Home რუბრიკები პოლიტიკა ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე: ვაცხადებ, ხვალ თუ რამე მომივა, ამაში დამნაშავე რუსთავი 2...

ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე: ვაცხადებ, ხვალ თუ რამე მომივა, ამაში დამნაშავე რუსთავი 2 იქნება!

700

“გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი. გაოგნებული და გაოცებული ვარ “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტების მოქმედებით. 3 დღეა ჩემთან კონტაქტი აქვს ნოდარ მელაძეს. ე.წ. “whats up.” – ით. მან იცოდა, რომ მე მოწმედ ვიყავი ამ საქმეში დაკითხული.” – აცხადებს “აიპრესისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე.

“მას არ უნდა გაეთქვა ეს საიდუმლო, გამომდინარე იქიდან რომ მე ვესაუბრებოდი როგორც წყარო. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა თავისი არსებობის ისტორიაში პირველად, დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის ძალიან მნიშვნელოვანი სტანდარტი. “რუსთავი 2”-მა უპატიებელი შეცდომა დაუშვა. ჩემი სახელისა და გვარის გაშვება არ შეიძლებოდა. ოფიციალურ მასალებშიც კი არ ფიგურირებს ჩემი სახელი და გვარი. აქედან გამომდინარე ჩემი სახელი და გვარი არ იცოდა ადვოკატმა. ეს იცოდა ნოდარ მელაძემ. მან მიზანმიმართლად, სიხარბით ექსკლუზივის მიმართ თუ არ ვიცი, მე , მთავრი მოწმე დამაყენა უდიდესი საფრთხის წინაშე.

პირდაპირ ვაცხადებ, მე რომ ხვალ რაღაც მომივიდეს და ის წნეხი, ის ზეწოლა, რომელიც უკვე დაიწყო ჩემზე. ეს არის ამ ტელეკომპანის დამსახურება” – აცხადებს ირაკლი მამალაძე.

ის აცხადებს, რომ შესაძლოა მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდეს:

“მე მეტს არაფერს ვიტყვი, თურმე ამ ქვეყანაში დანაშაული ყოფილა მოიხადო შენი საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი და იცხოვრო ისე, როგორც კანონიერმა მოქალაქემ.

მე დამაყენეს უმძიმესი საფრთხის წინაშე. არ გამოვრიცხავ, რომ ჩემზე ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდეს. ამაში დამნაშავე კი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ია. დანარჩენი მათ სინდისზე იყოს. დიახ, მე ამ საქმეში მოწმე ვარ.

გიორგი მამალაძესთან არ მაკავშირებს ნათესაური კავშირი. ბოლო პერიოდში საზოგადოებამ იცის, რომ მე ვმუშაობდი საპატრიარქოს თემებთან დაკავშირებით და ვამზადებდი გარკვეულ მასალებს. ერთი შემიძლია ვთქვა, როცა ჩათვლის გამოძიება საჭიროდ, ყველაფერს გაიგებს საზოგადოება. ძალიან ბევრ ადამიანს ჩემი, საკუთარი თავის შერცხვება, როცა უმძიმეს მასალებს მოისმენს, რაზეც არის ამ საქმეში საუბარი.

ამის შემდეგ, ყველას სათითაოდ მოვთხოვ პასუხს. მე ნამდვილად არ ვიმსახურებდი იმას, რაც დღეს გააკეთა ამ ტელეკომპანიამ. ამ ტელეკომპანიაში უამარავი ადამიანი მიცნობს და მათ სინდისზე იყოს ის, რაც დღეს გააკეთეს. ძალიან ბევრ ადამინს შერცხვება. მე კი არ გავცემ პასუხს, თვითონ გამოძიება გასცემს პასუხს.

სამი დღეა ჩემთან კონტაქტზეა ნოდარ მელაძე და მან იცის, რომ ვიყავი ამ საქმეში მოწმე. დღევანდელ “არჩევანშიც” შემომთავაზა მისვლა. ვთხოვე მეგობრულად, რომ სხვა დროს მივიდოდი ეთერში. ხალხნო გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი, რა ვქნა, თავი დავაჭერინო?! ვთხოვე მას, ძალიან გთხოვთ დამინდეთ, იმიტომ რომ მაქვს ასეთი სიტუაცია.

სამარცხვინოა, როცა ეს ტელეკომპანია რამეს აკეთებს, ამ მეთოდით ცდილობს საზოგადოებაში დაამკვიდრონ აზრი, რომ მათ იციან მხოლოდ რა ხდება საპატრიარქოში, რა ხდება ქვეყანაში. ნოდარ მელაძემ კარგად იცის, რომ მასზე მეტი ვიცი, სად რა ხდება და როგორ ხდება. სწორედ აქედან გამომდინარე გამოვიდა ის ჩემთან კავშირზე. ერთი რამე შემიძლია გითხრათ ამ თემასთან დაკავშირებით: ადამიანები რომლებიც მლანძღავენ, ილანძღებიან საგამოძიებო უწყებების მისამართით, ჩამორჩნენ მოვლენებს.

მინდა მათ ვუთხრა, მაშინ როცა ძალიან ბევრ ადამიანს ვინც დღეს წერს ე.წ. “ფეისბუქის ლომებს” სტატუს სტატუსზე რომ წერენ და ეჭვები და კითხვები რომ აქვთ გამოძიებასთან, მათ როცა ეძინა მთელი სახელმწიფო იდგა თითოეული ამ ადამიანის და ქვეყნის პრესტიჟის გადასარჩენად, და აღკვეთილი იქნა უმძიმესი დანაშაული.” – განაცხადა ირაკლი მამალაძემ “აიპრსთან” საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა გადაცემაში “არჩევანი” გაავრცელა ინფორმაცია, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ ჩაწერა. ტელეკომპანიის ცნობით, სწორედ ეს ფარული ჩანაწერია დეკანოზის წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება.

“იგივე წყარომ, რომელმაც ჩვენ ინფორმაცია მოგვაწოდა, და დიდი ალბათობით ეს ინფორმაციაც უტყუარი აღმოჩნდება, ჩვენ ვიცით ვინ ჩაწერა მთავარი მთავარი მტკიცებულება მამა გიორგის წინააღმდეგ, ეს არის ჟურნალისტი გიორგი მამალაძე” – განაცხადა გიორგი გაბუნიამ გადაცემა “არჩევანში”.

 

1 COMMENT

  1. რუსთავი 2 არის მატყუარა სააკაშვილის ბოლო ბასტიონი და ქვეყნის დანგრევის რეჟიმში მუშაობს. მას საეჭვო განწყობის საყურებიანი ხელმძღვანებლები ყავს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here