Home რუბრიკები პოლიტიკა “რია ნოვოსტი”: “პირდაპირი მნიშვნელობით ნუ გაიგებთ!”

“რია ნოვოსტი”: “პირდაპირი მნიშვნელობით ნუ გაიგებთ!”

543

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიპ ერდოღანის განცხადება, რომ მზადდება ბაშარ ასადის დამხობა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინკოგნიტო წყაროს განცხადებით, არ უნდა გავიგოთ პირდაპირი მნიშვნელობით. ეს თქვა მან რუს ჟურნალისტებთან საუბრისას. მან, აგრეთვე, გამოთქვა იმედი, რომ “გაუგებრობები” თურქეთსა და რუსეთს შორის მალე დაიძლევა და დაამატა, აღნიშნულ განცხადებაზე ოფიციალური კომენტარის გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ თურქეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

 

Ruposters-ის ცნობით, თურქეთს სირიის ტერიტორიაზე შეჰყავს ჯარები, რათა “ბოლო მოუღოს დაუნდობელი ტირანის _ ასადის ბატონობას”. თურქეთის ლიდერმა თავის სირიელ კოლეგას ბრალი დასდო “სახელმწიფო ტერორის” განხორციელებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უარი თქვეს კომენტარზე და მიუთითეს, რომ გამორიცხული არ არის, საქმე გვქონდეს ჟურნალისტების შეცდომასთან, თანაც ამ საკითხზე ანკარას ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ თურქეთის პრეზიდენტის ეს განცხადება სრულიად მოულოდნელი იყო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here