Home რუბრიკები პოლიტიკა ცნობილი პოლიტოლოგის პროგნოზები და შეფასებები, რომლებიც ზედმიწევნით ასრულდა

ცნობილი პოლიტოლოგის პროგნოზები და შეფასებები, რომლებიც ზედმიწევნით ასრულდა

3200
ალექსანდრე ჭაჭია

თითქმის 28 წელიწადია, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და უკვე მე-5 პრეზიდენტსაც ვირჩევთ, ბოლო ოთხჯერთავსმოხვეულს. ქვეყანა წინ ვერ წავიდა _ ვერც სოციალურეკონომიკური, ვერც საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით. მოსახლეობის დიდი ნაწილი ისევ სიდუხჭირეში ცხოვრობს. დღეს ბევრი ლაპარაკობს იმ შეცდომებზე, რომლებიცქართულმა ოცნებამდა მისმა შემქმნელმა ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ დაუშვეს, მაგრამ იყვნენ და არიან ადამიანები, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან მხარს უჭერდნენქართული ოცნებისბრძოლას სააკაშვილის ქართველთმოძულე რეჟიმის წინააღმდეგ, ამ პოლიტიკური ძალისა და მისი ლიდერის ბევრ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდნენ. ამ ადამიანთა შორის არის პოლიტოლოგი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსანდრე ჭაჭია, რომლის პოლიტიკური პროგნოზებიც საქართველოში პროცესების განვითარების შესახებ ზედმიწევნით ასრულდა. წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების I ტურის შემდეგაცსაქართველო და მსოფლიოუამრავ წერილს იღებდა და იღებს მკითხველისგან. მათ აინტერესებთ ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას მოსაზრებები და შეფასებები საქართველოში დღეს მიმდინარე პროცესებზე. ჩვენ დავუკავშირდით ბატონ ალექსანდრეს კომენტარებისთვის, მაგრამ, რაკი ბოლო ექვს წელიწადში ქვეყანაში სასიკეთოდ არაფერი არ შეცვლილა, ხოლო არსებულ ვითარებაზე მისი თვალსაზრისი და შეფასებები სხვადასხვა დროს გამოქვეყნდა პერიოდულ პრესაში, იმავეს გამეორებაში აზრს ვერ ხედავს.

ამიტომ მკითხველს ვთავაზობთ ამონარიდებს პრესაში გამოქვეყნებული ინტერვიუებიდან, სადა ალექსანდრე ჭაჭია საუბრობს პრეზიდენტის ინსტიტუტზე, “ქართულ ოცნებაზე”, ივანიშვილზე, კოაბიტაციაზე, საქართველოს პერსპექტივებსა და სხვა საკითხებზე. მის მიერ ადრე გაკეთებული შეფასებები და პროგნოზები ზუსტად ესადაგება დღევანდელ რეალობას.

