Home რუბრიკები პოლიტიკა მურაზ ნაგიევი: “ისლამური სახელმწიფოს” წარმომადგენლები და ამერიკისა და ბრიტანეთის სპეცსამსახურების თანამშრომლები ერთი...

მურაზ ნაგიევი: “ისლამური სახელმწიფოს” წარმომადგენლები და ამერიკისა და ბრიტანეთის სპეცსამსახურების თანამშრომლები ერთი კვირის განმავლობაში იკრიბებოდნენ თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში და თათბირობდნენ

1116

მსოფლიო ხალხთა ქრისტიანულმუსლიმანური მეგობრობისხელმძღვანელი მურაზ ნაგიევი სოციალურ ქსელში შემაშფოთებელ ინფორმაციას ავრცელებს და მოსალოდნელ საფრთხეზე საუბრობს. “ბევრის თქმა არ შემიძლია და არც მაინტერესებს ეს თემა, მაგრამ მხოლოდ ერთს ვიტყვი და განზე გავდგები… 

ყველამ თავს უშველეთ და დატოვეთ საქართველო! სულ მალე თავდასხმები განხორციელდება სალოცავებზე, სამხედრო ობიექტებსა და შსს-ს ნებისმიერ დაწესებულებაზე. ეს არ არის ინტრიგა და არც ხუმრობა. ეს არის რეალობა და დიდი ხნის წინათ შემუშავებული გეგმა, რომელიც, სამწუხაროდ, უხუცესთა ბრძანებით გააქტიურდა”, _ წერს მურაზ ნაგიევი.  “საქართველო და მსოფლიო” მურაზ ნაგიევს დაუკავშირდა.

_ “ეს არის რეალობა და დიდი ხნის წინათ შემუშავებული გეგმა”, _ წერთ თქვენ. რა გეგმაზე საუბრობთ და ვინ შეიმუშავა იგი?

_ მათთვის ომის წარმოებაც ბიზნესია. “ისლამური სახელმწიფო” რა მიზნით შეიქმნა? გგონიათ, მართლა მათ წინააღმდეგ იბრძვიან ეს საერთაშორისო ორგანიზაციები? “ისლამური სახელმწიფოს” უკან ბრიტანელები, ებრაელები და ამერიკელები დგანან. სწორედ ისინი აწარმოებენ ომს ტერიტორიების ხელში ჩასაგდებად, რათა ქვეყანა გაანადგურონ, ხალხი გააქციონ, ინფრასტრუქტურა მოიშალოს და ტერიტორია მათ დარჩეთ. შემდეგ ამ ტერიტორიაზე ტერორიზმთან ბრძოლის სახელით შევლენ. და, თუ რომელიმე ქვეყანა არ დაემორჩილება და მათი კონტროლიდან გასვლას შეეცდება, არეულობას მოაწყობენ. “ისლამური სახელმწიფოსლიდერიც მათი წარმომადგენელია.

_ ეს ქვეყნები ხომ ებრძვიანისლამურ სახელმწიფოსდა გმობენ ტერორიზმს?! რის საფუძველზე ამბობთ, რომ ისინი ტერორისტებს ხელს უწყობენ?

_ დიახ, ისინი გამოდიან და საუბრობენ, რომ საერთაშორისო ტერორიზმს ებრძვიან. ამ ზაფხულს, ივნისში, მე და ჩემმა მეგობარმა თბილისში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ვნახეთ. “ისლამური სახელმწიფოსწარმომადგენლები და ამერიკისა და ბრიტანეთის სპეცსამსახურების თანამშრომლები ერთი კვირის განმავლობაში იკრიბებოდნენ თბილისის ერთერთ სასტუმროში და თათბირობდნენ. სპეციალურად შეარჩიეს ისეთი სასტუმრო, რომლის გარშემო ვიდეოთვალი არ არის და ცოტა მიყრუებული ადგილია. მართალია, სასტუმროში ვერ შევაღწიეთ, მაგრამ ფოტოები გადავუღეთ.

