Home ახალი ამბები მსოფლიო ამერიკელი ჟურნალისტი: “ჩრდილოეთის ნაკადები” ამერიკელებმა ნორვეგიელების დახმარებით ააფეთქეს

ამერიკელი ჟურნალისტი: “ჩრდილოეთის ნაკადები” ამერიკელებმა ნორვეგიელების დახმარებით ააფეთქეს

156

ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი სეიმურ ჰერში ამტკიცებს, რომ 2022 წლის ზაფხულშიჩრდილოეთის ნაკადებისმილსადენების ასაფეთქებელი მოწყობილობების დამონტაჟება ამერიკელმა მყვინთავებმა ნატოს წვრთნების საფარქვეშ მოახერხეს, ხოლო ნორვეგიელებმა გაააქტიურეს.

საუბარია წვრთნებზე Baltops 22, რომელიც ჩატარდა 2022 წლის 5-დან 17 ივნისამდე, აფეთქება კი 26 სექტემბერს მოხდა. ჰერში ამბობს, რომ გადაწყვეტილება მილსადენების აფექების შესახებ დაამტკიცა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან ცხრა თვეზე მეტი ხნის საიდუმლო მსჯელობის შემდეგ. ჰერში ამტკიცებს, რომ ვაშინგტონში “ჩრდილოეთის ნაკადებზე” დივერსიის მოწყობის შესახებ მსჯელობისას მთავარი საკითხი იყო, _ როგორ არ დატოვონ სამხილები. ჟურნალისტი ასევე წერს, რომ “ჩრდილოეთის ნაკადებზე” დივერსიის გეგმის მომზადებაში ჩართული იყო აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში _ ჯეიკ სალივანი. აფეთქების დაგეგმვა, ჟურნალისტის მტკიცებით, დაიწყო 2021 წლის დეკემბერში _ უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ორი თვით ადრე. ჰერშის თქმით, ჯეიკ სალივანმა მოიწვია ახალშექმნილი მიზნობრივი ჯგუფის _ შტაბების უფროსების გაერთიანებული კომიტეტის, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს, სახელმწიფო დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლების _ თათბირი და მოითხოვა რეკომენდაციები, როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეთ პუტინის სამომავალო შეჭრაზე. ჟურნალისტი წერს, რომ ეს იყო ზესაიდუმლო შეხვედრების სერიიდან პირველი შეხვედრა დაცულ ოთახში Old Executive Office Building-ის ოფისის შენობის ზედა სართულზე, სადაც ასევე განლაგებულია საგარეო დაზვერვის საკითხებში პრეზიდენტის საკონსულტაციო საბჭო (PFIAB). ჟურნალისტის წყაროს თქმით, რომელმაც უშუალოდ იცოდა პროცესის შესახებ, ჯგუფის წევრებისთვის ცხადი შეიქნა, რომ სალივანს განზრახული ჰქონდა, ჯგუფს შეემუშავებინა გეგმა “ჩრდილოეთის ნაკადების” მილსადენის განადგურების მიზნით და რომ ის ასრულებდა პრეზიდენტის სურვილს. ჟურნალისტის ვერსიით, მყვინთავები, ნაკადების აფეთქების მიზნით, შეიძლება წინასწარ იყვნენ შერჩეულნი აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ცენტრში. პროფესიონალ მყვინთავებს შეეძლოთ ევარჯიშათ პანამა-სიტიში, რომელსაც აქვს სიდიდით მეორე დახურული საცურაო აუზი ამერიკაში. სამხედრო-საზღვაო ძალების მყვინთავები მოქმედებდნენ ნატოს წვრთნების საფარქვეშ, რომელიც ცნობილია,     როგორც BALTOPS 22. როგორც ჟურნალისტი წერს, მათ დაამონტაჟეს დისტანციური მართვის ასაფეთქებელი მოწყობილობები, სამი თვის შემდეგ მათი აფეთქების შედეგად კი განადგურდა “ჩრდილოეთის ნაკადების” მილსადენები. სამხედრო-საზღვაო ძალებმა წამოაყენეს წინადადება, რომ მილსადენზე შესატევად წყალქვეშა ნავი გამოეყენებინათ. სამხედრო-საჰაერო ძალებმა განიხილეს ბომბების ჩამოგდების შესაძლებლობა დაგვიანებული ასაფეთქებელი მოწყობილობით, რომელთა ამოქმედება დისტანციურად შეიძლება. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ამტკიცებდა, რომ ყველაფერი საიდუმლოდ უნდა გაკეთებულიყო. პროცესის ყველა მონაწილეს ესმოდა, რა მაღალი იყო ფსონები. “ეს არ არის საბავშვო თამაში”, _ თქვა წყარომ. _ თუ თავდასხმის კვალი შეერთებულ შტატებამდე მივა, “ეს იქნება ომის აქტი”. მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს სამუშაო ჯგუფის წევრებმა დაიწყეს საიდუმლო ოპერაციის გეგმის შემუშავება, რომლის განხორციელების შედეგად მილსადენები მყვინთავების დახმარებით უნდა აეფეთქებინათ. ამერიკელმა ჟურნალისტმა ასევე აღწერა ნორვეგიის ინტერესი აფეთქებაში. “ჩრდილოეთის ნაკადებიის” განადგურება საშუალებას მისცემდა ნორვეგიას, გაცილებით მეტი თავისი ბუნებრივი აირი მიეყიდა ევროპისთვის“, _ ნათქვამია სტატიაში.

