Home რუბრიკები პოლიტიკა ბანალური ისტორია ნავთის სუნით

ბანალური ისტორია ნავთის სუნით

692

ერთი კვირის წინათ ვწერდი: “თუისლამური სახელმწიფოსწინააღმდეგ ფართო კოალიცია არ შედგება, რუსეთი პარტნიორებთან ერთად მაინც ეცდება ვითარების შეცვლას ახლო აღმოსავლეთში და, რაკი სამხედრო (თუნდაც მხოლოდ საჰაერო დარტყმების) მონაწილეობის უფლება დაიბევა, სრულიად რეალურია, რომ ამ დაპირისპირებაშიისლამური სახელმწიფოსშევიწროებას შეძლებს. ამ შემთხვევაში აშშ იძულებული შეიქნება, თავადაც ითანამშრომლოს, რათადაფნის გვირგვინირუსეთს არ დაუტოვოს. ეს დაახლოებით ისევეა, როგორც უსასრულოდ გაჭიანურებულიმეორე ფრონტისგახსნა იყო მეორე მსოფლიო ომში”.

ორიოდე დღის წინათ ამერიკელები ზუსტად ასე მოიქცნენ: რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების წარმატებით განხორციელებული ავიადარტყმების კვალდაკვალ პრეზიდენტმა ობამამ “მნიშვნელოვანი ფრონტი” (“მეორე ფრონტი” ცუდ ასოციაციას აღძრავს და, ალბათ, ამიტომ) გახსნა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში. პენტაგონის ინფორმაციით, უკვე 6 ავიადარტყმა განხორციელდა. The New York Times თიმეს წერს, რომ აშშ და მისი მოკავშირეები ამ მოქმედებებს იმ ადგილიდან მოშორებით ახორციელებენ, რომელ ტერიტორიაზეც რუსეთი ატარებს თავის სამხედრო კამპანიას. რუსმა სამხედროებმა 20 ავიადარტყმა განახორციელეს და რამდენიმე ასეული მებრძოლი გაანადგურეს. “ჯებჰათ ანნუსრასდაჯეიშ ალიარმუკისდაახლოებით სამი ათასი მებრძოლი სირიიდან გაიქცა და იორდანიას შეაფარა თავი, ნაწილი ტყვედ ჩაბარდა სირიის არმიას.

ერთი კვირის წინათ რუსეთის პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ ფართო კოალიციის იდეას ობამამ ნაგვიანევი და იძულებითი “მეორე ფრონტით” უპასუხა. ლტოლვილებით შეწუხებული ევროპა გაოცებულია პოზიციების ასეთი სწრაფი ცვლით. ბრიტანელი ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომისლამური სახელმწიფოსმიმართ დასავლეთის პოლიტიკით უკმაყოფილოთა რაოდენობა იზრდება, მატულობს კრიტიკა აშშის, როგორც იმ ალიანსის ლიდერის, მიმართ, რომელიც ხალიფატის განადგურების მიზნით შეიქმნა.

Financial Times წერდა, რომ ქურთი გენერალ-მაიორი ეისა ზავირი გაოცებას ვერ მალავს, რადგან “ისლამური სახელმწიფოს” მომარაგების არხები თვალსაჩინოა და მათზე დარტყმა პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ მას ხელ-ფეხი აქვს შებოჭილი: “ჩვენ ველაპარაკეთ აქ მყოფი ამერიკული, ბრიტანული და ფრანგული კონტინგენტების წარმომადგენლებს, რომლებიც თვითანაც კარგად ხედავენ ამას საკუთარი თვითმფრინავებიდან. თუ რატომ არაფერს აკეთებენ, ამაზე პასუხი არ აქვთ”.

60 ქვეყნის კოალიციის წარუმატებლობა სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. სამხედრო წრეების გარდა, დაზვერვამაც გადახედა “ისლამური სახელმწიფოს” მდგრადობისა და მასთან ბრძოლის საკუთარ შეფასებას. ბოლო წლების განმავლობაში 6 ათას 800 ავიადარტყმის შედეგად ხალიფატისთვისწართმეულტერიტორიას არანაირი სტრატეგიული ფასეულობა არ აქვს, სამაგიეროდ, ტიკრიტის აღებას მშვიდობიანი მოსახლეობის მრავალრიცხოვნი მსხვერპლი მოჰყვა, ხოლო ისლამისტებმა 400 განადგურებული სატრანსპორტო საშუალების სანაცვლოდ 2 ათასი ერთეული ამერიკული სამხედრო ტექნიკა ჩაიგდეს ხელში.

