Home რუბრიკები პოლიტიკა “ჩუჟოი”! “სვოი”! ანუ დახვრეტა, როგორც სასჯელი ”რუსეთუმეებისთვის”!

“ჩუჟოი”! “სვოი”! ანუ დახვრეტა, როგორც სასჯელი \”რუსეთუმეებისთვის\”!

1020

არა, არაფერი მეშლება. სწორედ ასე შეიძლება შევაფასოთ ის, რაც ბოლო პერიოდში უკვე აშკარად ჩანს სოციალური ქსელებიდან. ფიზიკური ლიკვიდაციით პირდაპირი მუქარის წერილები არაერთი ინტერნეტმომხმარებლისთვის უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა.

 
 

საზოგადოდ, მსოფლიოში ინტერნეტმუქარები ცნობილი პრობლემაა, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან საყურადღებო და ერთგვარად გულდასაწყვეტიცაა, რომ ასეთ მუქარებს უკრაინაში მებრძოლი ქართველები უთვლიან თანამემამულეებს… ან ძალიან მინდა დავიჯერო, რომ მათი სახელის ბოროტად გამოყენებით ავრცელებს ვინმე.

მუქარის ტექსტები ანალოგიურია:

თქვენ, ყველა რუსეთუმეებს, დაგერხევათ! ჩვენ ჩამოვალთ და, თუ ხელისუფლებაში მოვედით, ყველას ციხეებში ჩაგყრით! თუ ომი დაიწყება, ჯერ თქვენ დაგხვრეტთ და მერე მივუბრუნდებით რუსებს! იცოდეთ, ეს ფუჭი დაპირება არ არის!”

მასალას ვურთავთ შესაბამის “ინტერნეტ-სქრინს”, თუმცა ამ მუქარის გამავრცელებელი ორივე ადამიანის სახელი და გვარი დაფარულია. ისინი თავს უკრაინაში მებრძოლ ქართველებად ასაღებენ და, თუკი ეს ეგრეთ წოდებული ინტერნეტფეიკია, უბრალოდ, არ გვინდა, რომ მათ სახელებს ჩრდილი მიადგეს თანამემამულეთა თვალში.

განა არ მიაყენებს ჩრდილს ქართველი ჯარისკაცის სახელს ის ფაქტი, რომ იგი ქართველებს დახვრეტით ემუქრება?!

ვინმემ შეიძლება თქვას და გაამართლოს, _ მანდ რუსეთუმეებზეა საუბარიო?!

საქმეც ეგაა და მთელი უბედურებაც!

მოდით, ვიკითხოთ, ვინ არიან \\\”რუსეთუმეები\\\” ასეთი მუქარების გამავრცელებლისთვის?

ვინ და _ ყველა ის ადამიანი, რომლებიც ფიქრობენ ნატოსთან ინტეგრაცია, ამ ეტაპზე მაინც, ნაადრევია საქართველოსთვის და ჯერჯერობით, მეტნაკლებად, მოგვიწევს .. რუსულ ორბიტაზე დარჩენა, რათა ჩვენს ქვეყანას მეტი ზარალი არ მიადგეს

აი, სწორედ ასეთი ადამიანები უნდა დახვრიტონ მათ!

არადა, ენდიაის ცნობილი კვლევის მიხედვით, ასე მოფიქრალი ადამიანები საქართველოში 31 პროცენტია.

ყველა სხვა გათვლით, _ მეტიც!

რა გამოდის?

ისინი დახვრეტით ემუქრებიან საქართველოს მოსახლეობის 31 პროცენტს, ანუ მესამედს?

კარგი და, როგორი თვალით შეიძლება შეხედოს მოსახლეობამ ჯარისკაცს, რომელიც ყოველ მესამე თანამოქალაქეს დახვრეტს?