ბალტიის ზღვის წყლებში გაძლიერებით პატრულირებდა რუსეთის ფლოტი და იქ არ იყო სანავთობე ჭაბურღილის კოშკურა, რომლის გამოყენებაც საფარველად შეიძლებოდა წყალქვეშა ოპერაციისთვის. “ეს იქნება თხის ფაციფუცი”, _ განუცხადეს სააგენტოს. _ მთელი ამ ინტრიგის განმავლობაში”, _ თქვა წყარომ. “ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და სახელმწიფო დეპარტამენტის ზოგიერთი თანამშრომელი ამბობდა: “არ გააკეთოთ ეს. სისულელეა და პოლიტიკური კოშმარი იქნება, თუ გამჟღავნდება“. 7 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე სამი კვირით ადრე, ბაიდენი თეთრ სახლში შეხვდა ოლაფ შოლცს, რომელიც ყოყმანის შემდეგ მტკიცედ დადგა ამერიკელების მხარეს. მოგვიანებით ბრიფინგზე ბაიდენმა განაცხადა: “თუ რუსეთი უკრაინაში  შეიჭრება, “ჩრდილოეთის ნაკადი-2” აღარ იქნება. ჩვენ ამას ბოლოს მოვუღებთ”. 

„ოპერაციის დამგეგმავმა სპეციალისტებმა იცოდნენ, რომ მოუწევდათ წასვლა ნორვეგიაში. „მათ სძულდათ რუსები, ნორვეგიის საზღვაო ფლოტი კი სავსე იყო შესანიშნავი მეზღვაურებითა და მყვინთავებით, რომლებსაც ჰქონდათ ზღვის სიღრმეებში ნავთობისა და ბუნებრივი აირის საძიებო სამუშაოების წარმოების მრავალი თაობის გამოცდილება“, _ თქვა წყარომ. მათ შეეძლოთ მისიის საიდუმლოს შენახვა.                            