 ელემენტარულია: თუ ტერორისტებს ებრძვიან, მაშინ თურქეთსაც დაეხმარონ, ასეთი ქაოსი რომ არ იყოს ქვეყანაში. ერთ მუჭა ქურთებს ვინ აფინანსებს, ამხელა თურქეთს რომ უპირისპირდებიან? ეს არის საინტერესო.

ჩვენი ქვეყნიდან დავიწყოთ. როგორც კი საქართველომ ევროპული კურსის შესახებ განაცხადა, ქაოსი დაიწყო ქვეყანაში. როცა საქართველოს კარგი ურთიერთობა ჰქონდა რუსეთთან, აზერბაიჯანთან და კავკასიის სხვა სახელმწიფოებთან, ქვეყანაში არანაირი ქაოსი არ იყო. რუსეთი მტრად გამოვაცხადეთ და, ისლამური სახელმწიფოსშემოჭრის შემთხვევაში, არც რუსეთი დაგვეხმარება და არც ამერიკა, სრულიად მარტო აღმოვჩნდებით.

მე ვთანამშრომლობდი ევროკავშირის ანტიტერორისტულ საგამოძიებო სტრუქტურებთან და ვიცი, ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც მათი კონტროლიდან გავიდა და დამოუკიდებლად მუშაობა სცადა, გაანადგურეს. თვითონ ქმნიან ამ ორგანიზაციებს, შემდეგ თვითონვე ანადგურებენ და გაიძახიან, ტერორიზმს ვებრძვითო. მათ სამი დიდი ქვეყნის _ რუსეთის, თურქეთისა და ირანის _ განადგურება სურთ. თუ ამას მიაღწევენ, თავიანთ გეგმას, რომელიც ზემოთ ვახსენე, შესრულებულად ჩათვლიან.

ამდენი ხანია, ებრძვიან ერთ პატარა დაჯგუფებას, რომელიც, სერიოზული სპეცოპერაციის ჩატარების შემთხვევაში, ერთორ თვეში შეიძლებოდა გაენადგურებინათ, მაგრამ ვერ ახერხებენ, რადგან მათ უკან ძლიერი ქვეყნები დგანან.

_ ფოტოები ახსენეთ. გადაეცით ეს ფოტოები უშიშროების სამსახურს?

_ რა თქმა უნდა, არა. იქ არ არიან პროფესიონალები და იმიტომ; პირიქით _ ჩვენს ორგანიზაციას ებრძვიან, ამ საქმეში თვითონ რომ გამოჩნდნენ ლიდერებად და ყველაფერი კონტროლზე აიყვანონ. გვსურს, დამოუკიდებლად ვიმუშაოთ, რადგან ნორმალურ კადრებს ვერ ვხედავ.

თავდაპირველად, როდესაც ახალი ხელისუფლება დაინტერესდა ჩემით, მეც დავეხმარე. იმხანად ეს პროცესი უკვე დაწყებული იყო. არასამთავრობო ორგანიზაცია ვერ შეძლებდა მათ შეჩერებას. ჩვენ გვქონდა სია იმ ადამიანებისა, რომლებიც წასასვლელად ემზადებოდნენ, გადავეცით კიდეც ხელისუფლებას, მაგრამ რეაგირება არ მოჰყოლია. 300 კაცი წავიდა საქართველოდან და შეუერთდა “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებს. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რა ვიცოდით, სირიაში თუ მიდიოდნენო. არადა, სპეცსამსახურების საქმეც ეგაა, უნდა იცოდნენ და სიტუაციას აკონტროლებდნენ. მე თუ მქონდა ინფორმაცია, მათ არ უნდა ჰქონოდათ?! სხედან დეპარტამენტებში და აზრზე არ არიან, ვინ სად მიდის ან მოდის. საზღვარზე ამას ვერ გააკონტროლებ, თუ წინასწარ არ გაქვს ინფორმაცია. ტერორისტები, როგორც დევნილები, ისე შედიან ევროპის ქვეყნებში და ჩვენ როგორ გავაკონტრილებთ ამ პროცესს?!

