Home ახალი ამბები მსოფლიო ამერიკული ნოუ-ჰაუ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში – ის, უბრალოდ, არ დასაჯოთ

ამერიკული ნოუ-ჰაუ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში – ის, უბრალოდ, არ დასაჯოთ

136

უსაფრთხო სკოლების ინიციატივამ, რომელიც კალიფორნიაში 10  წლის წინათ დაიწყო, შტატი უსახლკარო ნარკომანთა თავშესაფრად აქცია, წერს Fox News-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით რუსეთის ფედერაციის სათათბიროს დეპუტატი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ელენე პანინა  თავის ტელეგრამ-არხზე „ Елена Панина“.

* ფორმალურად კანონმა შეამცირა დანაშაულის დონე ოქროს შტატში, მაგრამ იეზუიტური გზით. ამ ინიციატივის შემდეგ თუ მაღაზიაში 950 დოლარზე ნაკლებს მოიპარავენ, მაშინ სისხლის სამართლის საქმე არ აღიძვრება. ასევე თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ის პირი, რომელსაც ნარკოტიკი აღმოაჩნდება და პოლიციელებს ეუბნება, რომ ამ ნარკოტიკს „თავისთვის“ ინახავს და თანახმაა მკურნალობის კურსი გაიაროს, თუმცა მისთვის მკურნალობა სავალდებულო არ არის.

* შედეგად, რივერსაიდის ოლქის შერიფ ჩად ბიანკოს თქმით, ქუჩაში მცხოვრებ ადამიანებს ბევრი ფსიქიკური პრობლემა შეექმნათ. ისინი იტანჯებიან მძიმე ნარკომანიით, სახიფათონი არიან და  დანაშაული მეტი ხდება. „უსახლკაროები უკონტროლოები არიან. თქვენ არ იცით, როგორ მოიქცეთ, რადგან ვერ გამოიცნობთ, რის გაკეთებას აპირებენ. ამომრჩევლებმა ხმა მისცენ კანონს, მათ სჯეროდათ ხელისუფლების და სურდათ უსაფრთხოება, მაგრამ ისინი მოატყუეს“, – განმარტა პოლიციელმა.

აი, „თავისუფალი სამყაროს ლიდერი“, „პლანეტარული ჰეგემონი“ და „შესაძლებლობების ქვეყანა“.

 მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://tgstat.ru/channel/@EvPanina/9253

                                                                                                                         

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here