Home რუბრიკები პოლიტიკა “რამ დააყრუა, დააბრმავა და დაამუნჯა ზვიად ძიძიგური, გუბაზ სანიკიძე, ბიძინა გუჯაბიძე, უსახურ...

“რამ დააყრუა, დააბრმავა და დაამუნჯა ზვიად ძიძიგური, გუბაზ სანიკიძე, ბიძინა გუჯაბიძე, უსახურ პოლიტიკოსებს რომ ემონებიან?”

1832

რამდენიმე დღის წინათ რედაქციის ოფისში გვესტუმრა ქალბატონი, რომელიც ძალიან აღშფოთებული იყო იმის გამო, რომ დეპუტატებმა _ ზვიად ძიძიგურმა და ელგუჯა გუჯაბიძემ მხარი არ დაუჭირეს პარლამენტში განსახილველად წარდგენილ კანონპროექტს პრემიების აკრძალვის თაობაზე, თუმცა ქალბატონის აღშფოთება მხოლოდ ამით არ იყო გამოწვეული, ის ამ ადამიანებს გულგრილობასა და უყურადღებობაშიც ადანაშაულებს. ქალბატონი, რომელიც რედაქციაში გვესტუმრა, რუსუდან პერტაიაა, .. კარვის ქალი, რომელიც წარსულით ამაყობს. რუსუდან პერტაია ილია მართლის საზოგადოების ყოფილი წევრია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ყოფილი მეცნიერი თანამშრომელი.

_ ქალბატონო რუსუდან, რატომ გაგაბრაზათ ზვიად ძიძიგურმა?

_ მხოლოდ ძიძიგურზე არ ვარ გაბრაზებული. მასთან ერთად ბიძინა გუჯაბიძე და გუბაზ სანიკიძეც მინდა ვახსენო. გუჯაბიძე თავის დროზე სააკაშვილის დახმარებით მოხვდა პარლამენტში და ახლა ბიძინას დახმარებით არის, ორივე შემთხვევაში სავარძელს ეფერებოდა. ოღონდ ამჯერად იცის, რომ ვეღარ მოხვდება პარლამენტში და, როგორც არასდროს, ისე უფრთხილდება თბილ სავარძელსა და კარიერას.

ზვიად ძიძიგური, პირველ რიგში, იმიტომ ვახსენე, რომ ეს ახალგაზრდა კაცი ეროვნული მოძრაობიდან მოდის და ყველაფერი დაივიწყა. დაივიწყა, როგორ ვიბრძოდით და ვიდექით ზვიად გამსახურდიას გვერდით. გუჯაბიძისა და ძიძიგურის წინააღმდეგობამ პარლამენტში შეტანილ კანონპროექტზე, რომელიც პრემიების აკრძალვასა და კონტროლს ითვალისწინებდა, შემაშფოთა, მივხვდი, მათ ფული უფრო აინტერესებთ, ვიდრე ქვეყნის ბედი. ხალხის ბედი რომ აწუხებდეთ, ამდენი ხნის განმავლობაში კანცელარიასთან მოშიმშილეებსაც მოინახულებდნენ.

ნუთუ დაავიწყდა ზვიად ძიძიგურს, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის _ ნინო ბურჯანაძის კაბინეტის წინ, თბილ გარემოში, საარჩევნო კანონის შეცვლის მოთხოვნით რომ შიმშილობდა და ყველა ის ადამიანი, რომელიც დღეს სიცივეში კანცელარიასთან ზის, სანახავად მიდიოდა და სოლიდარობას უცხადებდა?! ნუთუ, ერთხელაც არ მოუვიდა თავში აზრად ძიძიგურს, ეს ადამიანები მოინახულოს, დაელაპარაკოს და ხელისუფლებას ამბავი მიუტანოს?! კანცელარიასთან ორგზის ოლიმპიური და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი ლევან თედიაშვილი შიმშილობს. ნუთუ ერთხელაც არ შეაწუხა სინდისმა ძიძიგური, გუჯაბიძე და გუბაზ სანიკიძე? რატომ არ გაუჩნდათ სურვილი, რომ ამ დიდებული კაცისთვის ეკითხათ, რამ მიიყვანა იმ ზღვარზე, რომ შიმშილობს, რამ გააბრაზა?

ამ სამ ადამიანს იმიტომ ვახსენებ, რომ ისინი თავისი “ეროვნულობით” ტრაბახობენ. ეროვნულობა 800-დოლარიანი ჩოხის ჩაცმას არ ნიშნავს. წარსული გაიხსენონ. როდესაც ზვიად ძიძიგური ციხეში იჯდა, მის სანახავად, მიუხედავად დიდი საფრთხისა, უამრავი ადამიანი დადიოდა და თანაუგრძნობდა. თუმცა დღეს ეს აღარ ახსოვს – ჯერ მიშას ყურმოჭრილი მონა იყო, ახლა თინა ხიდაშელის მონაა და კიდევ _ “იმისი”. და როცა “ის” უბრძანებს, ძიძიგური, ალბათ, მაშინ მივა მოშიმშილეებთან.

