა რწმენას, ანუ რელიგიას, არა სქესს _ ნეოლიბერალების ბრძოლის მიზანი

„ამერიკული დახმარება“ ნატოსა და ევროკავშირისკენ მიმავალ უტოპიურ გზაზე

244

ბანქოს მოყვარულებს უთუოდ ეცოდინებათ ინტელექტუალური თამაში პრეფერანსი, რომელიც XIX საუკუნის შუა წლებში რუსეთში გამოიგონეს და რომელსაც, როგორც წესი, ფულზე თამაშობენ. პრეფერანსით ერთობოდა ჯერ რუსეთის, ხოლო შემდეგ  ევროპის არისტოკრატიაპრეფერანსში არის ტერმინი  „ამერიკული დახმარება“, რომელიც თამაშისას თუ ხშირად დაგჭირდება, მორჩა, გათავდაწაგებული ხარ და შეგიძლია ჯიბეცარიელი გაუყვე შინ მიმავალ გზას. ვისთვისაც პრეფერანსი, რომ იტყვიან, „ჩინურია“, შევეცდები, მოკლედ ავხსნა, რა არის .. ამერიკული დახმარების დამანგრეველი არსი _ მეტოქე თუდაგეხმარება“ 2 ვისტით (ქულით), იქვე შენგან წაიღებს 20-… 

ანგლოსაქსებმა თავიანთი მტაცებლური მენტალიტეტი, საუკუნეებია, გამოავლინეს და ამიტომ რუსებმა თავიანთ გამოგონებულ პრეფერანსში სპეციალური ტერმინით  „ამერკული დახმარება“ ხაზი გაუსვეს ანგლოსაქსებისთვის ჩვეულ „უანგარობას“, “კაცთმოყვარეობას” (ინდიელთა გენოციდი), “ღვთისმოსაობას” (ბელგრადის დაბომბვა აღდგომას) და სხვა მრავალ „კეთილ თვისებას“, რომლებზეც ქვემოთ გვექნება საუბარი.

და რა შუაშია ამ წერილის სათაურში ხსენებული 4 არა და აშშ?

რომ იტყვიან, შუაში კი არა, თავშია. საქართველოსა და სხვა ჭეშმარიტად კულტურული ერების მტერ აგრესიულ, ნეოლიბერასტულ, სატანისტურ ძალებს მიზნად დაუსახავთ წერილის სათაურში ხსენებული კლასიკური ცნებების (ანუ იმის, რითაც ადამიანი განსხვავდება ცხოველისგან)  _ ეროვნებისსამშობლოს, რწმენის (ანუ რელიგიის), სქესის _ ერთხელ და სამუდამოდ ამოძირკვა მსოფლიოში.

კლასიკური, რადგან  ლიბერასტების ახალი „ღირებულებები“ ერთნაირად მიუღებელია ყველა ტრადიციული კონფესიისთვის, განსაკუთრებით მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიისთვის, ამიტომაც „ბრძანა“ სატანისტების მთავარმა იდეოლოგმა, ზბიგნევ ბჟეზინსკიმ სსრკ-ის დაშლის შემდეგ: ახლა ლიბერალიზმის მთავარი მტერი მართლმადიდებლობააო. აქედან გამომდინარე,  „ამერიკული დახმარების“ მთავარი მიზანი მართლმადიდებლობასთან ბრძოლაა. 

საქართველოს მიმართ „ამერიკულ დახმარებას“ ე.წ. ხანდაზმულობის ვადა არ აქვს. თამამად შეიძლება იმის თქმაც, რომ საქართველოს მიმართ „ამერიკული დახმარება“ ერთჯერადი აქტი კი არა, ათეული წლების განმავლობაში მიმდინარე პროცესია. უბრალოდ, დღეს მის თუ მისის კელი დეგნანის პრიმადონობით აშშ-ის ახალი ელჩიონის სახით, მიმდინარე პროცესის, გნებავთ, სპექტაკლის აქტორები შეიცვალნენ, თორემ სპექტაკლის შინაარსი აშშ-ის პირველი ელჩიდან, მისტერ კენტ ბრაუნიდან (1992-1995) მოყოლებული დღემდე, ათეული წლების განმავლობაში უცვლელია: „ამერიკული დახმარება“ ჯერ ედუარდ შევარდნაძეს, ხოლო შემდეგ მის გაზრდილ მიხეილ სააკაშვილს _ ამერიკული დემოკრატიის დროშით ნატოსა და ევროკავშირისკენ მიმავალ უტოპიურ გზაზე.