მგონი, უკრაინაში მებრძოლი ქართველების სახელისთვის მთლად კარგი ვერ არის მსგავსი მუქარები, მაგრამ, თუკი ესფეიკიარ არის, ურიგო არ იქნება, დაფიქრდნენ

უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რომ ასეთი განცხადებების ავტორი სამშობლოს ჯარისკაცი უკვე აღარ არის, არამედ პოლიტიკურად ანგაჟირებული უკანონოდ შეიარაღებული პირის იმიჯს იკეთებს. თუმცა მსგავსი რამ უცხო ნამდვილად არ არის ჩვენთვის, ანუ მათთვის, ვინც იმ ცხრაწლიან რეჟიმში სწორედ პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯარისა და პოლიციის პირობებში ვიცხოვრეთ.

ამიტომ, სულაც არ არის წარმოუდგენელი, რომ იქ, უკრაინაში, სამშობლოს სახელით მებრძოლთა შორის მართლაც იყოს არაერთი ისეთი შეიარაღებული ადამიანი, რომლებსაც თავიანთი პოლიტიკური ლიდერები გაცილებით დიდ ავტორიტეტად მიაჩნიათ, ვიდრე სამშობლო!

და აი, სწორედ აქ ისმის კითხვა _ როდის უფრო საშიში იყო სააკაშვილი და მისი ხალხი _ ხელისუფლებაში ყოფნისას თუ ახლა?

ეს სულაც არ არის რიტორიკული შეკითხვა და მართლაც დასაფიქრებელია. აკი, ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ნებისმიერი ექსცესი, ნებისმიერი “დახვრეტა” ადამიანებისა, მათ, როგორც ხელისუფალთ, ძვირად უჯდებოდათ და ყოველი ასეთი ფაქტის გახმაურება ძირს უთხრიდა სწორედ მათსავე მმართველობას.

ახლანდელ პირობებში კი ვის მომხრეზეც უნდა მოხდეს თავდასხმა, ეს მაინც ხელისუფლებას აზიანებს და არანაირად არ აყენებს ჩრდილსოპოზიციაშიგადაბარგებულნაციონალურ მოძრაობას”.

შეიძლება საფრთხე დაემუქროს იმ ადამიანებს, ვინც არც “ნაციონალებს” სწყალობს და არც “ქართული ოცნების” თავგადაკლული მომხრეა.

ასეთი ადამიანების მკვლელობის შემთხვევაში “ნაციონალურ მოძრაობას” ბრწყინვალე შანსი ეძლევა, ეს ტერორი სწორედ “ოცნებას” გადააბრალოს და მათ ამის გამოცდილება უკვე აქვთ კიდეც _ ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობის ფაქტს ისინი მეტ-ნაკლები წარმატებით “ტენიან” მოქმედ ხელისუფლებას და ამ საქმის გამოძიების ხელოვნურ გაჭიანურებაზეც ბევრს გაჰყვირიან.

რაც შეეხება მკვლელთა დაგეშვას ვინმეზე, ეს ხერხინაციონალებმაშესანიშნავად იციან. დააბრალე რუსეთუმეობა, უწოდე რუსეთის მომხრე, მტრის მონა და დამთავრდა _ ყოველთვის მონახავ ორსამ ისეთ შეიარაღებულ სულელს, დამატებითი არგუმენტების მოთხოვნის გარეშე რომ იკისრებს მტრის მიერ მოსყიდული მოღალატის ლიკვიდაციას.

ილია ჭავჭავაძის მკვლელობა ამის საუკეთესო მაგალითია. სადაც ამ მართლაც საქართველოსთვის და ქართველებისთვის თავდადებულ ადამიანს ასე იოლად შეუკერეს მოღალატის მანტია, რა პრობლემაა, ვინმე დღევანდელ მეტ-ნაკლებად ცნობილ ადამიანს რუსის მონის იარლიყი სახელდახელოდ რომ მიაწებონ?

არ უქნიათ თუ რა?!

გახსოვთ, ალბათ, “დათა თუთაშხიას” ერთ-ერთი პერსონაჟი ასპიონა. იმ ეპიზოდში თიყვა ასეთ რამეს ეუბნება დათას:

მკვლელია ასპიონა! სხვა ყველაფერთან ერთად, სულელია მაგი და ხომ იცი, სულელი იოლად კლავს კაცს!”

აი, მთავარი ამოსავალი წერტილი!