ფრანგული პარტია “ეროვნული ფრონტის” ლიდერმა მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ საფრანგეთს დიდი ხნის წინათ უნდა გაეკეთებინა ის, რასაც ახლა რუსეთი აკეთებს: “ჩვენ არჩევანი არ გვაქვს, მოცემულ მომენტში პოლიტიკა რეალობიდან გამომდინარე უნდა ავაგოთ. რეალობა კი ისაა, რომ დღეს სწორედ ბაშარ ასადი მართავს სირიას და არმიას. და თუ ჩვენ მართლაც გვინდა “ისლამური სახელმწიფოს” განადგურება, სხვა ხერხი არ არსებობს, გარდა ბაშარ ასადთან ერთად დიდ კოალიციაში გაერთიანებისა… საფრანგეთს იგივე უნდა გაეკეთებინა, რასაც ახლა რუსეთი აკეთებს, ჩვენ კი, დიპლომატიის თვალსაზრისით, სულელურ მდგომარეობაში ვართ; აშშ-ს დავყვებით მაშინაც კი, როცა ის თვალსაზრისს იცვლის”.

ბაშარ ასადმა ირანის ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა: “სახელმწიფოთა უმრავლესობა ტერორიზმის საფრთხეს გრძნობს და ჩვენ ვხედავთ, რომ სრულიად განსხვავებულმა ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს რუსეთის, სირიის, ერაყისა და ირანის კოალიციას, ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ კოალიციას წარმატების დიდი შანსი აქვს”.

ასადმა ისიც აღნიშნა, რომ აშშის ხელმძღვანელობით კოალიციის შექმნის შემდეგისლამური სახელმწიფოსსაზღვრები გაფართოვდა, მებრძოლთა რაოდენობა კი გაიზარდა. შეერთებული შტატების დაჟინება – გადადგეს ასადი, ერთ-ერთი შეუთანხმებელი მომენტი იყო კრემლსა და თეთრ სახლს შორის. რუსეთის პრეზიდენტი იმ აზრზე რჩება, რომ “ისლამური სახელმწიფოს” დამარცხება მხოლოდ ლეგიტიმური ხელისუფალის პირობებშია შესაძლებელი და ამ ვითარებაში ასადის გადადგომა სირიას ისეთივე ქაოსში ჩაძირავს, როგორშიც ლიბია და ერაყი აღმოჩნდნენ.

და, აი, ასადმა აღმოსავლური სვლა გააკეთა: “სირიელი ხალხის ნებისმიერი გადაწყვეტილება ქვეყნის მომავალზე სავალდებულო იქნება სირიის ხელისუფლებისა და პირადად ჩემთვის, როგორც ოფიციალური პირისთვის. სირიის ხელისუფლება მხარს უჭერს ნებისმიერ პოლიტიკურ ზომებს ტერორიზმთან ბრძოლის პარალელურად… თუ ჩემი გადადგომა სირიის კრიზისის დაძლევას უშველის, მზად ვარ, გადავდგე”.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას: აშშ-ის დაჟინება ასადის გადადგომაზე იმ მოტივით, რომ მან “ხელი შეუწყო” თავისი ქვეყნის მოქალაქეების გაჟლეტას, უკვე ისე ხშირად გამოყენებული სქემაა, რომ არანაირ ნდობას აღარ იწვევს, განსაკუთრებით იმ ციფრების ფონზე, რომლებიც ამერიკულ სამხედრო ინტერვენციებს უკავშირდება ბოლო ოცი წლის განმავლობაში. საუდის არაბეთზე, ამერიკის სტრატეგიულ მოკავშირეზე, ნურაფერს ვიტყვით, სადაც ახლახან 17 წლის ახალგაზრდას მიტინგზე მხოლოდ დასწრებისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ეს იქ ჩვეულებრივი მოვლენაა.

