Home ახალი ამბები საქართველო ამერიკას არ დაელევა დეგნანები და მაილსები, ევროპასაც ასობით ჰყავს გალერი

ამერიკას არ დაელევა დეგნანები და მაილსები, ევროპასაც ასობით ჰყავს გალერი

თუ გვსურს, დამოუკიდებელი ქვეყანა ავაშენოთ, პირველ რიგში, საკუთარი თავის პატივისცემა უნდა ვისწავლთ და მერე დანარჩენი მსოფლიოსი

197

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს მოსახლეობა არაერთხელ გამხდარა იმის მოწმე, რომ უცხო ქვეყნების ელჩები ჩვენს საშინაო საქმეებში უხეშად ერეოდნენ, ჭკუას გვარიგებდნენ, მერე და მერე ჩვენთვის დღის წესრიგის შედგენაც დაიწყეს და არა მხოლოდ საშინაო და საგარეო კურსის მიმართულება მოგვიხაზეს, არამედ მათ გარეშე ვერც ერთი მინისტრი ვეღარ ინიშნებოდა თანამდებობაზე. სწორედ მაშინ დამკვიდრდა საინტერესო ტენდენცია _ მინისტრად რომ დანიშნულიყავი, დასავლური განათლება უნდა გქონოდა, ანუ სასწავლებელი ევროპასა და ამერიკაში უნდა დაგემთავრებინა. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს ყველა, ვისაც ევროპა ან ამერიკა ჰქონდა მოვლილი და იქ რამდენიმე წლის განმავლობაში სწავლობდა,  „დავერბოვკებულიიყო იქაური სპეცსამსახურების მიერ. მართლაც, სწორედ მაშინ გაძლიერდა არნახულად ლიბერალური ფრთა და დაიწყო ქართულ ღირებულებებზე ღია შეტევა, იქნებოდა ეს ეკლესია, ოჯახის სიწმინდე თუ სხვა.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ეს ყველაფერი გაგრძელდა, მაგრამ ცოტა ხნით. ჯერ ეკლესიაზე შტურმმა იკლო, შემდეგ ხმამაღლა ითქვა, რომ ოჯახი მამაკაცისა და ქალის ერთობაა და სხვა არაფერი, შემდეგ საგარეო კურსიც გადაიხედა და ხელისუფლებაც თითქოს გამოფხიზლდა _ ყველაფერზე თავის დაქნევას გადაეჩვია და ამან დასავლეთი გააბრაზაგაბრაზებაც არის და გაბრაზებაც, ევროპელმა თუ ამერიკელმა დიპლომატებმა პირდაპირ დაიწყეს საუბარი, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, რომ ევროპულ კურსს საფრთხე შეექმნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ენის მოჩლექით ესაუბრება რუსეთს

ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება და გვირგვინი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადება იყო, რომელმაც მიკიბვ-მოკიბვისა და ზედაპირული საუბრის გარეშე ამერიკის საელჩოს თანამშრომელს ხელი დაადო და განაცხადა, რომ მასზე ზემოქმედებას ცდილობდა.

მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიას საქმეზე გამოვაცხადე განაჩენი, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში მქონდა შეხვედრა აშშის საელჩოს ერთერთ თანამშრომელთან, კონკრეტულად კი კევინ ბურკთან, რომელიც საელჩოში იუსტიციის დეპარტამენტის ხაზით მუშაობს. მან გამომკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მითხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით, რატომ გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ჩემი შეფასებით, ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმეზე. ამას კი მოაყოლა, რომ სულ რამდენიმე დღეში დაგეგმილ ვიზიტში (სადაც სისხლის სამართლის პროფილის ექვსი მოსამართლე მივდიოდით) აშშში, სადაც უკვე ყველაფერი გაწერილი იყო, სამწუხაროდ, ჩემი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული ვიყავი“, _ განაცხადა ჩხიკვაძემ.

ცნობისთვის: ამერიკაში მოსამართლეები ლამის წმინდანების დონეზე ჰყავთ აყვანილი და, ელჩმა კი არა, პრეზიდენტმა რომ უთხრას გადაბრუნებული სიტყვა, გვერწმუნეთ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ნახევარ საათში დადგება. რატომ? იმიტომ, რომ მსოფლიოს უმტკიცებენ, დემოკრატიული ქვეყანა ვართო და დემოკრატიის ძირითადი პრინციპი სწორედ სასამართლოს დამოუკიდებლობაა. და რა ხდება ამ დროს ჩვენთან? რა და…

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სააპელაციო სასამართლო გამოიყენებს შესაძლებლობას და მომავალი კვირის სამშაბათს გაამართლებს გვარამიას, რათა გამოსწორდეს წარსული შეცდომები და აღდგეს თავისუფალი მედიის ძლიერი ხმა“, _ ეს განცხადება უკვე ევროპარლამენტარ მაიკლ გალერს ეკუთვნის.

