შვედებმა აფრიკის ქვეყნებში მილიონები გაგზავნეს ჰომოსექსუალიზმის პოპულარიზაციისა და „ლგბტ პირების უფლებების გადასარჩენად“, მაგრამ აფრიკელებმა ეს თანხა ჰომოსექსუალიზმისგან განსაკურნებლად დახარჯეს, შვედები კი აღშფოთებულნი არიან.
შვედეთის დახმარება მიმართული უნდა ყოფილიყო აფრიკის ქვეყნებში ლგბტ თემის უფლებების განსამტკიცებლად, მაგრამ მრავალი მილიონი შვედური კრონა მოხვდა იმ ორგანიზაციების ხელში, რომლებიც დაკავებულნი არიან ჰომოსექსუალების ჩვეულებრივ ადამიანებად გადაქცევით. ბევრი აფრიკული სამედიცინო ცენტრი ადამიანებს სთავაზობს კონვერსიულ თერაპიას, რომელიც აღწერს ჰომოსექსუალობას, როგორც ბოროტებას, და რომელსაც თეთრკანიანები თავს ახვევენ აფრიკელებს.
„ჩვენ ვეხმარებით ყველას, ვისაც აღარ სურს, იყოს გეი“, _ განუცხადა შვედ რეპორტიორებს უგანდის უდიდესი სახელმწიფო საავადმყოფოს ერთ-ერთმა ექიმმა.
2019 წლიდან დღემდე ორგანიზაცია TASO Uganda-მ შვიდ მლნ-ზე მეტი დახმარება მიიღო შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსგან (SIDA). ორგანიზაციის მისიაა აივ ინფიცირებულის დახმარება და მხარდაჭერა. ასევე, ეხმარებიან მას, ვისაც სურს, აღარ იყოს გეი. ახლა შვედეთში ძალიან იმედგაცრუებულნი არიან იმის გამო, რომ შვედური ფულიხმარდება უგანდის, კენიისა და ტანზანიის მოსახლეობის ჰომოსექსუალიზმისგან განსაკურნებას.
მოამზადა ლუკა მაისურაძემ