მივმართავ მათ: ჰეი, თქვენ, ამისთვის ვიბრძოდით? გაიხადეთ ძვირად ღირებული ჩოხები. ეროვნულობა პრეზერვატივის აკრძალვა არ არის!

ბიძინა გუჯაბიძე – “ეროვნული კაცი”, რომელმაც თავის რაიონში კენჭი ვერ იყარა და სადღაც ადიგენში წავიდა მაჟორიტარად, იმის ნაცვლად, რომ ავტორიტეტი აიმაღლოს და მნიშვნელოვან პროცესებში დადებითი წვლილი შეიტანოს, ზის ახლა გასუსული და ელოდება, ვინ რას უბრძანებს.

ზვიად გამსახურდიას შემდეგ არჩევნებზე პირველად 2012 წელს მივედი. მჯეროდა, რომ ის, რასაც წინასაარჩევნოდ ამბობდნენ, ასრულდებოდა.

ოცნებისხელმძღვანელობას სულ ვეუბნებოდი, რომ სამართლიანობის აღდგენა 1992 წლიდან უნდა დაიწყოს, უნდა გამოიძიონ, ვინ მოაწყო სამხედრო შეიარაღებული გადატრიალება და მაშინ, მართლაც აეხდება ყველაფერს ფარდა, მაშინ გაირკვევა ამ ქვეყანაში ვინ არის უკანონო და ვინ _ კანონიერი.

 მჯეროდა, ბიძინა ივანიშვილის და იმ ადამიანებისა, რომლებიც გვერდით ედგა, ყველასი არა, მაგრამ _ უმრავლესობის. მეგონა, პირად შემოსავლებზე არ იზრუნებდნენ, რადგან ისედაც ბევრი აქვთ, თუმცა ასე არ აღმოჩნდა. მათ ყველაფერი სჭირდებათ: ფულიც, დიდებაც, თანამდებობაცა და დიქტატურაც. საგარეჯოს არჩევნებმა ბევრი რამ დაგვანახვა.

არ ვიცი, რა გააკეთა თინა ხიდაშელის ბიძაშვილმა იმაზე მეტი, ვიდრე სხვამ. ჩვენ წვიმაში, თოვლში, ქარში ქუჩაში დავძრწოდით და “ოცნებისთვის” ხმებს ვაგროვებდით.

რესპუბლიკური პარტია, რომელიც 1992 წლიდან ხალხში ყველაზე უარყოფითი ავტორიტეტით სარგებლობს, თავზე დაგვასვეს. რესპუბლიკელები ეროვნულები არასოდეს ყოფილან. ზვიად გამსახურდიას იდეის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, ზვიადისა, რომლის მსგავსიც საუკუნეში ერთხელ იბადება. ეს ის ადამიანია, რომელმაც სიცოცხლე სამშობლოს ზვარაკად შესწირა. რესპუბლიკელი ძმები ვითომ პოლიტპატიმრები იყვნენ, ვითომ სამშობლოსთვის წუხდნენ, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ საბჭოთა უშიშროების დაკვეთას ასრულებდნენ. რესპუბლიკური პარტია შექმნეს ცუდი საქმისთვის, ასეთი პარტია ყველა მთავრობას ჰყავდა და ჰყავს.

რამ დააყრუა, დააბრმავა და დაამუნჯა ზვიად ძიძიგური, გუბაზ სანიკიძე, ბიძინა გუჯაბიძე, უსახურ პოლიტიკოსებს რომ ემონებიან, ხმის ამოღების უფლებას ვერ აძლევენ თავს და ამომრჩევლის ხმა არ ესმით?

_ როდისგაფუჭდაზვიად ძიძიგური?

_ ზვიადი ჩვენ გვერდით იდგა. ილია მართლის საზოგადოების წევრი იყო და 1996 წელს დააპატიმრეს, მის პატიმრობას პოლიტიკური სარჩული ედო. 2002 წელს გამოუშვეს ციხიდან და ადამიანი ვეღარ ვიცანით. ძალიან შეცვლილი იყო. სააკაშვილის აქციების დროს გააქტიურდა. შემთხვევით შემხვდა და ვკითხე, _ ზვიად, რა გინდა სააკაშვილისა და ჟვანის გვერდით-მეთქი. მიპასუხა: “რუსუდან, შენ არ იცი, მიშა ვინ არის, ის მეორე ზვიად გამსახურდიაა. მათი იდეოლოგია ერთია”.

როგორც ჩანს, ოღონდ თანამდებობაზე იყოს და, ძიძიგურისთვის მიშაც ზვიადია და ბიძინაც. ძიძიგური პარლამენტში ნუკრი ქანთარიასა და გია ვოლსკის გვერდით ზის, იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც ავტომატით ებრძოდნენ ეროვნულ მთავრობას. “კარვის ქალსმიწოდებენ, მაგრამ ამით ვამაყობ, რადგან ერთი აგური ჩემი სამშობლოს ასაშენებლად დადებული მაქვს.