არის თუ არა ეს წნეხი სასამართლოზე? არის თუ არა პირდაპირი მითითება იმისა, რომ გვარამია სააპელაციომ უნდა გაათავისუფლოს და რომ ჩხიკვაძემ შეცდომა დაუშვა, როცა მას პატიმრობა შეუფარდა? და რას ნიშნავს ყველაფერი ეს? მოდი, მოსამართლე ჩხიკვაძე გავასამართლოთ იმის გამო, რომ ევროპარლამენტარსა და ამერიკის ელჩს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ მოეწონათ, და ციხეში ჩავსვათ

რეალურად, პრობლემა გაცილებით დიდია _ ელჩები და ევროპარლამენტარები დაუფარავად ერევიან სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობაში და არათუ ინტერესდებიან კონკრეტული საქმეებით, არამედ იძლევიან მითითებებს და, თუ ეს მითითებები არ სრულდება, შემდეგ უკვე დასჯის მეთოდებზე ფიქრობენ და ერთერთი ასეთი სასჯელი აგერ ჩხიკვაძესაც შეუფარდეს, როცა ამერიკაში აღარ გაუშვეს და მის მიმართ სანქციებზეც კი ალაპარაკდნენ. ამ ყველაფრის თავიდათავი რეალურად კელი დეგნანია _ ამერიკის ელჩი, რომელიც პირადად ხელმძღვანელობს საქართველოში მოღვაწე დიპკორპუსს და სწორედ მისი მითითებებით მოქმედებენ ევროპელი ელჩებიც. ამერიკას პრეტენზია აქვს, რომ საქართველო, პირველ რიგში, მისი მონაა და მერე _ დანარჩენი ევროპის, ამიტომ დეგნანის მოთხოვნები უპირატესი უნდა იყოს. რაც ყველაზე საინტერესოა, ამერიკის ადმინისტრაციამ ჩხიკვაძის განცხადება გაატარა, ხმა არ გაუღიათ, თითქოს არაფერი მომხდარა. არადა, ასეთ დროს, ელჩს ოფიციალური ახსნაგანმარტება უნდა მოსთხოვო, გაიწვიო მცირე ხნით მაინც და საბოლოოდ, სხვების დასანახად მაინც, ახალი ელჩი გამოგზავნო. თუმცა, ამერიკის ადმინისტრაციას რა უნდა მოვთხოვოთ, როცა ჩვენი საგარეო უწყებაც დუმს და დეგნანს ახსნაგანმარტებას არ სთხოვს. კიდევ გავიმეორებთ: ეს ხდება მოსამართლის თავს და დეგნანის ქმედებითა და დაუსჯელობით შეგულიანებული ევროპარლამენტარი გალერი უკვე უფრო შორსაც მიდის _ სააპელაციო სასამართლოს მოუწოდებს, შეცდომა გამოასწოროს და გვარამია გაათავისუფლოს. არადა, გვახსოვს, ნაციონალური მოძრაობისმმართველობის პერიოდში გამამტყუნებელ განაჩენებს, რომლებიც გამოტანილი განაჩენების 99%  იყოარც ამერიკა აპროტესტებდა, არც ევროპა დახალხი გამოდიოდა ქუჩაში, ათიათასობით მოქალაქე. რაღაც არ გვინახავს, ოპოზიციის რამდენიმე ლიდერისა და მისი თანამშრომლების გარდა, გვარამიას განაჩენის უტყუარობაში ეჭვი  ვინმეს შეჰპარვოდა. ხომ იყო მოწოდება, უკანონოდ დაპატიმრებული გვარამიას განაჩენი გავაპროტესტოთო და ჟურნალისტებ-ოპერატორებიანად აქციაზე ერთი „მარშუტკა“ ხალხი რომ მივიდა მხოლოდ? როგორ გგონიათ, ამას დასავლეთი ვერ ხედავს? ხედავს, მაგრამ იქ არასდროს აინტერესებდათ ხალხის განწყობა და არც ახლა აინტერესებთ. მათთვის მთავარია, ქვეყანას, რომელსაც მონობის უღელი ედგა და მარყუჟი მოუშვა, ის მარყუჟი ძალუმად მოუჭიროს, ისე, რომ დამოუკიდებლად სუნთქვა კვლავ ვერ მოახერხოს.

ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად იმეორებენ,  _ დეგნანს ვადა მალე ეწურებაო, მაგრამ გვერწმუნეთ, ეს გამოსავალი არ არის. ამერიკას არ დაელევა დეგნანები, მაილსები, ტეფტები, ნორლანდები და ევროპასაც ასობით ჰყავს გალერებიაქ მთავარი მიდგომაა, ელჩმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს. შედარებისთვის ვთქვათ, ამერიკაში საქართველოს ელჩ დავით ზალკანიანს, რომელიმე მოსამართლისთვის იგივე რომ ეთქვა, რას იზამდა შტატების ადმინისტრაცია? რას და ზალკალიანს გუანტანამოს ციხეში გამოამწყვდევდა. ამ ნაბიჯს სრულიად დასავლეთი ტაშს დაუკრავდა და საქართველოს ხელისუფლებას, ბოდიშის მოხდასთან ერთად, „პერედაჩსაც“ არ შეაგზავნინებდა ელჩისთვის.

ეს არ არის საქართველოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევის პირველი შემთხვევა და, სანამ უმკაცრესი პასუხი არ გვექნება, ასეთი შემთხვევები იქნება ძალიან ბევრი. ზოგს გავიგებთ, ზოგს _ ვერა, რადგან არ გამოიტანენ სააშკარაოზე და იმ „ზოგსაც“ იმიტომ გავიგებთ, რომ რომელიმე დიპლომატი იტყვის: ვუთხარი და არ დამიჯერესო. ზუსტად ისე, როგორც შარლ მიშელმა ჩაგვისვა ერთ-ერთ პირობად, რამდენი პროცენტი უნდა მიეღო „ოცნებას“ თვითმმართველობის არჩევნებზე, რომ არ დანიშნულიყო… რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ესეც ვაპატიეთ, ესეც გავატარეთ და ახლა კი ვიღაც დედაკაცის ხუშტურების ასრულება გვიწევს. ჰო, როცა საქმე სახელმწიფოს ინტერესებს ეხება, ამერიკის ელჩიც ვიღაც დედაკაცია.  თუ გვსურს, დამოუკიდებელი ქვეყანა ავაშენოთ, პირველ რიგში, საკუთარი თავის პატივისცემა უნდა ვისწავლთ და მერე დანარჩენი მსოფლიოსი. სხვაგვარად მუდმივად იმის შიშში ვიქნებით, რომელიმე ქვეყნის ელჩს ცუდ ხასიათზე არ გაეღვიძოს და ჯავრი ჩვენზე არ იყაროს.

P.S. ხმამაღლა კი ამბობენ, სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთთან კავშირში არ არისო, მაგრამსაქართველოს რაგბის კავშირი, არაერთი წელია, ითხოვს, ნაკრებს უფრო მაღალ დონეზე თამაშის უფლება მისცენ და ექვსი ერის წარმომადგენლებთან ერთად იბურთაოს. ევროპული რაგბის კავშირი კი მუდმივად იმას ამბობდა, ექვსი ერის ვერც ერთ წარმომადგენელთან ერთი მოგებაც კი ვერ ჩაიწერეთ აქტივში და, თუ ოდესმე მოიგებთ, მერე ვისაუბროთო. ჰოდა, გასულ კვირას საქართველომ იტალია დაამარცხა, დაამარცხა თამაშით, ხარისხით, აშკარად დაჯაბნა ექვსი ერის წარმომადგენელი. ჰოდა

ვულოცავ ყველას, ვისაც ქართულ რაგბისთან კავშირი აქვს. უკვე არაერთ შეჯიბრზე ვნახეთ ელიტური რაგბი ქართველების შესრულებით და იმედი მაქვს, ზრდას განაგრძობენ. თუმცა, სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ ევროპული და მსოფლიო რაგბის ამჟამინდელ სტრუქტურა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ პირველი და მეორე ეშელონების გუნდებმა ერთმანეთთან ბევრი შეხვედრა ჩაატარონ. ერთ მშვენიერ დღეს საქართველოს ექვს ერში მიიღებენ, მაგრამ იქამდე ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი და ელიტას წლები გაშორებთ“, _ ეს განცხადება ოქტავიან მორარიუმ, ევროპული რაგბის პრეზიდენტმა, გააკეთა დაპრაქტიკულად, მაპზე უკეთესი, გნებავთ, 12-პუნქტიანი გეგმა მოგვცა.

ლევან გაბაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here