დაზუსტებით ვიცოდით, რომ ამას წინათ ავღანეთში ჩვენს ჯარზე თავდასხმა იგეგმებოდა, ყველა გავაფრთხილეთ, ყველაფერს ვაკონტროლებთო, _ ამბობდნენ, მაგრამ თავდასხმა მაინც მოხდა. ჩვენი ინფორმაცია სასაცილოდ არ ჰყოფნის ხელისუფლებას, ყურადღებას არ აქცევს.

_ ჩვენ რატომ გვემუქრება საფრთხე? ვის უშლის საქართველო ხელს, ვისთვის არის ის საფრთხე?

_ არ მინდა, ხალხი პანიკაში ჩავარდეს ჩემ მიერ გავრცელებული ინფორმაციის გამო, მაგრამ დიდი ხანია, თვალს ვადევნებ მოვლენებს და დასკვნებიც გამომაქვს. საქართველო ყოველთვის საფრთხის ქვეშ იმყოფება. ახლა, უბრალოდ, საკუთარი მიზნებისთვის სჭირდებათ საქართველოს ტერიტორია, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ იქნება და ქაოსი მოსალოდნელია, თუ ხელისუფლებამ დროულად არ მოაგვარა ურთიერთობები ყველა ქვეყანასთან, არ მოაწესრიგა რელიგიური და პოლიტიკური საკითხები. წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო სისტემაც ჩამოიშლება და ეროვნული და რელიგიური დაპირისპირების საფრთხის წინაშეც აღმოვჩნდებით.

გარკვეულ ძალებს მესამე მსოფლიო ომის დაწყება სურდათ, მაგრამ რამდენიმეჯერ შეჩერდა ეს პროცესი. მესამე მსოფლიო ომი, ფაქტობრივად, უკვე მიმდინარეობს, ოღონდ სირიაში. ეს პროცესი დიდი ხნის წინათ დაიწყო. სირიის შემდეგ კი საქართველო შეიძლება აღმოჩნდეს საფრთხეში. ჩვენი ქვეყნის საზღვრები ხომ, ფაქტობრივად, ღიაა.

_ გამოსავალს ხედავთ? წერთ, რომ ქვეყანა დავტოვოთ, მაგრამ ეს ხომ არ არის გამოსავალი?

_ მე ვიგულისხმე უდანაშაულო ადამიანები _ ქალები, ბავშვები. მათ თავს უნდა უშველონ, რადგან, აქ არეულობა რომ დაიწყება, ისევ მოსახლეობა დაიჩაგრება, თორემ ეს პოლიტიკოსები გადავლენ ევროპაში და თავს უშველიან. “ისლამური სახელმწიფოს” წარმომადგენლები დაუფარავად ამბობენ, რომ მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, ქრისტიანია თუ მუსლიმანი, ყველას თავებს მოაჭრიან, ვინც მათ წინააღმდეგ წასვლას გაბედავს.

მინდა, ვთქვა, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები ვართ და ყველა ქვეყანასთან კარგი ურთიერთობა გვსურს. გვინდა, ჩვენს მრავალეროვან ქვეყანაში ბედნიერად ვიცხოვროთ. მე თვითონ მუსლიმანი ვარ და ქრისტიანებთან უპრობლემოდ ვმეგობრობ. ძალადობას კი ყველა რელიგია გმობს.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

2 COMMENTS

  1. diax es yvelaferi simarTlea da yvelam unda gaiTvaliswinos..saqartvelo ra xania safrtxeshia da tu rusettanurtiertobebs ar davalagebt martod davrchebit nebismier brdzolashi..teroristebs tviton afinanseben amerikac inglisisc da sxva geiganti saxelmwifoebi sxva qveynebshi situaciis asarevad da shemdeg titqosda am qveynebshi wesrigis damyarebis miznit , dasapyrobad..es rusetma ukve gaigo da siriashic swored amitom shevida tanac kanonzomierad…..

  2. რა სისულელეს ბოდავს. სადაა სურათები თუ გადაიღო? დღეს თბილისის გარეუბნებში მდებარე ნებისმიერ სავაჭრო ობიექტს ვიდეოკამერა აქვს დაყენებული და ამ სასტუმროს კამერები არ ჰქონია. არ მოგბეზრდათ ხალხის დაბოლება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here