მმართველობის საპარლამენტო მოდელსა და პრეზიდენტის ფუნქციებზე

“თუ უკვე დამტკიცებულია მმართველობის საპარლამენტო მოდელი, მაშინ პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა აირჩიოს. ერთდროულად ძლიერი პარლამენტი, ძლიერი პრემიერი და ძლიერი პრეზიდენტი _ ეს ფსევდოდემოკრატიული დემაგოგიაა. რეალურ ცხოვრებაში ასე არ ხდება, მით უმეტეს გაკოტრებულ ქვეყნებში, რომლებიც ჯერ ფეხზე უნდა წამოდგნენ. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი ნომინალური ფიგურა უნდა იყოს, ანუ მხოლოდ მოაწყოს მიღებები დღესასწაულებზე, ჩაიბაროს რწმუნების სიგელები ელჩებისგან, ატაროს ჰალსტუხი და გაიბღინძოს. საქართველოს არ აქვს მაღალი თანამდებობის უსაქმურების შენახვის ფუფუნება. პრეზიდენტის ფუნქციები (მხედველობაში მაქვს არა ფორმალური, კონსტიტუციური, არამედ რეალური) ქვეყნის იმ სასიცოცხლო პრობლემებიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს, რომელთა გადასაჭრელად პარლამენტისა და მთავრობის ძალისხმევა საკმარისი არ არის. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის აქტიური მოღვაწეობის სფერო უნდა იყოს აფხაზურ და ოსურ მხარესთან, რუსეთის ფედერაციასთან, მათ შორის ჩრდილოეთკავკასიურ რესპუბლიკებთან ურთიერთობა. საქმე ისაა, რომ დასავლეთის ვექტორზე ჩვენთან ბევრი ოფიციალური პირი და სტრუქტურა მუშაობს _ პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო კომიტეტები, საგარეო საქმეთა სამინისტრო და რიგი სხვა უწყებებისა, ხოლო იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, რომლებიც ჩამოვთვალე, სერიოზულად არავინ მუშაობს… საჭიროა მაღალი სახელმწიფოებრივი სტატუსის მქონე პირი, რომელიც გავა პირდაპირ მოლაპარაკებაზე უმაღლესი ხელმძღვანელობის რგოლებთან და დაძრავს საქმეს მკვდარი წერტილიდან. პრემიერმინისტრი ამით ვერ დაკავდება _ მას აქვს უდიდესი მოცულობის შიდა პრობლემები, დიდ დროს ართმევს ურთიერთობა დასავლელ პარტნიორებთან, რომელთა ზეწოლასაც წარმატებით უმკლავდება; ამასთანავე, პრემიერი უმაღლესი სახელმწიფო პირია და მოლაპარაკებათა პროცესში შეთანხმების მიღწევის სტადიაზე უნდა ჩაერთოს, ანუ მას მუდმივად უნდა ჰქონდეს მანევრის საშუალება. პარლამენტის თავმჯდომარე, ჩემი აზრით, ზემოხსენებული საქმიანობისთვის არ გამოდგება _ მას აქვს მკაფიოდ გამოკვეთილი “მედასავლეთის” იმიჯი და, რა თქმა უნდა, უდავოდ გააჩნია სერიოზული ვალდებულებები დასავლელ პარტნიორებთან, ამიტომ არც რუსები, არც აფხაზები მასთან გულწრფელად არ ისაუბრებენ. ამ მნიშვნელოვანი საქმისთვის საჭიროა მესამე პირი ქვეყნის უმაღლესი სახელისუფლო ეშელონიდან, ანუ პრეზიდენტი. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არამხოლოდ სტატუსს, არამედ პიროვნულ საკითხსაც. ახალი პრეზიდენტი არ უნდა იყოს დაკავშირებული წინა რეჟიმებთან, რომლებიც ჩვენი პარტნიორების აღქმაში ომთან და სისხლთან ასოცირდებიან. სასურველია, რომ იგი მათთვის პოზიტიურად ცნობილი იყოს, თუმცა, შესაძლოა, ის იყოს აბსოლუტურად ახალი სახე. მთავარია, იგი აცნობიერებდეს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას _ 1-2 წელიწადში ვითარების კარდინალურად შეცვლას.

სხვათა შორის, პრეზიდენტის ფუნქციის ასეთი განმარტება მოხსნის კონკურენციის, ამ თანამდებობისთვის ბრძოლისა და ამ ბრძოლის თანმდევი ინტრიგების პრობლემას. არა მგონია, ბევრი პრეტენდენტი მოიძებნოს, რომელთაც ამ ჩიხში მოქცეული საკითხებით დაკავების სურვილი ექნებათ. ამ საკითხებს მხოლოდ ლამაზი და ფუყე დაპირებებით ვერ მოაგვარებ, ახალი პრეზიდენტის ფხა და შესაძლებლობა პირველივე თვეებში გამოჩნდება. ამიტომ ამ პოსტის დაკავებას მხოლოდ ის ადამიანი დათანხმდება, რომელიც დარწმუნებულია წარმატებაში და ფლობს აუცილებელ პოტენციალს _ კავშირებს, პირად ავტორიტეტს, სერიოზული წინადადებების პაკეტს. ასეთი ადამიანები კი ბევრნი არ არიან (“საქართველო და მსოფლიო”, #6 20-26 თებერვალი, 2013 .).

