თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი შეშფოთებულია რუსეთთან ურთიერთობის შესაძლო გაწყვეტით და ამბობს, რომ მსგავსი ინციდენტი (რუსული Су-24-ის ჩამოგდება) აღარ განმეორდება.
“ამ ინციდენტმა ჩვენ ძალიან დაგვამწუხრა. ვიმედოვნებ, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდება. ამ საკითხს განვიხილავთ და გადაწყვეტილებასაც მივიღებთ”, _ განაცხადა ერდოღანმა, რომელსაც იმედი ჰქონდა, რომ 30 ნოემბერს პარიზში კლიმატის შესახებ გაეროს ეგიდით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე შეხვდებოდა და დაელაპარაკებოდა რუსეთის პრეზიდენტს, მაგრამ ვლადიმერ პუტინმა მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.