არ ვიცი, 1992 წელს პირველმა ვინ ისროლა _ ქანთარიამ თუ ვოლსკიმ, მაგრამ, როდესაც სროლა ატყდა, ბოძს ამოვეფარე. ჩემთან ერთად მყოფი აველინა პერტია კი მოკლეს. ცხედარი სამი დღის შემდეგ ძლივს წაიღეს მისმა ძმებმა სამეგრელოში. მაშინ ზუსტად არ დამინახავს იარაღი ვოლსკის ეჭირა ხელში თუ ქანთარიას. დღეს ეს ადამიანები ჭკუას გვარიგებენ და დაპირებებს გვაძლევენ, მათ გვერდით კი ზოგიერთი ეროვნულობით ტრაბახობს.

პატარა კაცებო, თქვენისთანაეროვნულებმადაამხეს საქართველოს პირველი პრეზიდენტი.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. აფერისტებო ყველა ქვეყნისა შეერთდით…ძიძიგური…გუჯაბიძე და რამდენი სირინოზია კიდევ პარლამენტში….ტფუი თქვენი

  2. სრულიად გასაწმენდია დღევანდელი პარლამენტი, ეს ადამიანები ვინც მანდ ზიან დამოუკიდებლად რომ იყარონ კენჭი 1% კი ვერ გადალახავე. ეგენი მანდ მოხვდნენ ივანიშვილის ავტორიტეტით და ეს ავტორიტეტი ცუდად გამოიყენეს როცა შეეძლოთ მთავრობაში მოღვაწეობით ხალხის გული უფრო მოეგოთ მაგრამ პირიქით შეაძულეს 2 წელიწადში ხალხს თავი. ძიძიგური, სანიკიძე და კიდევ სხვა მრავალნი ბებერი არაფრის მაქნისები არავითარ შემთხვევაში აღარ უნდა მოხვდნენ 2016 წელს პარლამენტში.

  3. \\\”ძირს მეფე! გაუმარჯოს მეფეს!\\\” – ეს გამოცდილი, ბრძენი ხალხის ნათქვამია და არასდროს ხუნდება. ყველა პოლიტიკოსი თუ პარტიული, როცა ის რომელიმე პარტიაში შედის, უკვე უპირისპირდება დანარჩენ საზოგადოებას. შემდგომში, თუ ხელისუფლბაში მოვა, ხარობს, ხომ მაგრად მოვატყუე ხალხიო. ვაცალოთ ეს სიხარული. ესენიც ისე ჩაივლიან, როგორც ბევრ სხვას ჩაუვლია, ჩვენ კი ისევ ახალ მატყუარებს ავირჩვთ, რადგან პოლიტიკაში წესიერი ხალხი არ მოდის. გაიხსენთ სანიკიძის ნათქვამი: მილიონერი უნდა გავხდეო. ჰოდა, ამ საქმითაა დაკავბული!

  4. მცირე უზუსტობა: ძიძიგური 1995 დააკავეს ივნისში და გაანთავისუფლეს 2000 წლის 21 აპრილს

  5. მწყინს, რომ ამ საიტის არსებობა დღემდე არ ვიცოდი და ჩემდა სასიხარულოდ, დღეს შემთხვევით აღმოვაჩინე და პირველი კომენტარიც გავაკეთე, ძალიან მომეწონეთ! ჩათვალეთ, რომ ჩემი სახით კიდევ ერთი ერთგული მკითხველი გყავთ და ვიცდილებ ჩემი ახლობელ-ნაცნობებიც მოვიწვიო თქვენთან. დიდი მადლობა!

  6. ვინ შეყარა ვოლსკი და ქანთარია პარლამენტში? ივანიშვილმა. ვინ ებრძოდა იარაღით ხელში ბატონ ზვიად გამსახურდიას? ვოლსკი და ქანთარია. მაშ ვინ ყოფილა ივანიშვილი?

  7. ქანთარიას გვერდით პარლამენტში პაატა ბარათაშვილი ზის, ახლაც ეროვნულობით მოაქვს თავი.

  8. როგორ მეზიზღებიან ესენი ნეტა ვინმემ იცოდეს, გული მერევა ამ პროვინციულ ტიპაჟებზე უკვე! რა უნდათ ამათ პარლამენტში ხალხო? საერთაშორისო დონეზე ამათმა რა ქვეყანა უნდა წარმოაჩინონ? გულის ამრევია ეს უკვე, მუქთახორები და უმაქნისები არიან. ენერგია ამათ არ აქვთ რამე რომ გააკეთონ, განვითარება და არაფერი. რაც ესენი არიან უარესი ამათი პარტიული აქტივი იქნება. განუვითარებელები!

  9. \\\”ეროვნულობა 800-დოლარიანი ჩოხის ჩაცმას არ ნიშნავს…\\\”

    \\\”…მივმართავ მათ: ჰეი, თქვენ, ამისთვის ვიბრძოდით? გაიხადეთ ძვირად ღირებული ჩოხები. ეროვნულობა პრეზერვატივის აკრძალვა არ არის!\\\”

    😀 😀 😀

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here