აი კიდევ 2 ამონარიდი ბატონი ალექსანდრეს სხვა ინტერვიუებიდან:

“მე, სხვათა შორის, ვთავაზობდი, დაევალდებულებინათ პრეზიდენტი, უკვე 1-2 წლის შემდეგ ამ მიმართულებით თავისი საქმიანობის კონკრეტული შედეგები წარედგინა საზოგადოებისთვის. გარწმუნებთ, რომ ამ შემთხვევაში პრეზიდენტობაზე პრეტენდენტთა რიცხვი არ იქნებოდა ორი-სამის მეტი და მათთვისაც თხოვნა იქნებოდა საჭირო, რათა კენჭი ეყარათ. მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მოსახლეობის კისერზე დასვას მაღალი რანგის უსაქმური, რომელიც დახვდება უცხოელ სტუმრებს,ხელს მოაწერს მთავრობის მიერ მომზადებულ ქაღალდებს და პერიოდულად ტელევიზორის ეკრანიდან მოგვიყვება, თუ როგორ ძლიერ, დემოკრატიულ ქვეყანას აშენებს ეს ხელისუფლება (“საქართველო და მსოფლიო”, #39 23-29 ოქტომბერი, 2013 .).

“პრეზიდენტის თანამდებობა ერთი ადამიანისა და მისი უახლოესი გარემოცვის კომფორტულად ცხოვრების ბუტაფორიულ ადგილად აქციეს. თუ გახსოვთ, ხელისუფლებას ვთავაზობდი, პრეზიდენტი კანონით დაევალდებულებინათ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით დაკავებულიყო აფხაზებთან, ოსებთან და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დარეგულირებით, მაგრამ ხელისუფლებამ ბუტაფორიული პრეზიდენტი არჩია. ამ თანამდებობაზე შესაბამისი უნარებისა და შესაძლებლობების მქონე პირიც რომ მოხვედრილიყო, ქვეყნისთვის ვერაფერს გააკეთებდა, ვინაიდან რეალური ძალაუფლება ისეთ სტრუქტურებს ეკუთვნის, როგორიცაა “თავისუფლების ინსტიტუტი” და სხვა სოროსული ორგანიზაციები, რომლებიც ივანიშვილმა პარლამენტში შეიყვანა, ხელისუფლებაში მოიყვანა და მათ უტოვებს საქართველოს. ეს იგივე ძალებია, რომლებიც საქართველოს ბოლო წლების მანძილზე მართავდნენ. “ნაციონალური მოძრაობა” ამ ძალების ერთ ფრთას წარმოადგენს, ხოლო ივანიშვილის კოალიცია _ მეორე ფრთას. სწორედ ასე გამოეყო თავის დროზე სააკაშვილი-ჟვანია-ბურჯანაძის ფრთა “მოქალაქეთა კავშირს”. ყველა ამ დაჯგუფების, პარტიისა თუ მოძრაობის ფესვები “მოქალაქეთა კავშირში” და სოროსის სტრუქტურებშია, ხოლო საერთო ხელმძღვანელად მათ ამერიკის საელჩო ჰყავთ. ამ ადამიანებს არ ძალუძთ დამოუკიდებელი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა. დღეს საქართველოს რეალური პატრონების წინაშე დგას ქვეყნის ხელისუფლების ლეგიტიმაციის პრობლემა. ცხადია, პარლამენტისამჟამინდელი შემადგენლობისთვის ხმა არავის მიუცია, ხმა მისცეს ივანიშვილს, რომელმაც პარლამენტში შეიყვანა ის ძალები, რომელთა მოყვანაც დაავალეს _ “მოქალაქეთა კავშირის” მესამე ეშელონი, რომელსაც დამოუკიდებლად პარლამენტში არჩევის არანაირი შანსი არ ჰქონდა” (“საქართველო და მსოფლიო”, #39 23-29 ოქტომბერი, 2013 .).

* უფლებებშეკვეცილი პრეზიდენტი მარგველაშვილის ბუტაფორიულობა თვალში საცემი იყო მისი პრეზიდენტობის 5 წლის განმავლობაში _ ის მხოლოდ ვეტოს დადებითა და ამა თუ იმსახელმწიფო უწყებასთან პრესის ფურცლებზე პოლემიკით იყო დაკავებული.

