აჰა, ეს ნაბიჯიც გადაიდგა!

    119
    აჰა, ეს ნაბიჯიც გადაიდგა!

    რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს ბირთვული შეკავების მუდმივი თათბირის სხდომაზე (Заседание Постоянного совещания Совета безопасности по ядерному сдерживанию) შემდეგი შინაარსის განცხადება გააკეთა: В обновленной редакции документа агрессию против России со стороны любого неядерного государства, но с участием или при поддержке ядерного государства предлагается рассматривать как их совместное нападение на Российскую Федерацию.

    ეს უაღრესად სერიოზული ამბავია. ამ ფაქტის შემდეგ თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ბირთვულ კატასტროფას. იმიტომ კი არა, რომ რუსეთმა ეს ნაბიჯი გადადგა, არამედ იმიტომ, რომ რუსეთი აიძულეს, ეს ნაბიჯი გადაედგა. ისე გართულდა და დაიძაბა საერთაშორისო ვითარება, რომ საქმე თავისთავად მიდის ბირთვული იარაღის გამოყენების აუცილებლობამდე. მოგეხსენებათ, რომ ამერიკელებმა ბირთვული იარაღი თავდასხმის დანიშნულებით შექმნეს და გამოიყენეს კიდეც 1945 წლის 6 და 9 აგვისტოს იაპონიის მშვიდობიანი ქალაქების ჰიროსიმასა და ნაგასაკის წინააღმდეგ, რომლებიც პირწმინდად აღგავეს პირისგან მიწისა. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც ბირთვული შეიარაღება საბჭოთა კავშირმაც შექმნა, იგი უმნიშვნელოვანეს შემაკავებელ ფაქტორად ჩამოყალიბდა. ახლა, როდესაც რუსეთის სამხედრო დოქტრინაში ვითარების შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა, მთელი მსოფლიო შეკრთა. წინამდებარე სტატია მეც განგაშის სიტყვებით დავიწყე და ვთქვი, რომ მსოფლიო კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ბირთვულ კატასტროფას, თუმცა რამდენიმე წინადადების შემდეგ უკვე შეკავების ფაქტორზე ავლაპარაკდი და ვამბობ, რომ რუსეთის გადაწყვეტილება სამხედრო დოქტრინაში ცვლილებების განხორციელებაზე შეიძლება ძალიან სერიოზული შემაკავებელი ფაქტორი აღმოჩნდეს.

    ეს ერთი შეხედვით ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები სინამდვილეში არ გამორიცხავს ერთმანეთს. საქმე ის არის, რომ დასავლეთი ყოველდღიურად ძაბავს ვითარებას. რუსეთის მიერ სამხედრო დოქტრინაში შეტანილი ცვლილებები ამ დაძაბულობის ანარეკლია და ბირთვულ კატასტროფასთან მიახლოებაზე ბუნებრივი, ადეკვატური და გონივრული (შემაკავებელი) რეაქციაა. ესე იგი, ამ ერთ მოვლენას (რუსეთის სამხედრო დოქტრინაში ცვლილებების განხორციელებას) იმის შიშიც ახლავს, რომ ბირთვულ კატასტროფას ვუახლოვდებით, მაგრამ ამასთანავე, იმის იმედიც ახლავს, რომ შემაკავებელ მისიას შეასრულებს. რეალურად მსოფლიო ბირთვული კატასტროფის მიმართულებით მიდის, მაგრამ ვიღაცამ თუ რაღაცამ ხომ უნდა შეაკავოს ეს რეალობა? იქნებ სწორედ ეს არის ის, რასაც შეიძლება ასეთი ეფექტი მოჰყვეს?! ამ აშკარად შეშლილ დასავლეთს შოკი სჭირდება, შიში სჭირდება, მისთვის თავზარდამცემი შემხვედრი გადაწყვეტილება სჭირდება, ჩვენებურად რომ ვთქვათ, შემოლაწუნება სჭირდება, რათა გონს მოეგოს და რეალობას დაუბრუნდეს. პუტინმა სწორედ ეს გააკეთა, მაგრამ მხოლოდ ეს კი არა, მან რეალობის შესაბამისი იურიდიული ბაზა შექმნა, რადგან არავითარი გარანტია არ არსებობს იმისა, რომ დასავლეთი გონს მოეგება. ასეთ შემთხვევაში… ასეთ შემთხვევაში რუსეთი იურიდიულად დადასტურებულ და მსოფლიოს წინაშე წინასწარგაცხადებულ უფლებას იტოვებს, რომ საკუთარი სასიცოცხლო ინტერესები დაიცვას თუნდაც ბირთვული იარაღის გამოყენებით. ამას ნიშნავს ის, რაც პუტინმა თქვა: ”Также в обновленной редакции зафиксировано, что Москва может перейти к применению ядерного оружия сразу при получении достоверной информации о «массированном старте средств воздушно-космического нападения» и пересечении ими границы. Речь идет о самолетах стратегической и тактической авиации, крылатых ракетах, беспилотниках, гиперзвуковых и других летательных аппаратах”.