თუ აშშ-სა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 30-წლიან ისტორიას გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ ამ ხნის განმავლობაში საქართველოში სულ 9 ელჩმა „იღვაწა“.  არ ვიცი, დიპლომატიაში 30 წლის განმავლობაში 9 ელჩი ბევრია თუ ცოტა (ინტუიცია მკარნახობს, რომ ბევრია და ელჩის ხშირი ცვლა კარგი არ უნდა იყოს), ამიტომ სხვა რაკურსით შევხედე ელჩთა სიას და აღმოვაჩინე სამწუხარო რეალობა _ არც ერთი ელჩის ხელში, რბილად რომ ვთქვათ, საქართველოს არ უხეირია. საერთოდ, არ არსებობს ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზეც ანგლოსაქსებმა ფეხი დააბიჯეს და იქ მცხოვრებმა რიგითმა მოქალაქეებმა იხეირესთუმცა, რაღა შორს მივდივართ?! დავუბრუნდეთ საქართველოში აშშ-ის ელჩების „მოღვაწეობას“, რომლებსაც ერთი საერთო თვისება აერთიანებთ _ ისინი, როგორც წესი, ლგბტ თემის გულანთებული დამცველები არიან და წერილის სათაურში ხსენებული ცნებების უარსაყოფად, აგრეთვე, ახალი “ფასეულობა-ღირებულებების” დასამკვიდრებლად იბრძვიან ყველა „ჩამორჩენილ“, „გაუნათლებელ“ ქვეყანაში.

ისე, შეგვიძლია დავიტრაბახოთ ქართველებმა, რომ არსად ისეთი წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ ლგბტ თემსა და მათ გულუხვად დაფინანსებულ პროპაგანდისტებს, როგორც პატარა საქართველოში. რაც, უწინარესად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქ ილია მეორის დამსახურებაა. სწორედ ამიტომ ებრძვიან ასე გააფთრებით შინაური თუ გარეული ხლისტები საქართველოს დედაეკლესიას…

დავუბრუნდეთ საქართველოში აშშ-ის ელჩების სიას. „ამერიკული დახმარების“ ავტორებმა საქართველოში ელჩობისას მეტ-ნაკლები მნიშვნელობის, ზოგმა კი  სისხლიანი (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) კვალი დატოვა საქართველოში.

პირველი ელჩის, კენტ ბრაუნის,  „ამერიკული დახმარების“ წყალობით, დე ფაქტო დავკარგეთ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი;

მეორე ელჩის, უილიამ კორტნის (1995-1997), ვერც დადებით და ვერც უარყოფით საქმიანობას ვერ ვიხსენებ;

მესამე იყო კენეტ სპენსერ იალოვეცი (1998-2001) _ ასევე უკომენტაროდ;

მეოთხე _ რიჩარდ მაილსი (2002-2005) “ვარდების რევოლუციის” ერთ-ერთი გმირი გახლდათ. მის დროს ჩამობრძანდა თბილისში აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში. მან სააკაშვილს „დემოკრატიის შუქურა“ უწოდა, რომლის სიკაშკაშის გამო კოლექტიური დასავლეთი ფართოდ დახუჭული თვალებით ვერ ხედავდა ციხეებში პატიმართა წამებასა და გაუპატიურებას;

მეხუთე _ ჯონ ტეფტი (2005-2009). 2008 წლის აგვისტოს ომი, დანარჩენი _ უკომენტაროდ;

მეექვსე _ ჯონ ბასი (2009-2012). პრაქტიკულად, მან აუნთო მწვანე შუქი 2011 წლის 26 მაისის სადისტურ დარბევას, ამიტომ თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ მისტერ ჯონს, ვანო მერაბიშვილთან ერთად, ქართველთა სისხლსა და ცრემლში უბანავია;

მეშვიდე _ იან კელი ((2015-2018), რომლის „რეკომენდაციით“, ანუ ბრძანებით დანიშნა საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია, რომელიც ქართველების გარდა ყველას იცავს, განსაკუთრებით _ ნაცებსა და ლგბტ თემს;

დასასრულ, „დესერტი“ _ კელი დეგნანი, რომელიც 2020 წლის 31 იანვრიდან დღემდე აშშ-ის ელჩია საქართველოში. ეს ქალბატონი ისე გათავხედდა, რომ დაუფარავად  თანამშრომლობს ნაცებთან, ასევე დაუფარავად იღვწის ხელისუფლებაში მათ დასაბრუნებლად და საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გასახსნელად. აღარაფერს ვიტყვი მის განსაკუთრებულ სიყვარულზე ლგბტ თემის მიმართ. აი, „ამერიკული დახმარებაც“ ასეთი უნდა…

დავით მხეიძე

P.S. “წინ _ წყალი, უკან _ მეწყერიო”, _ უთქვამს ქართველ კაცს. ამ მდგომარეობაში რა უნდა გავაკეთოთ, რომ გადავრჩეთ? ჩემი აზრით, დიდპატარა, ერი და ბერი უნდა გამოვიდეთ წინამდებარე წერილის სათაურის საწინააღმდეგო მოწოდებებითპირობითად შეიძლება “4 დიახდავარქვათ; ანუ, სამშობლოს _ დიახ; ეროვნებას _ დიახ; რწმენას, ანუ ღმერთს _ დიახ; სქესს _ დიახ!

დასასრულ, არ გვჭირდება „ამერიკული დახმარება“,  ანგლოსაქსებო, წადით საქართველოდან! მსოფლიოში ცნობილი ფრაზაა: Yankee go home! აფხაზ და ოს ძმებთან ერთი-ერთზე, მოწმეების, ანუ თქვენ გარეშე საუბრის უფლება მოგვეცით და როგორმე შევრიგდებით. ერთმორწმუნე რუსები და ქართველები კი მოკლე ხანში აღვადგენთ ტკბილ-მწარე მეზობლურ ურთიერთობას.

..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here