ხელისუფლებაში პატრიოტული ძალების მოსვლაზე

“საქართველოში არ არსებობს ეროვნულ ფასეულობებსა და პატრიოტულ მიზნებზე ორიენტირებული სერიოზული პოლიტიკური პარტია, რომელსაც ქვეყნის ალტერნატიული განვითარების კონცეფცია გააჩნია. თითქმის ყველა პარტია და პოლიტიკური ლიდერი შევარდნაძის მიერ შექმნილი “მოქალაქეთა კავშირის” პროდუქტია. ისინი პერიოდულად, საჭიროების მიხედვით _ ამერიკული სქემის შესაბამისად _ გამოეყოფოდნენ ხოლმე “დედა-პარტიას”, გადადიოდნენ ოპოზიციაში, შემდეგ, სარგებლობდნენ რა რეჟიმისადმი საყოველთაო სიძულვილით, მოდიოდნენ ხელისუფლებაში. ჩვენთან ხომ ყოველი ახალი ხელისუფლება წინა ხელისუფლებისადმი სიძულვილის ტალღაზე მოდის. სააკაშვილი იმიტომ აირჩიეს, რომ სძულდათ შევარდნაძე, ივანიშვილი _ იმიტომ, რომ სძულდათ სააკაშვილი. გონიერი ადამიანები ხვდებოდნენ, რომ ივანიშვილის ყველა დაპირება _ აფხაზეთის დაბრუნება, საქართველოს გადაქცევა დუბაიდ, ასობით ფაბრიკა-ქარხნის აგება, სამართლიანობის აღდგენა _ ფუჭია. მაგრამ, რადგან ნათელი იყო, რომ მან სააკაშვილის გადაყენების ნებართვა მიიღო, აქტიურად დავუჭირეთ მხარი ივანიშვილის კოალიციას, რომლის ძირითადი ფიგურები “მოქალაქეთა კავშირის” წიაღში იშვნენ, მათი მსოფლმხედველობა კი არაფრით განსხვავდება სააკაშვილისა და მისი კომპანიის მსოფლმხედველობისგან. და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ყველა ამ პოლიტიკური დაჯგუფების კადრების სამჭედლოს წარმოადგენს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ეგიდით შექმნილი სოროსული არასამთავრობო ორგანიზაციები. როდესაც შევარდნაძის მმართველობის პერიოდში დაიწყო ამ ე.წ. არასამთავრობო სექტორის ჩამოყალიბების პროცესი, ჩვენი საზოგადოებრიობა გაკვირვებას ვერ მალავდა: სად პოულობენ ამ ფიზიკურად და ზნეობრივად მახინჯებს და რისთვის სჭირდებათ ისინი ამერიკელებსო? იმხანად … ვწერდი, რომ ეს მახინჯები ხვალ საქართველოს ხელისუფლებაში მოვლენ-მეთქი. ჩვენი ინტელიგენციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა სასაცილოდ აიგდო ჩემი ეს სიტყვები, წერდნენ, რომ ჩემი ფანტაზიებით ხალხს ვაშინებ. მაგრამ, როგორც ვხედავთ, სწორედ ეს მახინჯები შეადგენენ ქართულ პოლიტიკურ კლასს, მათგან ყალიბდება პარლამენტი და მთავრობა, სწორედ ისინი მართავენ ქვეყანას ბოლო 20 წლის განმავლობაში. სხვათა შორის, ამ მხრივ საქართველო გამონაკლისი არ არის. ანალოგიური ვითარებაა ამერიკელების მიერ კონტროლირებად ყველა ქვეყანაში. უფრო მეტიც, … შეხედეთ ევროპელ პოლიტიკოსებს, მათი უმეტესობა ხომ დეგენერატია _ პედერასტი, ლესბოსელი, ხეპრე, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ თავიანთი ხალხების ეროვნულ ინტერესებზე. ყველა გაჰყვირის ადამიანის უფლებებზე, თუმცა სულ არ აინტერესებთ ადამიანის ბუნებრივი, ფუნდამენტური უფლებები _ სიცოცხლის, შრომის, ჯანდაცვისა და განათლების უფლება, არც ხალხების უფლება _ იცხოვრონ თავიანთი ტრადიციების, წეს-ჩვეულებების, აღმსარებლობის შესაბამისად… ჩვენი საზოგადოება, რომელიც ბევრჯერ მოატყუეს, მნიშვნელოვანწილად დემორალიზებულია; მეორე _ ინტელექტუალურად, პროფესიონალურად და მორალურად გამოსადეგი ადამიანების უმრავლესობამ ზურგი აქცია პოლიტიკას. მე არ ვიცი ქართველი საზოგადოების არც ერთი ავტორიტეტული წარმომადგენელი, რომელსაც სურვილი ექნებოდა, დამჯდარიყო ამჟამინდელ ან მის წინამორბედ პარლამენტში, ჩართულიყო დისკუსიაში უვიც, დეფექტიან ნაციონალებთან, რესპუბლიკელებთან ან უნებისყოფო, უნიათო “მეოცნებეებთან”. ჭკვიან ადამიანებს ესმით, რომ კოლონიურად დამოკიდებული ქვეყანა დამოუკიდებელ პოლიტიკას ვერ აწარმოებს. მახსოვს, როდესაც ფრაქცია “ქართული ოცნების” ხელმძღვანელს დაუსვეს შეკითხვა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების დაწესების შესახებ, მან განაცხადა: ვიდრე პასუხს გაგცემთ, ამ საკითხზე ამერიკელი მეგობრების აზრი უნდა გავიგოო. ანუ, გარდა იმისა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ხელმძღვანელს თავისი თვალსაზრისი არ აქვს, აპირებს, რჩევის მისაღებად მიმართოს არა პარტიის ან ფრაქციის წევრებს, არამედ ამერიკელებს(!). ასეთი მონური დამოკიდებულების პირობებში რომელ ეროვნულ პოლიტიკაზე შეიძლება ლაპარაკი?! და ღირსების მქონე რომელი ადამიანი დათანხმდება, ამერიკელთა დირექტივების გამხმოვანებელ თუთიყუშად იქცეს?!” (გაზეთიასავალდასავალი”, 2016 წლის 16 და 23 ივნისი, # 23, 24).

