Home ახალი ამბები მსოფლიო ამერიკელების ფსიქოლოგიური პორტრეტი

ამერიკელების ფსიქოლოგიური პორტრეტი

178

მოდი, ვისაუბროთ აშშზე მხოლოდ ფაქტებით. ის ყოველთვის იყო უკანონობისა და თაღლითების ტერიტორია. პირველი კოლონიებიდან დაწყებული, როცა ტერიტორიები მძივებსა და მონეტებზე იცვლებოდა”, _ წერს livejournal.comზე  ჟურნალისტი და პოლიტიკური ბლოგერი უკრაინიდან ალექსანდრე როჯერსი.

ამერიკაში მიდიოდნენ ავანტიურისტები გამდიდრების იმედით, კრიმინალები _ კანონისთვის თავის არიდების მიზნით, აგრეთვე, ოფიციალური ეკლესიისგან გაქცეული რელიგიური ფანატიკოსები, სხვა ხელმოცარულები და ფსიქოპათები. გასაკვირი არ არის, რომ შეერთებულ შტატებში მოსახლეობის ერთ სულზე სერიული მკვლელებისა და მანიაკების რაოდენობა რამდენიმეჯერ მეტია, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ამ ტერიტორიის იმპერატივი ყოველთვის იყო „დღეს შენ მოკვდი, მე კი _ ხვალ“ და „ბოლივარი  ორს ვერ წაიყვანს“ (ფრთიანი ფრაზა ო. ჰენრის მოთხრობიდან “გზები, რომლებსაც ვირჩევთ” _ გ.გ.). 

ამერიკული სახელმწიფოებრიობა და „ცივილიზაცია”  მკვიდრი ამერიკელების გენოციდსა და კოლონიების ძარცვაზე აიგო. გინდა გამდიდრდე? მოკალი ინდიელები (მათ შორის მოხუცები, ქალები და ბავშვები), გაყიდე მათი სკალპები ფულზე და შემდეგ დაისაკუთრე  მათი მიწა. რა, ასე არ მოხდა?  და მთელი მათი, ჰმ, „კულტურა“ სხვების ხარჯზე გადარჩენაზეა აგებული. მაგალითებისთვის შორს წასვლა არ დაგჭირდებათ. თითქმის ყველა ამერიკულ ფილმსა თუ თამაშში კრიზისების, კატასტროფების ან შემოსევის შესახებ მთავარი გმირები, პირველ რიგში, თავის გადარჩენით არიან დაკავებულნი; მოსახლეობა კი ნებისმიერ მწვავე ვითარებაში  მყისვე იყოფა ბანდებად  და იწყებს ერთმანეთის ხოცვას (საკვების ან ბენზინის გამო). ყოველთვის ერთი და იგივე ხდება _ “შეშლილი მაქსით”  დაწყებული,  ტომ კლენსის “დივიზიონით”  დასრულებული. ვიღაც იტყვის: “კი მაგრამ, ეს ხომ  მასობრივი კულტურაა და არა რეალობა!” და არ იქნება მართალი. რადგან რეალურ ცხოვრებაში როგორც კი რამე კატასტროფა მოხდება _ სტიქიური უბედურება, როგორიცაა წყალდიდობა ან ქარიშხალი _ აშშში მაშინვე იწყება მაროდიორობა და ძარცვა. აზროვნება ასეთია _ გაძარცვე, როცა სუსტია და უჭირს, რადგან მორალური შეზღუდვები არ არსებობს, შიშით კი მხოლოდ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ეშინიათ.

ხოლო, როდესაც საბჭოთა კავშირში, სპიტაკში, მიწისძვრა მოხდა (1988 წლის 7 დეკემბერს _ გ.გ), მთელი უზარმაზარი ქვეყანა გაეშურა დასახმარებლად. არა სომხების გასაძარცვად, არამედ მათ დასახმარებლად ფულით, საკვებით, პლედებით, სამშენებლო მასალებით, ტექნიკით. თანამედროვე რუსეთშიც, თუ სადმე წყალდიდობაა, მიწისძვრა ან ტყის ხანძარი, ყველა მიიჩქარის დასახმარებლად _სახელმწიფოც და ხალხიც. სხვათა შორის, თუ რუსეთში შენი სახლი წყალდიდობის გამო დაიტბორა, სახელმწიფო ახალს აგიშენებს (შეიძლება, არა მყისვე, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება). აშშ-ში კი „თუ დაზღვევა არ გაქვს, წადი, ხიდის ქვეშ იცხოვრე!” და ასეა ყველაფერში.