ნურც იმაზე ვილაპარაკებთ, რაც ამ დღეებში მოხდა: ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა ავღანეთში, კუნდუსში, “შეცდომითდაბომბესჰოსპიტალი. ამშეცდომას” 22 ადამიანისექიმებისა და პაციენტების სიცოცხლე შეეწირა. დაჭრილია რამდენიმე ათეული ადამიანი, მათ შორის _ 17 ექიმი. ასეთი “შეცდომები” ადრეც არაერთხელ მომხდარა, მაგრამ ამჯერად რეზონანსი იმან გამოიწვია, რომ ამ ჰოსპიტალში საერთაშორისო ორგანიზაცია “ექიმები საზღვრების გარეშე” მუშაობს. ეს ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ ჰოსპიტლის კოორდინატები ავღანელ და ამერიკელ სამხედროებს გადაცემული ჰქონდათ და აუხსნელია, როგორ შეიძლებოდა მისიშეცდომითდაბომბვა.

ამ ისტორიას განსაკუთრებულ მომხიბლველობას სძენს ის, რომ რუსული თვითმფრინავები ჯერ აფრენილი არ იყვნენ, როცა ამერიკულმა მედიამ დაიწყო ინფორმაციის გავრცელება, თითქოს ისინი სირიაში მშვიდობიან მოქალაქეებს ბომბავენ. ორიოდე დღეში კი გაირკვა, რომ მათ მიერ გავრცელებული ფოტოები რუსეთის ავიადარტყმების დაწყებამდე გაცილებით ადრე იყო გადაღებული. ასე მოხდა კოსოვოშიც, როცა დასავლური მედია “საკონცენტრაციო ბანაკებში” გამომწყვდეული ალბანელების ფოტოებს ამრავლებდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ფოტოები სულ სხვაგან და სხვა დროს იყო გადაღებული, მაგრამ მათ პროპაგანდისტული ფუნქცია უკვე შეასრულეს და გაალბანელებული კოსოვო “გააპატიოსნეს”.

რა უჯდება ამერიკული სამხედრო ინტერვენციები ერაყელებს, ავღანელებსა და სირიელებს, კარგად არის ცნობილი, მაგრამ რა უჯდება ისინი თვით შეერთებულ შტატებს წმინდა მატერიალური თვალსაზრისით? აშშის კონგრესის კვლევითი სამსახურის ინფორმაციით, ამერიკის ხელისუფლებამ ერაყსა და ავღანეთში ტერორიზმის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში 1,6 ტრილიონი დოლარი დახარჯა. 2001 წლის 11 სექტემბრიდან 2014 წლის სექტემბრამდე კონგრესმა 815 მილიარდი დოლარი ერაყის და 686 მილიარდი ავღანეთის ომებისთვის გამოყო, კიდევ 81 მილიარდისხვა ხარჯებისთვის, 27 მილიარდი კი აშშის ტერიტორიის საჰაერო პატრულირების პროგრამისთვის.

აშშ სირიაში ოპოზიციის 5 ათას 500 მებრძოლის გაწვრთნას გეგმავდა. კონგრესის საკომიტეტო მოსმენებზე აშშის ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელი, გენერალი ლოიდ ოსტინი იძულებული შეიქნა, ეღიარებინა, რომ 50 “ზომიერიმეამბოხიდან, რომლებიც ამერიკელებმა გაწვრთნეს, “ისლამურ სახელმწიფოს”, ფაქტობრივად, 4-5 მათგანი ებრძვის. მანამდე აშშმა 60 მებრძოლი გაწვრთნა, რაც 40 მილიონი დოლარი დაუჯდა, თუმცა ისინი ტერორისტებთან ბრძოლის პირველივე დღეს დაიღუპნენ. პენტაგონმა უკვე აღიარა, რომ სირიელ მეამბოხეთა მომზადების პროგრამამ არ გაამართლა. ნახევარი მილიარდი დოლარი შავ ხვრელში გაქრა.