* ბოლო წლებში ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე შექმნილმა ვითარებამ ყველას დაანახვა, რომ აუცილებელია მესამე პოლიტიკური ძალის გამოჩენა, რომელიც ქართველი ერის ნების გამომხატველი იქნება. ეს საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმაც დაადასტურა, როცა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა ელექტორატის ნახევარზე მეტმა. თუმცა ქართველ საზოგადოებასაც არ ძალუძს, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით მაინც, ახალი პატრიოტული პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბება და ხელისუფლებისთვის ბრძოლა.

კოალიციაქართული ოცნებისშემადგენლობაზე

“ჩემში არასოდეს არ იწვევდა ოპტიმიზმს კოალიციის შემადგენლობა, მაგრამ თვითონ ივანიშვილის იმედი მქონდა. საერთოდ, მე წინააღმდეგი ვარ, რომ არჩევნების შემდეგ მაშინვე დაიწყოს ახალი ხელისუფლების მწვავე კრიტიკა. სააკაშვილის შესახებაც კი მისი მმართველობის პირველ წელს არაფერს ვამბობდი. ვფიქრობდი, რომ მას რაიმე მაინც ასწავლა შევარდნაძის ბედმა და მისი პოლიტიკის შედეგებმა. ივანიშვილის შესახებაც ვფიქრობდი, რომ მარიონეტის უპერსპექტივო როლი, რომელსაც ასრულებდა მისი ორივე წინამორბედი, უბიძგებდა მას საკუთარი, ქართული სახელმწიფოს ინტერესების შესატყვისი პოლიტიკური ხაზის შემუშავებისკენ. სამწუხაროდ, პოლიტიკის მიმართულებები, მისი ძირითადი პრინციპები უცვლელი დარჩა. ძალიან კარგია, რომ ხალხს აღარ კლავენ და არ აწამებენ, სამშობლოში ბრუნდებიან გაძევებული მოქალაქეები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი განვითარებისთვის, ქვეყნის არსებითად ახალ მდგომარეობაში გადასვლისთვის. ქვეყანას სჭირდება ახალი საგარეო პოლიტიკა, ახალი ეკონომიკა, სულიერ-ზნეობრივი დეგრადაციისგან დაცვის ახალი მექანიზმები. სამწუხაროდ, არაფერს ეტყობა, რომ ახალ ხელისუფლებას ეს ესმის…