მარტში ჯგუფის რამდენიმე წევრი გაფრინდა ნორვეგიაში ამ ქვეყნის საიდუმლო სამსახურისა და სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლებთან შესახვედრად. მთავარი კითხვა იყო _ სად არის ბალტიის ზღვაში საუკეთესო ადგილი ასაფეთქებელი მოწყობილობების დასამონტაჟებლად? Nord Stream 1 და Nord Stream  2 მილსადენები, თითოეული შედგება ორი კომპლექტისაგან, დაშორებული არიან მხოლოდ ერთი მილით (1,6 კმ _გ.გ.) და გაყვანილია გერმანიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე პორტ გრეიფსვალდამდე. ნორვეგიის სამხედროსაზღვაო ფლოტმა სწრაფად იპოვა საჭირო ადგილი ბალტიის ზღვის წყლებში დანიის კუნძულ ბორნჰოლმიდან რამდენიმე მილის (1,6 კმ _ ..) დაშორებით. მილსადენები ერთმანეთისგან მილზე მეტი მანძილის დაშორებით გადის ზღვის ფსკერზე. იქ სიღრმე მხოლოდ 260 ფუტი (79,2 მ _ გ.გ.) იყო. ეს ხელმისაწვდომი იქნებოდა მყვინთავებისთვის, რომლებსაც ნორვეგიული “ალტას” კლასის ტრალერიდან უნდა ჩაეყვინთათ ბალონებით, რომლებშიც ჩატუმბული იყო ჟანგბადის, აზოტისა და ჰელიუმის ნარევი, შემდეგ კი ოთხ მილსადენზე დაემონტაჟებინათ C4 -ის მუხტები ბეტონის დამცავი ხუფებით. ეს იქნებოდა მომქანცველი, შრომატევადი და სახიფათო სამუშაო, მაგრამ ბორნჰოლმის კუნძულის გარშემო წყლებს კიდევ ერთი უპირატესობა ჰქონდა _ არ იყო ძლიერი მოქცევის დინება, რომელიც მნიშვნელოვნად გაართულებდა მყვინთავების დავალებას. მყვინთავებმა პანამა-სიტიდან ასაფეთქებელი ნივთიერება C4 მილსადენებზე დაამონტაჟეს 48-საათიანი ტაიმერით. ყველა ამერიკელი და ნორვეგიელი პირველ აფეთქებამდე უნდა გასცლოდა აფეთქების ადგილს. 2022 წლის 26 სექტემბერს მილსადენებზე მიმაგრებული ყველა C4 ამოქმედდა ნორვეგიის სამხედროსაზღვაო ძალების თვითმფრინავიდან ჩამოგდებული ჰიდროსალოკაციო ბუით. სიგნალი გავრცელდა წყალქვეშ _ ჯერ “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-მდე, შემდეგ_ “ჩრდილოეთის ნაკადი-1”-მდე. რამდენიმე საათის შემდეგ ამოქმედდა ასაფეთქებელი მოწყობილობები და ოთხი მილსადენიდან სამი გამოვიდა მწყობრიდან. რამდენიმე წუთის შემდეგ წყლის ზედაპირზე შეინიშნებოდა მილსადენებში დაგროვებული მეთანი და მსოფლიომ შეიტყო, რომ რაღაც შეუქცევადი მოხდა.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

P.S. სეიმურ ჰერში არის სახელგანთქმული ამერიკელი გამომძიებელი ჟურნალისტი, რომელსაც პულიტცერის პრემია მიენიჭა ვიეტნამში ამერიკელი სამხედროების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიებისთვის. მისმა სტატიამ ამერიკელი სამხედროების მიერ ერაყელი პატიმრების მიმართ აბუგრეიბის ციხეში სასტიკი მოპყრობის შესახებ დიდი სკანდალი გამოიწვია.

 P.P.S პენტაგონმა განაცხადა, რომ ამერიკელებიაბსოლუტურად არ მონაწილეობდნენაღნიშნულ აფეთქებებში. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი მხარს დაუჭერს ევროპაშიჩრდილოეთის ნაკადებისაფეთქებების გამოძიებას.

  გ.გ.      

https://strana.best/news/424510-kto-stoit-za-vzryvami-na-severnykh-potokakh-rassledovanie-zhurnalista-sejmura-khersha.html?fbclid=IwAR1Rqn0fWkkH5tqhyB8xPKhz6dymeoxe4YpufGl-cKrdtGI5THRTdUuLL0g                                                               

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here