Home რუბრიკები პოლიტიკა ჰამასს ახალი ლიდერი ჰყავს

ჰამასს ახალი ლიდერი ჰყავს

614

რადიკალურ პალესტინურ დაჯგუფებას სათავეში იაჰია სინვარი ჩაუდგა. დაჯგუფების ლიდერის პოსტზე ის ისმაილ ჰანიას ჩაანაცვლებს, რომელიც ჰამასის მთავრობის მეთაურის პოსტს 2007 წლიდან იკავებდა.

55 წლის სინვარი ჰამასის კონსერვატიულ ფრთას ხელმძღვანელობდა. სივარი ისრაელისადმი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, მას 20 წელი პატიმრობაში აქვს გატარებული, იგი 2011 განთავისუფლდა. 2014 წლის ისრაელთან ომის შემდეგ სინვარი იშვიათად ჩნდებოდა საზოგადოებაში. ღაზას სექტორის პოლიტიკური ანალიტიკოსის იბრაჰიმ ალ-მადჰუნის თქმით, იგი სინვარს სულ რაღაც 2 თვის წინ შეხვდა და გაოცდა, როცა მოისმინა, რომ იგი აპირებდა ღაზას სექტორში გართულებული მდგომარეობის გაუმჯობესებას და ისრაელთან ურთიერთობის მოგვარებას, ვიდრე ახალი კონფლიქტის წამოწყებას. „ის დაინტერესებულია სტაბილურობით, ღაზის აღდგენით და ბლოკადის გამარტივებით. მივხვდი, რომ ის უფრო მეტად დაინტერესებულია დაზავებით, ვიდრე კონფლიქტით“. განაცხადა ანალიტიკოსმა.

სინვარს მჭიდრო კონტაქტები აქვს კატართან და თურქეთთან, ეს ის ქვეყნებია, რომლებსაც ჰამასთან კარგი ურთიერთობები აქვთ. ანალიტიკოსის განცხადებით, კარგი ურთიერთობები აქვს ჰამასს ირანთანაც, ირანი მხარს უჭერს ჰამასს. იგი მიიღებს ჰამასში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ისრაელის საკითხს. ღაზას პოლიტიკური ანალიტიკოსი ჰანი ჰაბიბი ამბობს, რომ სინვარის გამარჯვების შესახებ ცნობა მაშინვე გაგზავნეს ისრაელში, მათ ასევე ცუდი ურთიერთობა ქონდათ პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან, შერიგების პროცესი შეიძლება შეფერხდეს. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here