    იმ შემთხვევაში, თუკი დასავლეთში არაფრის შეცვლას არ მოისურვებენ, კიდევ სხვა ღონისძიებებია გათვალისწინებული. მაგალითად, ასეთი: ”Россия оставляет за собой право применить ядерное оружие в случае агрессии против нее или Белоруссии как участника Союзного государства. С белорусской стороной, с президентом Белоруссии все эти вопросы согласованы. В том числе если противник, используя обычное оружие, создает критическую угрозу нашему суверенитету”.

    პუტინმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ეს ვითარება და დოქტრინაში შესატანი ცვლილებები კარგად არის აწონილ-დაწონილი და ზუსტად შეესაბამება რუსეთის წინაშე მდგარ თანამედროვე გამოწვევებს: «Все уточнения являются глубоко выверенными и соразмерными современным военным угрозам и рискам в отношении Российской Федерации».

    ფაქტია, რომ საქმე გვაქვს უკიდურესად დაძაბულ რეალობასთან, რომლის განმუხტვა ძნელად მისაღწევია. თვით აშშ-შიც არიან ძალები, რომლებიც ვითარების სიმძიმეს აცნობიერებენ; არამხოლოდ ვითარების სიმძიმეს აცნობიერებენ, არამედ ისიც ზუსტად იციან, რა საიდან მოდის. ვგულისხმობ აშშ-ის არა რიგით მოქალაქეებს, არამედ ყოფილ პრეზიდენტსა და პრეზიდენტობის ამჟამინდელ კანდიდატ დონალდ ტრამპს, რომელსაც დიდი შანსი აქვს, კიდევ ერთხელ შეაღოს ოვალური კაბინეტის კარი. აი, რა განაცხადა ტრამპმა: ”ჩემი აზრით, ზელენსკი ისტორიაში ყველაზე კარგი ვაჭარია. ყოველ ჯერზე, როდესაც იგი ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის, უკან 60 მილიარდი დოლარით ბრუნდება”.

    ტრამპმა ხაზი გაუსვა ზელენსკის გამოხდომებს მის წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ აშშ-ის კარსმომდგარ საპრეზიდენტო არჩევნებში მას დემოკრატების გამარჯვება სურს. ტრამპმა უკრაინის ტრაგედიაში აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცეპრეზიდენტი კამალა ჰარისი დაადანაშაულა, რომლებიც, ტრამპის თქმით, ”მანამდე არ დაკმაყოფილდებიან, სანამ ომში ამერიკელ ჯარისკაცებს არ გაგზავნიან. ამერიკელ დედებსა და მამებს არ სურთ, მათი შვილები უკრაინასა და რუსეთში ომობდნენ. ჩვენ არ დავანებებთ მათ, რომ ჩვენი შვილები ოკეანის გაღმა იღუპებოდნენ”.

    ამ სიტყვების ახსნა მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიით შეუძლებელია. რა თქმა უნდა, წინასაარჩევნო კამპანიას ახლავს კონკურენტის მისამართით ფერების გამუქების ტენდენცია, მაგრამ ტრამპის ნათქვამი ამ ფარგლებს სცდება და სხვა განზომილებაში გადადის. ეს მოვლენათა გააზრებისა და საფუძვლიანი ანალიზის განზომილებაა, მიზეზ-შედეგობრივი ურთიერთობის დადგენის განზომილებაა. ამ განზომილებაში მხოლოდ ტრამპი არ გადასულა, მისი ამომრჩევლებიც გადავიდნენ, რომლებიც აშკარა უმრავლესობაში არიან. ასე რომ, თვით აშშ-შიც კი ფართო საზოგადოებისთვის ნათელია მათი სახელმწიფოს მიერ უკრაინაში (და არამხოლოდ უკრაინაში) ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეც და მასშტაბებიც. ისიც, რომ ეს დანაშაული ბუმერანგივით მიუბრუნდებათ ან პოლიტიკური, ეკონომიკური და იდეოლოგიური კრახის, ან ბირთვული კატასტროფის სახით. აბსოლუტურად უსამართლო ომებისა და ხელოვნური სისხლისღვრების დაფინანსება, სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში დაურიდებელი ხელის ფათური, სახელმწიფო გადატრიალებათა ინსპირირება, აგენტოკრატია და მთელ მსოფლიოში ამერიკული მმართველობის დამყარების მცდელობა არც შეუმჩნეველი რჩება და არც დაუსჯელი დარჩება, რადგან ეს ყველაფერი ანტიამერიკულ განწყობებს ბადებს და ასაზრდოებს.

