Home რუბრიკები პოლიტიკა ადა მარშანია: ნეტავ უფრო ადრე შევსულიყავით СНГ-ში, აფხაზეთი არ დაიკარგებოდა

ადა მარშანია: ნეტავ უფრო ადრე შევსულიყავით СНГ-ში, აფხაზეთი არ დაიკარგებოდა

491

პარლამენტის წევრის ადა მარშანიას განცხადებით, საქართველო უფრო ადრე რომ შესულიყო დსთ-ში „აფხაზეთი არ დაიკარგებოდა“. ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა ადა მარშანიამ ტელეკომპანია „იბერიას“ პირდაპირ ეთერში, „აფხაზთა კრების“ ლიდერ მალხაზ პატარაიასთან დებატებში განაცხადა.

„ბოლო 25 წლის განმავლობაში ვხედავ ძალიან ცუდ ტენდენციას. ჩვენი პოლიტიკოსების, ან იმ ადამიანების თავში, ვინც დაიჩემა, რომ პოლიტიკაში უნდა იყოს და იმოღვაწეოს, არაფერი იცვლება. ეს ადამიანები სამწუხაროდ, ჩვენს ძალიან მწარე რეალობას, ვერ ხედავენ. 25 წელია ჩვენ ძვრა არ გვაქვს სოხუმის და ცხინვალის მიმართულებით. თქვენ ამაზე ძალიან მწარედ დაფიქრდით, თუ შეიძლება“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

მას მალხაზ პატარაიამ ჰკითხა: „СНГ-ზე ხელს რომ აწერდით, მაშინ არ თმობდით, მაშინ არ ელაქუცებოდით ამ რუსეთს? რატომ არ გქონდათ ძვრა СНГ-ზე პირადად თქვენ ხელს რომ აწერდით?“

„იმიტომ, რომ ასე მწამდა მე მაშინ და მართალი ვიყავი. ნეტავ უფრო ადრე შევსულიყავით СНГ-ში, აფხაზეთი არ დაიკარგებოდა“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here