თქვენ არ გაკვირვებთ ივანიშვილის სიტყვები იმის თაობაზე, რომ მას იმედი გაუცრუა სააკაშვილმა და მისმა გუნდმა არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესახებ განცხადებამდე ერთი წლით ადრე? ნუთუ 3-5-7 წლის წინ არ იყო გასაგები, საით მიჰყავდა “ნაციონალურ მოძრაობასა” და მის ლიდერს საქართველო?აგვისტოს ომის შემდეგაც არ იყო გასაგები? მოსახლეობის უმრავლესობისთვის გასაგები იყო, ხოლო ივანიშვილისთვის არა? ასე რომ, ჩვენი პოლიტიკური მოღვაწეების მიმართ რაიმე იდეოლოგიურ მოსაზრებებზე საუბარი ზედმეტია (“საქართველო და მსოფლიო”, #39, 23 _29 ოქტომბერი, 2013 ).

ივანიშვილის სურვილზე _ გადადგეს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ

“თუ ეს პიარია, მაშინ ეს მას ავტორიტეტს არ გაუზრდის ქართულ საზოგადოებაში. თუ მას იმ სპექტაკლის განმეორება სურს, როდესაც შევარდნაძის წინაშე თბილისის საზოგადოების ნაწილმა მუხლი მოიდრიკა, ამის გამეორება უკვე ფარსი იქნება. მეტიც, ასეთი პროვინციული კეკლუცობა ქვეყნის ინტერესებს ვნებს. იგი ჩვენ გვპირდება რაღაც საგარეო პოლიტიკური ინიციატივების წამოწევას, რუსეთთან მოლაპარაკებების წარმართვას, ეკონომიკაში მსხვილი კერძო ინვესტიციების მოზიდვას, მაგრამ ვინ წავა მოლაპარაკებებზე ადამიანთან, რომელიც მალე მიდის? ვინ ჩადებს ფულს, თუ მათი დაცულობის გარანტი ხვალ არავინ იქნება? (“საქართველო და მსოფლიო”, #31 (218), 21 აგვისტო _ 4 სექტემბერი, 2013).