სხვათა შორის, უყურეთ ფილმ Margin Call-ს, რომელშიც სიმართლე შეულამაზებლადაა გადმოცემული. ფილმში კორპორაციის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, გაყიდოს პრობლემური აქტივები და არად აგდებს იმ ფაქტს, რომ ბაზრის ყველა სხვა მონაწილისთვის ცხოვრება მხოლოდ გაუარესდება. ფილმი გადაღებულია 2008 წლის კრიზისის შემდეგ. მასში ამერიკული აზროვნება გადმოცემულია მთელი თავისი არაკეთილსინდისიერი არსით. ამერიკელების ქცევა აგებულია პრინციპზე _ „ადამიანი ადამიანისთვის მგელია“. გასაკვირი არ არის, რომ ასეთი სისტემის პირობებში ამერიკის შეერთებული შტატების ციხეებში მსხდომი სისხლის სამართლის დამნაშავეების რაოდენობა 5-ჯერ აღემატება პლანეტის საშუალო მაჩვენებელს (აშშ-ში მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 5% ცხოვრობს, პატიმრების  რაოდენობა კი იქ მსოფლიოში ყველა პატიმრის რაოდენობის 25%-ია). გარდა იმისა, რომ ისინი  ატომიზებულები, ეგოისტები და დაყოფილნი არიან, ამ დაყოფის კულტივაციას გულმოდგინედ ეწევა ისტებლიშმენტი. ხდება დაყოფა რასებად, კონფესიებად, გენდერებად და ყველა ვალდებულია, სძულდეს ერთმანეთი.

სურათი არასრული იქნებოდა ბანდების აღწერის გარეშე. ბანდებად დაყოფა წითელ ხაზად გასდევს ამერიკის მოკლე ისტორიას. კოვბოები და რეგულატორები. ჯესი ჯეიმსი და ბუჩ კესიდი. “ნიუიორკის ბანდები” (ხელები, რომლებიც აშენებდნენ ამერიკას). იტალიური, ებრაული და ირლანდიური მაფიები. ბაიკერთა ბანდები. ბანდები გეტოებში, რომლებიც არსებობდნენ ორმოცდაათიან, სამოცდაათიან და ოთხმოცდაათიან წლებში. თანამედროვე კარტელებამდე და მარა სალვატრუჩამდე (რომელთა რაოდენობა, ექსპერტთა შეფასებით, ათიათასობითაა). ეს ყველაფერი შესანიშნავად აისახა  მასობრივ კულტურაში, ვესტერნიდან  ალ კაპონამდე და ფილმების სერიაში  “სიკვდილის სურვილი” ბრონსონთან ერთად. თანამედროვე პოლიციური სერიალებიც საკმაოდ მახინჯ სურათს წარმოაჩენს. ახლა კი ამას ემატება დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის მტრობის გაღვივება, უკვე გვამებით ორივე მხარეს. და, რა თქმა უნდა, რადგან აშშის მოქალაქეები ასე ცუდად ეპყრობიან თავიანთ თანამოქალაქეებს, ისინი კიდევ უფრო უარესად ეპყრობიან თავიანთმოკავშირეებს“. აშშის ყოფილი მოკავშირეების სია: გენერალი ნორიეგა, გენერალი პინოჩეტი, ოსამა ბინ ლადენი, სადამ ჰუსეინი, ჰოსნი მუბარაქი. ყველამ ცხოვრება დაასრულა, რბილად რომ ვთქვათ, არც ისე კარგად (და ამერიკელიმოკავშირეებისაქტიური მონაწილეობით). ბოლივარი ორს… თვითონ იცით…  ამიტომ, ნებისმიერი, ვინც აცხადებს, რომ სურს, იყოს ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე, დაუყოვნებლივ უნდა გაიგზავნოს სავალდებულო ფსიქიატრიულ გამოკვლევაზე აშკარა არაადეკვატურობის გამო.

ეს აი ასეთი, ჰმ, კულტუროლოგიური და ეთნოგრაფიული გადახრაა, რათა ყველაფერი დანარჩენი უკეთ გავიგოთ.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ  

https://alexandr-rogers.livejournal.com/1629898.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here