    მხოლოდ საქართველოსთან დამოკიდებულება რომ ავიღოთ, ხომ გასაოცარი უსამართლობის დემონსტრირებას ავლენენ, რომმელლსაც, ძნელია, ახსნა (მით უფრო, გამართლება) მოუძებნო. სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი თურმე დემოკრატიის ხანა ყოფილა, ივანიშვილის თორმეტწლიანი მშვიდობის პერიოდი კი, რომელშიც სახელმწიფოს ჩაგვრისა და დათრგუნვის მექანიზმიდან კოლექტიურ მზრუნველ მექანიზმად გადაკეთება-ჩამოყალიბების ურთულესი პროცესი მიმდინარეობს, ანტიდემოკრატიული და მომავლისთვის საზიანო ყოფილა. ასე აშკარა, დაუფარავი და უსინდისო ჩარევა არჩევნებში, ასეთი გააფთრებული ბრძოლა ხელისუფლების წინააღმდეგ და ასე აშკარა მხარდაჭერა სისხლიანი რეჟიმის ნარჩენებისთვის მართლაც უპრეცედენტო მოვლენაა, თუმცა, როგორც კი დავწერე ეს სიტყვა უპრეცედენტო, რამდენიმე ისეთი პრეცედენტი გამახსენდა, რომ იძულებული ვარ, ეს სიტყვა უკან წავიღო. გაიხსენეთ, რას სჩადიოდნენ ვენესუელაში, როდესაც პრეზიდენტად თვითმარქვია გუაიდო გამოაცხადეს და მოქმედი პრეზიდენტი მადურო არალეგიტიმურად ცნეს; გაიხსენეთ, რას სჩადიოდნენ ბელარუსში, როდესაც არჩევნების შედეგებს არ ცნობდნენ, პრეზიდენტ ლუკაშენკოს გვერდს უვლიდნენ და ვინმე ტიხანოვსკაიას საპრეზიდენტო აპლომბით იღებდნენ. იმავეს აპირებენ საქართველოშიც – არჩევნების შედეგების არ აღიარებით ქაოსის შექმნას და საკუთარი აგენტურის გამარჯვებულად გამოცხადებას. ასე რომ, ეს არ იქნება უპრეცედენტო მოვლენა, ეს იქნება მათ მიერ მრავალგზის ნაცადი და კარგად აპრობირებული ბინძური მეთოდის კიდევ ერთხელ გამოყენება. სწორედ ამაზე მიუთითებს პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის სამარცხვინო ისტორია ირაკლი კობახიძის სადილზე მიწვევისა და შემდგომ ამ მიწვევის გაუქმების შესახებ, რაც, პრემიერმინისტრის კი არა, პირველ რიგში, ქართველი ხალხის უზარმაზარი შეურაცხყოფაა.

    აშშ-ის მიერ ჩადენილ დანაშაულთა ნუსხა ძნელი ჩამოსათვლელია, რადგან, როგორც კონსტანტინე გამსახურდია ამბობს, ეს სახელმწიფო მუდამ ომების ინიციატორად გვევლინებოდა: საკმარისია, თვალი გადავავლოთ აშშის არც ისე ხანგრძლივი ისტორიის მთავარ ეტაპებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ამ სახელმწიფოს მესვეურთა მთელი პრაქტიკა ემსახურებოდა არა მშვიდობისა და ხალხთა სოლიდარობის მაღალ იდეალებს, არამედ ამერიკის შეერთებული შტატები იყო მუდამ ომისა და შფოთის ინიციატორი”.

    ასეა დღესაც და ასე იქნება ხვალაც, რადგან ამერიკული იმპერიალიზმის უმთავრესი მამოძრავებელი მოგებაა, ომი კი ყველაზე მომგებიანი და სარფიანი საქმეა, რადგან იგი კოლოსალურ ხარჯებსა და, მაშასადამე, კაპიტალდაბანდებასთან არის დაკავშირებული. ომის წარმოება სხვის ტერიტორიაზე და სხვა ხალხების მონაწილეობით დასავლური შულერობის ის მწვერვალია, ის ხელოვნებაა, რომელსაც ამერიკელები ჯერ კიდევ პირველი და მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას დაეუფლნენ და დღემდე წარმატებით განახორციელებენ. ახლაც, ამ წუთებშიც, ამერიკული სცენარით უამრავი უკრაინელისა და რუსის, უამრავი ებრაელისა და პალესტინელის სისხლი იღვრება, აშშ-ში კი იჭრება და იჭრება დოლარის კუპიურები, რომლეიც ამ უსაშინლეს ომებს უზრუნველყოფს საზარბაზნე ხორცით… სისხლით… ცრემლით… ტკივილით… გამოუსწორებელი შედეგებით…

    აჰა, რუსეთის მიერ სამხედრო დოქტრინაში შეტანილი ცვლილებებით გადაიდგა კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება შეაჩეროს აპოკალიფსის ეს საშინელი მხეცი ან…

    ან კიდევ ერთი ნაბიჯით მიგვაახლოვოს იმ კატასტროფასთან, რომელიც იმავე აპოკალიფსში ასე ხატოვნად, ასე დამაჯერებლად, ასე რეალისტურად არის აღწერილი.

    ვალერი კვარაცხლია

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here