რატომ არ არის საქართველო ჩინეთი, ბიძინა ივანიშვილი კი _ დენ სიაოპინი

“რაც შეეხება ივანიშვილის განცხადებას, რომ გარედან გააკონტროლებს სიტუაციას და ყველა დაპირებას შეასრულებს _ ეს შეუძლებელია. საქართველო ჩინეთი არაა და არც ივანიშვილია დენ სიაოპინი. ბიჭები, რომლებსაც იგი დაუტოვებს ძალაუფლებას, ორიოდე თვეში დაივიწყებენ მის არსებობას. როგორც კი ჩაიგდებენ სახელმწიფო ბიუჯეტს ხელში, მათ აღარ დასჭირდებათ მისი სუბსიდიები (მარგველაშვილისა და კვირიკაშვილის მაგალითზე, შეიძლება ითქვას, რომ პროგნოზი 100%-ით ახდა _ გ.გ.). მას, საჭიროების შემთხვევაში, მოუწევს, მიმართოს ამერიკის ელჩს, რათა მისი მეშვეობით მოახდინოს გავლენა გარკვეული საკითხების გადასაწყვეტად, მაგრამ ელჩსაც ეს ყველაფერი მალე მობეზრდება. თუ ივანიშვილი მართლაცგადადგება, მაშინ დადასტურდება ვერსია, რომელიც მე ერთხელგამოვთქვი, მაგრამ რომლის დაჯერებაც თავად არ მინდა. მისი არსი იმაშია,რომ ივანიშვილს არანაირი პრინციპული უთანხმოება სააკაშვილსა და მისრეჟიმთან არ ჰქონდა, მაგრამ ეს თავხედი ახალგაზრდები მისგან სულ მეტდა მეტ ფულს მოითხოვდნენ, ამასთანავე, მადლობის თქმითაც არიწუხებდნენ თავს. უცერემონიო სააკაშვილმა, ეტყობა, აწყენინა მას, არ გამოვრიცხავ, რომ შეურაცხყოფაც მიაყენა. ივანიშვილი თავმოყვარეადამიანია, საკუთარი ღირსების გამძაფრებული გრძნობით. შეუძლებელია, ამერიკელებს ყურადღება არ მიექციათ ამ ურთიერთობებისთვის. მათ თავიანთი პრობლემა ჰქონდათ: ცხადი გახდა, რომ სააკაშვილისა და მისიგუნდის შემდგომი დარჩენა ხელისუფლებაში შეუძლებელი იყო _უკმაყოფილება მოიცავდა მოსახლეობის სულ უფრო ფართო მასებს, მწიფდებოდა მასშტაბური სტიქიური ბუნტი, “ნაცმოძრაობის” სასარგებლოდკიდევ ერთი არჩევნების გაყალბებას ხალხი ვერ მოითმენდა, იქმნებოდასოციალური აფეთქების რეალური საფრთხე. ეს არა მხოლოდ აშშ-ის იმიჯს ურტყამდა, რომელიც ბოლო 9 წლის მანძილზე საქართველოს “დემოკრატიის შუქურად” აღიარებდა, არამედ შეუძლებელს ხდიდაკონტროლირებადი პოლიტიკური ძალების შემდეგი ეშელონისხელისუფლებაში მოყვანას, რადგან ამერიკულ “ბახალებს” სოროსის სტრუქტურებიდან ხალხი უკვე აღარ მიიღებდა. ამერიკელები მოელაპარაკნენ ივანიშვილს, რომ ისინი არ დაუშვებენ არჩევნების მასობრივ ფალსიფიკაციას, მაგრამ სანაცვლოდ ივანიშვილმა თავისთან ერთად პარლამენტში ის პარტიები უნდა შეათრიოს, რომლებსაც რეკომენდაციას ამერიკელები მისცემენ. ამგვარად, ივანიშვილმა შური იძია სააკაშვილსა და მის თანამზრახველებზე, დაიკმაყოფილა საკუთარი თავმოყვარეობა, ხოლო ამერიკელებმა მიიღეს სასურველი პარლამენტი.თუ ეს ვერსია მართალია, მაშინ ივანიშვილი მართლაც გადადგება. მანმიზანს მიაღწია, მაგრამ ხალხი მის წასვლას შეაფასებს, როგორც არასერიოზულობისა და უპასუხისმგებლობის უმაღლეს გამოვლინებას” (“საქართველო და მსოფლიო”, #31 (218), 21 აგვისტო _ 4 სექტემბერი, 2013.).

* ალექსანდრე ჭაჭიას ვერსია გამართლდა _ ივანიშვილი გადადგა პრემიერის პოსტიდან და პარლამენტიც ისეთი მივიღეთ, როგორიც ამერიკელებს სურდათ.

