ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა. პრეზიდენტმა, რომელიც ბელარუსს უკვე 21 წელი მართავს, არჩევნებში ხმების 83,5 % მოაგროვა. მის არც ერთ მოწინააღმდეგეს ხმების 5%-ზე მეტი არ მიუღია.
წლებია, დასავლეთი უშედეგოდ აკრიტიკებს ლუკაშენკოს რეჟიმს. 2005 წელს აშშ-ის იმჟამინდელმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა ალექსანდრე ლუკაშენკოს „ევროპის უკანასკნელი დიქტატორი“ უწოდა.
აღსანიშნავია, რომ ბელარუსის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის, 21-წლიან ისტორიაში ხუთი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და ხუთჯერვე ლუკაშენკომ გაიმარჯვა. მას ხმების 75%-ზე ნაკლები არასოდეს დაუგროვებია.