Home რუბრიკები პოლიტიკა თუ 1% მაინც იქნება სიმართლე, რაც მატყუარა, ნაციონალების ძმამ, ე.წ. მეუფე...

თუ 1% მაინც იქნება სიმართლე, რაც მატყუარა, ნაციონალების ძმამ, ე.წ. მეუფე პეტრემ იბოდიალა – თანამდებობას დავტოვებ

490

საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გიორგი ანდრიაძე ჭყონდიდის მიტროპოლიტის, პეტრეს განცხადებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თუ 1% მაინც იქნება სიმართლე, რაც მატყუარა,  ცილისმწამებელმა ნაციონალების ძმამ, ე.წ. მეუფე პეტრემ იბოდიალა  იგი ყველა თანამდებობას დავტოვებს.

„მასმედიას შეუძლია რამდენიმე საათში გადაამოწმოს მეუფე პეტრეს ( ერისკაცობაში პაატა ცაავა, რომელსაც საკუთარი მრევლი მიწების უკანონო მიტაცებასა და თაღლითობაში ადანაშაულებს)  მიერ გავრცელებული არასწორი ინფორმაცია ე.წ. რძეზე, ყველზე და კომერციულ საქმიანობებზე, რომელსაც მისი სულიერი ძმები – “ნაციონალები” ეწეოდნენ“. – განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.

“გუშინ მეუფე პეტრემ გაავრცელა ცილისწამების კორიანტელი.

ეტყობა, არც მეშვიდე მცნება იცის – ცილი არ უნდა დასწამო, არც ის იცის, რომ ტყუილს მოკლე ფეხი აქვს. ვთხოვ მასმედიას, შეუძლია რამდენიმე საათში გადაამოწმონ მის მიერ გავრცელებული არასწორი ინფორმაცია ე. წ. რძეზე, ყველზე და კომერციულ საქმიანობებზე, რომელსაც მისი სულიერი ძმები – “ნაციონალები” ეწეოდნენ.

ამ პერიოდში მე ვაკეთებდი საპატრიარქოს ტელევიზიას, რომლის დამფუძნებელიც მე ვარ და ორი წელი ვიყავი მისი დირექტორი.

რადიოს დამფუძნებელიც მე ვარ. მე ამ კუთხით ვსაქმიანობდი, კომერციულ საქმიანობას ვინ ახორციელებდა, ძალიან იოლი დასადგენია.

თუ 1% მაინც იქნება სინამდვილე, რაც პირდაპირ ეთერში მეუფე პეტრემ იბოდიალა, ყველა თანამდებობას (მე ბევრი თანამდებობა მაქვს აქ) დავტოვებ.

ეს არის მოკლე პასუხი, ვისაც უნდა სიმართლე გაიგოს.

ქურდების თემა კიდევ საერთოდ კომიკური ჟანრიდან არის.მაინტერესებს, ფულს პატრიარქის სეიფიდან ვიპარავდი, თუ ვაგზლის ჯიბის ქურდი ვიყავი?”. – განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here