მთავარი ზნეობრივი ორიენტირი _ ქრისტიანული მორალი

“ადამიანური მორალი იწყება იქ, სადაც ყალიბდება აკრძალვები. მორალი არის პრაქტიკულად აკრძალვათა სისტემა. ადამიანი ათასწლეულების წინათ მიხვდა, რომ იგი ვერ შექმნის საზოგადოებას, ტომს, ერს, ანუ ვერ გადარჩება, თუ არ შეზღუდავს თავისუფლებას. თავისუფლება შეზღუდვების გარეშე არის გზა პირუტყვობისკენ. როგორც კი საზოგადოება სისუსტეს გამოიჩენს, გეიმოძრაობის მხარდასაჭერად გამოიყოფა უზარმაზარი თანხები და გეიაქტივისტები მოვლენ სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში, მოედებიან ტელევიზიებს, რადიოს, მასობრივი ტირაჟით გამოუშვებენ გაზეთებსა და ჟურნალებს, შემდეგ თავს მოგვახვევენ იუვენალურ იუსტიციას, რათა საბოლოოდ ჩამოაშორონ შვილები მშობლებს. 5-10 წლის შემდეგ ვეღარ ვიცნობთ ჩვენს საზოგადოებას, იგი სხვანაირი გახდება, მაგრამ ამითაც არ დასრულდება საქმე. უზნეობას, როგორც ცნობილია, საზღვარი არ აქვს ერები, რომლებიც ამ “დასავლური ღირებულებების” კულტივირებას მიჰყოფენ ხელს, დეგრადირდებიან და დაიღუპებიან. ევროპული ერები, ფაქტობრივად, მთავარი ზნეობრივი ორიენტირის _ ქრისტიანული მორალის გარეშე დარჩნენ. სურთ რა, არ დაკარგონ ადამიანური სახე, არ გადაიქცნენ პირუტყვებად, ბევრი იღებს დღეს ისლამს. მასობრივად გადადიან ისლამზე ეთნიკური ინგლისელები, ფრანგები, ჰოლანდიელები, გერმანელები. მათ ამ რელიგიაში იზიდავს სექსუალური გარყვნილების კატეგორიული უარყოფა, ოჯახის კულტი, ტრადიციების პატივისცემა, ბავშვების მაღალზნეობრივი აღზრდა. ნორმალური ხალხი ხვდება, რომ მხოლოდ ასეთ ღირებულებებზე დაყრდნობითაა შესაძლებელი ადამიანის, ოჯახის, ერის შენარჩუნება. რაც შეეხება ევროპული სტრუქტურების ზეწოლას, ჩვენი საზოგადოება უნდა გათავისუფლდეს მათ წინაშე მონური თაყვანისცემისგან. სასაცილო და ამაზრზენი სანახავია, როგორ ჩამოდის თბილისში თაღლითების ჯგუფი ევროპარლამენტიდან და გვასწავლის მათი კანონებით ცხოვრებას. მცოდნე ხალხმა იცის, რომ ევროპარლამენტის, სულ ცოტა, ნახევარი მაინც დაკომპლექტებულია ავანტიურისტებით, მექრთამეებით, ჰომოსექსუალებით, ლესბოსელებით, რომლებმაც საკუთარ ეროვნულ სახელმწიფოებში პოზიტიური საქმიანობით თავი ვერ წარმოაჩინეს. ისინი დაკავებულები არიან ლობიზმით _ როგორც ოფიციალურით, ისე მექრთამეობაზე აგებულით. თავიანთ სახელმწიფოებში ქრთამის აღების ეშინიათ და იღებენ ისეთ პროვინციულ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, სადაც ამ პარლამენტარებს, როგორც კერპებს, ისე უყურებენ” (“საქართველო და მსოფლიო”, # 21(208), 12-18 ივნისი, 2013).

* აი, ამას ამბობდა ბატონი ალექსანდრე 2013 წელს, როდესაც პარლამენტის მიერ ჯერ კიდევ არ იყო მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც საქართველოში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. დღეს ქვეყანაში ხდება დასავლურიღირებულებებისკულტივირება, რომელიც საფრთხეს უქმნის ოჯახის კულტსა და ეროვნულ ტრადიციებს.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

(დასასრული შემდეგ ნომერში)

1 COMMENT

  1. რატომ სრულდება იცით??? წინასწარ გაწერილია გეგმა და ის სრულდება…

    ამიტო გვყავს ,,შეუმცდარი” კაკულიები, პოლიტოლოგები, ენჯეოები, არასამთავრობოები, ნაცები და ქოცები. ასე სრულდება მათი მეშვეობით გეგმაში გაწერილი ქვეყნის დაქცევის შეუქცევადი პროცესი და ბუნებრივია თავისთავად თითოეული მათგანი ,,ნათელმხილველი” და ,,წინასწარმეტყველია” მე არ მიკვირს რადგან იციან წინასწარ, რომ ხალხი კიდე გამათხოვრდება, მოსახლეობა როგორც ასეთი ქვეყნიდან გაიხიზნება, ტყეები ისევ დაიწვება, საყდრისის მსგავსად სხვა კულტურული მემკვიდრეობბაც აფეთქდება ,,მოულოდნელად”. ქვეყანა დაიშლება. თურქეთი ბათუმს წაიღებს. თბილისს არაბები დაეპატრონებიან, აზერბაიჯანი დავით გარეჯს წაიღებს, სომხეთი ჯავახეთს, რუსეთი ყაზბეგს და გორს და აჰა საქართველოც დაიშლება მარტივ-მამრავლებად. თქვენ კი გამოართვით 5 კილო კარტოფილი, 20 ლარი და ზეთი. მაინც ამოგაღებინებენ და ამოგაძრობენ სულს, აჰა ესაა გეგმა და თუ არ გჯერათ აგერაც ნახავთ. სალომემ ისე გაიმარჯვა არჩევნებში როგორც კალაძემ .

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ბაბა Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here