Home ახალი ამბები საქართველო არ შეიძლება მუნიციპალიტეტი იყოს ოპოზიციური, ამბიციური, ჩაფიქრებული, გაღიმებული…

არ შეიძლება მუნიციპალიტეტი იყოს ოპოზიციური, ამბიციური, ჩაფიქრებული, გაღიმებული…

თუ წელს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემენ, ერთ-ერთი მიზეზი ლგბტ თემისადმი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის უარყოფითი დამოკიდებულება იქნება

367
ასე იყო „მორთული“ წალენჯიხა 10 ოქტომბერს. წალენჯიხელებმა საკუთარი სახსრებით დაიქირავეს შესაბამისი ტექნიკა და ქოლგები ჩამოხსნეს

ყოველი წლის 10 ოქტომბერს, ტერენტი გრანელის გარდაცვალების დღეს,   წალენჯიხის მუნიციპალიტეტში „წალენჯიხა-ტერენტობა“ იმართება. მუნიციპალიტეტის ქუჩები სადღესასწაულოდ ირთვება. ასე იყო ამჯერადაც – ქუჩები მორთეს, მაგრამ იმდენი მოახერხეს, რომ სხვადასხვა ატრიბუტიკასთან ერთად ცისარტყელისფერებიანი ქოლგებიც ჩამოკიდეს. ადვილი მისახვედრი იყო, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეს ყველაფერი მოსახლეობას შეაპარა, გუგულის კვერცხივით ჩაუდო ლგბტ დროშის ფერებიანი  ქოლგები და რეაქციას დაელოდა. რეაქციაც შესაბამისი იყო – ადამიანებმა  ეს ქოლგები გააპროტესტეს, საკუთარი სახსრებით დაიქირავეს შესაბამისი ტექნიკა და ქოლგები ჩამოხსნეს.

„ესენი არიან „ალტ-ინფოსთან“ ასოცირებული ორგანიზაციები, რომლებიც რუსეთიდან ფინანსდებიან. ეს არის ერთადერთი ოპოზიციური მუნიციპალიტეტი და ბუნებრივია, მათი რეაქციაც… სადღესასწაულო ატრიბუტები ჩვენ ტენდერში გვაქვს შეძენილი და ბოლო წელიწად-ნახევარია, სულ ისინი იფინება წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა დღესასწაულზე. ამხელა სახალხო დღესასწაულია და ამ ორ ქოლგაზე საუბარი არის უკიდურესად უხერხული;  ქოლგებზე, რომლებიც არის, უბრალოდ, ფერადი“ , – განაცხადა მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ.

დავიწყოთ იმით, რომ „უბრალოდ ფერადი“ იყო სხვა ქოლგები, კონკრეტულად ამ ორი ქოლგის მსგავსი ატრიბუტი კი ლგბტ აქციებზე ბევრი  ჩანს და ყველამ იცის, რაზე და ვისზე მიანიშნებს. ამასთანავე, ქალბატონი თამარი  რომ ამტკიცებს, ეს ყველაფერი ტენდერში შევიძინეთ და მუდმივად ამით ვრთავთ ქალაქსო,  ტყუილია; თუ არადა,  გვაჩვენოს წლის განმავლობაში დღესასწაულებზე მორთული წალენჯიხის ფოტოები, რომლებზეც  ლგბტ დროშის ფერებში გადაწყვეტილი ეს ორი ქოლგა ჩანს. ვერ გვაჩვენებს, იმიტომ, რომ აქამდე არასოდეს ყოფილა. რაც შეეხება „ალტ-ინფოსთან“ ასოცირებულ ორგანიზაციებს, რომლებიც თურმე რუსეთიდან ფინანსდებიან, საიდანაც უნდა დაფინანსდეს ლგბტ ატრიბუტიკის პოპულარიზაციის პროტესტი  მისაღები და მისასალმებელია საქართველოს მოსახლეობის 99%-ისთვის და ამ ეტაპზე რუსეთის ხსენება ბელქანიასთვის აშკარად წამგებიანი ნაბიჯი იყო. ისე, ქალბატონი ბელქანია დღემდე არაერთ უმაღლეს სასწავლებელში ასწავლის და, მომავალ თაობას რით უტენის თავს, ადვილი მისახვედრია. ეს კიდევ არაფერი, წალენჯიხის მერის პირველი მოადგილე ივანე ბურდული 2011-დან 2015 წლამდე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსი იყო, 2020 წლამდე ლექტორობდა, მერე გაარკვიეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გულმხურვალე მხარდამჭერი ყოფილა  და ახლა წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას,  პირველი მოადგილეა.