პენტაგონის წარმომადგენლის _ სტივ უორენის ინფორმაციით, ერაყისა და სირიის დაბომბვებზე პენტაგონმა 2,1 მილიარდი დოლარი დახარჯა. სულ კი ერაყის სამხედრო ოპერაციაზე აშშმა 4 ტრილიონი დოლარი დახარჯა. თავდაპირველად თავდაცვის სამინისტრო პოტენციურ ხარჯს 50-80 მილიარდად აფასებდა. თეთრი სახლის ეკონომიკური მრჩეველი ლოურენს ლინდსი, რომელიც ამ ხარჯს 200 მილიარდამდე ვარაუდობდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ლოურენს კორბი აცხადებს, რომ ერაყში ამერიკის პირდაპირი დანახარჯები 800 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო არაპირდაპირი ხარჯების შეფასება მეტად რთულია. ამ “არაპირდაპირ ხარჯებში” შედის ომის დაფინანსებისთვის აღებული კრედიტის პროცენტები, ქუვეითში, ყატარსა და ბაჰრეინში სამხედრო ბაზების შენახვა, ერაყში ამერიკის საკუთრების დაცვა და ერაყელი სამხედროების სწავლება. ერაყისა და ავღანეთის ომების ვეტერანთა ორგანიზაციის დირექტორის _ პოლ რიკჰოფის ინფორმაციით, 2 მილიონი “ერაყელი” ვეტერანის მხოლოდ სამედიცინო მომსახურებას დაახლოებით ტრილიონი დოლარი დასჭირდება.

მერყეობა, პოზიციების ცვლა და უკანდახევა უკვე ნორმად იქცა დასავლურ პოლიტიკაში. არავისთვის არის საიდუმლო, რომ ამერიკელები თალიბებთან თანამშრომლობდნენ. თავის დროზე ასევე თანამშრომლობდნენალ ქაიდასთან”, მუამარ კადაფისთან, სადამ ჰუსეინთან და სხვებთან. სხვათა შორის, ასადთთანაც მეგობრობდნენ, ვიდრე უეცრად მკვეთრად შეიცვლიდნენ პოზიციას.

მაინც რამ გამოიწვია საერო და ცივილიზებული ასადის “ჯალათად” გამოცხადება?

2010 წლის ბოლოს სირიის ტერიტორიულ წყლებში ნორვეგიულმა კომპანია ANSICმა ნავთობის 14 ახალი საბადო აღმოაჩინა, საერთო ჯამში, 37 მილიარდი ტონის მარაგით. საუდის არაბეთის მარაგი 36 მილიარდი ტონაა, ერაყის – 15,7 მილიარდი, ქუვეითის – 14,28 მილიარდი, გაერთიანებული ემირატების – 14 მილიარდი ტონა. იმის გათვალისწინებით, რომ სირია ნავთობს 1974 წლიდან მოიპოვებს, ეს ახალი მარაგი სრულიად ცვლის ნავთობის ბალანსს ახლო აღმოსავლეთში. ნავთობის რაოდენობის გარდა, ეს ახალი საბადოები იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ იგი მიწის ზედაპირიდან მხოლოდ 250 მეტრის სიღრმეზეა და, ტექნოლოგიური თვალსაზრისით, მისი მოპოვება მსოფლიოში ყველაზე იაფი დაჯდება. ახალი საბადოები 2010 წელს აღმოაჩინეს, 2011 წელს კი სირიაში სამოქალაქო ომმა იფეთქა.

ბანალური ისტორიაა.

ისეთივე ბანალური, როგორიც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე პოზიციებისა და პრიორიტეტების ცვლა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან. უცვლელი მხოლოდ საქართველოს ძველი და ახალი ხელისუფლებების პროდასავლური პოზიციაა. დასკვნები არ კეთდება, დამოკიდებულებები არ იცვლება. სულელისა და საკუთარი შეცდომების არ იყოს, იმას მაინც ხომ უნდა ხვდებოდე, რომ რუსეთს მანამდე უნდა დაელაპარაკო, ვიდრე იგიისლამურ სახელმწიფოსდაამარცხებს(!), თუ, რა თქმა უნდა, შენი ეროვნული ინტერესი გამთლიანებული საქართველოა და არა დასავლეთის ცვლადი პოზიციების უცვლელი ერთგულება.

ნანა დევდარიანი

1 COMMENT

  1. gonierma adamianebma ki vicit amerika rasac schadis, magram sakartvelos gamoyeyechebul tu shegnebulad moralate mtavrobas tu esmis rom tavi daanebos amerikistvis tavis kicisn da muxlebze dgomas da rusets shemoubrundes ketilgonivruli p[olitikit radgan mastanaa ccored salaparako teritoriebis dabruneba tu gvinda odesme.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here