Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველოს ახალი მინისტრთა კაბინეტი ცნობილია

საქართველოს ახალი მინისტრთა კაბინეტი ცნობილია

615

პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის წევრების ვინაობა გააცნო საზოგადოებას. 

კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს შეცვლის დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც შეინარჩუნებს ვიცეპრემიერის თანამდებობას. ენერგეტიკის სამინისტროს კვლავ კახა კალაძე უხელმძღვანელებს, პრემიერი მიიჩნევს, რომ კალაძე წარმატებული მინისტრი იყო და დარწმუნებულია, ასევე წარმატებით განაგრძობს საქმიანობას. ვიცეპრემიერის თანამდებობას ინარჩუნებს კახა კალაძეც. ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია იქნება. ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობაზე ნოდარ ჯავახიშვილს შეცვლის ზურაბ ალავიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, დავით ბაქრაძის ნაცვლად, “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრი ვიქტორ დოლიძე იქნება, რომელსაც, კვირიკაშვილის თქმით, “კარგი კონტაქტები აქვს და მსოფლიო იცნობს, როგორც კარგ დიპლომატს”. დავით ბაქრაძე კი აშშ-ში საქართველოს ელჩად დაინიშნა. კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, სხვა მინისტრები თანამდებობას ინარჩუნებენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here