ისე, თამარ ბელქანიას ლექტორი რომ ჰქვია და ტელეკამერების წინ აცხადებს, ერთადერთი ოპოზიცური მუნიციპალიტეტია წალენჯიხაო, იმას მაინც თუ ხვდება, რას ამბობს? რას ნიშნავს ოპოზიციური მუნიციპალიტეტი? ვის უდგას ოპოზიციაში: სახელმწიფოს? საკუთარ ხალხს? იქნებ, მუნიციპალიტეტი კი არ არის ოპოზიციური, არამედ მუნიციპალიტეტის მერი არის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი… ქალბატონო ლექტორო, არ შეიძლება მუნიციპალიტეტი იყოს ოპოზიციური, ამბიციური, ჩაფიქრებული, გაღიმებული… თუმცა სჯობს,  ისევ იმ „ტერენტობას“ დავუბრუნდეთ, რომლის ლგბტ აღლუმად ქცევა სურდა წალენჯიხის ოპოზიციონერ მერს, მაგრამ არ გამოუვიდა. როგორც კი მოსახლეობამ ქოლგები ჩამოხსნა, მაშინვე დაბარებულივით ოპოზიციური არხები გაჩნდნენ პროვოკაციული კითხვებით, მაგრამ მოსახლეობა არ აჰყვა, თავისი ადგილი მიუჩინა და მშვიდად აღნიშნა დიდი პოეტის დღეობა. გია ხარჩილავამ კი ოფიციალურად დაამტკიცა ის, რაც არაერთხელ დაგვიწერია – ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების შემთხვევაში ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ლგბტ თემის „გაბლატავება“ იქნება. მათ აღლუმსაც ჩაატარებინებენ, ზუსტად ისე, როგორც ეს წელს მოლდოვაში გააკეთეს, როცა სხვადასხვა ქვეყნიდან კიშინიოვში 1500-მდე ლგბტ აქტივისტი ჩავიდა და მათ მთელი ქვეყნის სამართალდამცველები იცავდნენ, რათა ქუჩაში ამაყად გაევლოთ. სანაცვლოდ მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, საქართველომ – არა. ჩნდება კითხვა, რომელიც ხმამაღლა უნდა დაისვას – გვჭირდება კი სტატუსი ამ ფასად?

ისიც გემახსოვრებათ, გასულ კვირას საქართველოში ჩამოსულ უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს ოპოზიცია როგორ წაესია, აქაოდა, ეგ პუტინის მხარდამჭერია ევროპაშიო. არადა, რეალური მიზეზი სხვა არის – ორბანმა აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ უნგრეთს საქართველოსთან ქრისტიანული ღირებულებები, ოჯახის სიწმინდისადმი სწრაფვა აერთიანებს. სწორედ ეს არ მოეწონათ ლიბერალებს და ის, ორბანის ინიციატივით, ბუდაპეშტში მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა მკაფიოდ რომ თქვა, –  ჩვენ კონსტიტუციაში ჩავწერეთ, დედა ქალია და მამა – კაციო. მაშინ ეს განცხადება ჰომოფობიურად არა მხოლოდ ქართულმა ოპოზიციამ, არამედ არაერთმა ევროპარლამენტარმა შეაფასა და ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რის გამოც საქართველო ისჯება. თუ წელს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემენ, ერთ-ერთი მიზეზი  ლგბტ თემისადმი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის უარყოფითი დამოკიდებულება იქნება.

თავმოჭრილ მოზვერს ჩალას უყრიდნენო, ისეა ჩვენი საქმე. გვეუბნებიან, ევროპაში მოდით, მაგრამ ჩვენი წეს-კანონებითო. იმის თქმაც თამამად შეიძლება, რომ 2024 წელს, საარჩევნო წელს, ლიბერალები მთავარ დარტყმას სწორედ 17 მაისს გააკეთებენ – ეკლესიურად ოჯახის სიწმინდის დღეს, ლგბტ თემისთვის კი აღლუმის დღეს. სწორედ 17 მაისს შეეცდება ოპოზიცია, ევროპას დაანახვოს, რომ ისინი ლგბტ თემის მხარეს არიან  და ამით წინასაარჩევნოდ ქულები სწორედ დასავლეთის თვალში ჩაიწერონ.

გია ხარჩილავამ კი, რომელსაც ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო მართვის მოწმობა ჩამორთმეული აქვს, ყველას დაანახვა, რას ავალებს დედაპარტია, რა არის მისთვის პრიორიტეტი და მერე რა, რომ იმავე ხარჩილავას გამარჯვების შემდეგ ოპოზიციას წალენჯიხა ყველაზე განვითარებულ მუნიციპალიტეტად უნდა ექცია, იქ უნდა გადაეტანათ სათაო ოფისები „თი ბი სის“, „კოკა-კოლას“ და ბევრ სხვას, მაგრამ ამ ყველაფერმა ჩაილურის წყალი დალია. წალენჯიხაში თუ რამე კეთდება, ყველაფერი ბიუჯეტის ფულით, მაგრამ ოპოზიცია ამაზე ხმას აღარ  იღებს, აბა, იმას ხომ არ იტყვის,  ჩავისვარეთ და ხელისუფლებამ მუნიციპალიტეტი არ გარიყაო?!

სხვათა შორის, წალენჯიხაში ქოლგების ჩამოხსნა რამდენიმე ევროპელმა ელჩმა არ მოიწონა,  – ამის გაკეთება არ შეიძლება, სად იყვნენ სამართალდამცველებიო. ერთი ჰკითხონ სამართალდამცველებს, მათ თუ მოსწონთ ლგბტ პროპაგანდა; თუ მოსწონთ, როცა თავიანთი  ნების საწინააღმდეგოდ იძულებულნი არიან, ქუჩაში გამოსული 10 თუ 20 ლგბტ აქტივისტი ათასობით ადამიანისგან დაიცვან.  ლგბტ თემი შეკრებას დღესაც მართავს, ხვალაც გამართავს, მაგრამ დახურულ სივრცეში, დაანონსების გარეშე და ამისათვის მათ კორპუს-კორპუს არავინ დასდევს, არც არასდროს დაედევნებიან, თუ თავისთვის მშვიდად და ჩუმად იქნებიან, თავის ჭიას გაახარებენ, მაგრამ, ქუჩაში რომ გამოვიდნენ და შეეცადონ, იყვირონ, მამაკაცებს შორის  სიყვარული კარგია ან, ქალი ქალთან რომ ცხოვრობს, ნორმალურიაო, არავინ დაანებებს.

ცუდი ის არის, რომ განსაკუთრებით დედაქალაქში არაერთი ბარი თუ ღამის კლუბია, რომლებშიც სწორედ ლგბტ აქტივისტები იკრიბებიან. ეს ბარები ისე ცნობილია თავიანთი კლიენტურით, რომ იქ რიგითი ადამიანები არ შედიან. ეს იცის ყველამ, იცის ხელისუფლებამაც, მაგრამ არ ერევა. არადა, დაზუსტებით გეტყვით, ამ ბარებსა და კაფეებში ღამით რეიდი რომ ჩაატარონ, ბევრ არასრულწლოვანსაც ნახავენ და არც მარიხუანისა და კლუბური ნარკოტიკის ნაკლებობა იქნება. როცა პრობლემა არსებობს,  უნდა მოაგვარო და არ  შემოდო თაროზე, თორემ თაროზე შემოდებული დიდდება და შემდეგ არსებულზე გაცილებით დიდ პრობლემას ქმნის.

სააკაშვილის ე.წ. საზოგადოებრივი ოფისი

და მიშა! თბილისში სააკაშვილის მისაღები გაიხსნა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ზეიმი აქვს, ეს რა კარგი საქმე გაკეთდაო. „პრეზიდენტის მისაღებში“ (ასე დაარქვეს) მისი ტანსაცმელი და სუნიანი ბოტასებია გამოფენილი, თუმცა ჰალსტუხს, დაღეჭილს  თუ დაუღეჭავს,  თვალს ვერსად მოჰკრავთ (გასაგებ მიზეზთა გამო). ჰოდა, იქ მისული ადამიანები „პრეზიდენტს“ წერილებს მისწერენ, საკუთარი პრობლემებზე ესაუბრებიან, მის ნაცვამ ტანსაცმელს შეეხებიან… მარტივად რომ ვთქვათ, სექტამ სააკაშვილს სიცოცხლეშივე გაუხსნა მუზეუმი და ახლა ამ ყველაფრით ერთობა. ისე არ გაიგოთ, თითქოს ეს ყველაფერი მიშას ყველა მხარდამჭერს მოსწონდეს. აგერ, მისი კარის პოეტმა, საპირფარეშოში შექმნილი „შედევრების“ ავტორმა, ლაშა ბუღაძემ,  შემდეგი თქვა: „უკაცრავად, მაგრამ რას ამასხარავებთ ამ კაცს, რომელიც ობიექტურად მძიმე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობაშია?! შეხედეთ მის ჩართვას სასამართლოზე და დარწმუნდებით… თუ თავს თვითონვე იმასხარავებს?! ალბათ, არც უმაგისობაა… ცოტა მეტი სერიოზულობა რომ მართებდეს ყველას, უთუოდ კარგი იქნებოდა. მაგრამ უკვე გვიანია… „მრევლი“ პიჯაკებთან კომუნიკაციითაც კმაყოფილია…“

იმავე ბუღაძემ ამ ყველაფერს „კომიკური იდიოტიზმი“ უწოდა და  ეს ფრაზა მხოლოდ მიშას მუზეუმს არ ეხება. „კომიკური იდიოტიზმია“ ის, რასაც ევროპა და ამერიკა აკეთებს და როგორ ცდილობს, გუგულის კვერცხივით შემოგტენოს ლიბერალიზმის ფასეულობები, თუნდაც წალენჯიხაში ჩამოკიდებული ორი ქოლგის სახით, მაგრამ ამ საქმიდან ჯერჯერობით არაფერი გამოდის. ახლა იმას უნდა დაველოდოთ, როდის იტყვის ფილმის გმირივით დასავლეთი საქართველოს გადაგვარებაზე: „ამ საქმიდან არაფერი გამოვა, მე წავედი!“ ცნობისათვის, ამ ფილმს „არასერიოზული კაცი“ ჰქვია.

ლევან გაბაშვილი

                                                                                                                             

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here