განა ვინმესთვის საიდუმლოა, რომ ყოფილ ხელისუფლებას ასპიონების ბანდები ჰყავდა, რომლებიც სულაც არ მიიჩნევდნენ საჭიროდ ტვინის განძრევას?

მარტივად რომ ვთქვათ, მათ “ხაზეინი” უნერგავს “ჩუჟოის” და “სვოის” ცნებებს და მორჩა!

ჩუჟოიუნდა მოკვდეს! უნდა დაიხვრიოტოს! უნდა განადგურდეს!

და ეს უნდა გაკეთდეს პატრიოტიზმის, საქართველოს, სამშობლოს სახელით!

ასეთი შეიარაღებული რობოტები, ჯარისკაცები კი არა, მკვლელები რომ არიან, ამას, მგონი, დიდი განსჯა არ სჭირდება…

ახლა, მოდი, ვნახოთ, რას და როგორ ფიქრობენ ის ადამიანები, რომლებიც სხვებს \\\”რუსეთუმეს\\\” იმიჯს უკეთებენ, თვითონ კი პატრიოტებად მოაქვთ თავი.

აქვე დაბეჭდილ მეორე “სქრინზე” შეგიძლიათ ამოიკითხოთ:

მაღიზიანებს ის ხალხი, რომელიც ამბობს, რომ საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებელი, რომ ქართველმა ხალხმა თავად უნდა აირჩიოს თავისი ღირებულებები. მე არ მიმაჩნია, რომ ქართველი ხალხი არის იმ დონეზე, რომ მათ იცოდნენ, რა არის მათთვის ცუდი და კარგი. როგორც 5-10 წლის ბავშვმა არ იცის, რა არის მისთვის უკეთესი, ასევეა ქართველი ერიც.

მე მინდა, რომ საქართველო იყოს ცივილიზებული სამყაროს ბავშვი და არა დამოუკიდებელი ერი, რომელიც თავად მიიღებს გადაწყვეტილებებს. ქართველ ხალხს მისცე დამოუკიდებელი არჩევანი, ეს იგივეა, მაიმუნს დააჭერინო ხელში მოქმედი ყუმბარა.

ჩვენნაირ არაცივილიზებულ და ჩამორჩენილ ერებს, თავისუფლება კი არა, მუდმივი კონტროლი და განათლება სჭირდებათ! ჩვენ ვართ განუვითარებელი ერი.” ამ “სქრინსაც” არ ვაწერთ ავტორის ვინაობას, რადგან არ გვსურს ასეთი კომბოსტოსთავიანების რეკლამა ჩვენი გაზეთით.

აი, ასე მოაზროვნე ადამიანები სხვას უწოდებენ \\\”რუსეთუმეს\\\”, სამშობლოს მოღალატეს, გამყიდველს და . .

აი, ასეთი ადამიანები უტარებენ პროპაგანდას ქართველ მებრძოლებს, ვინ უნდა დახვრიტონ.

ამ ადამიანებს სამშობლო კი არ უყვართ და მისი თავისუფლება კი არ სურთ, უბრალოდ, უფრომდიდარი ბატონიუნდათ და საკუთარი ერის წარმოუდგენელი ლანძღვისა და დამცირების ხარჯზე აპირებენ ამახალი ბატონისთვისთავის მოწონებას, კეკლუცობასა და საკუთარი მატერიალური კეთილდღეობის მოწყობას!

გამყიდველობა სწორედ ამას ჰქვია და არა იმას, ჭეშმარიტი მამულიშვილი რომ ჩაფიქრდება, გააანალიზებს, რით შეიძლება საკუთარი ერი, საკუთარი ქვეყანა იხსნას, გადაარჩინოს და, თუ საჭიროება მოითხოვს, რუსეთში კი არა, მონღოლთა ურდოშიც კი წავიდეს მოსალაპარაკებლად ან სულაც იმისთვის, რომ საკუთარი ხალხის გადასარჩენად თავი მოჰკვეთონ.

და კიდევ ერთხელ _ ძალიან მინდა, დავიჯერო, რომ ეს დახვრეტის მუქარაფეიკია”, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მაინც მინდა, ქართველი მებრძოლები დაფიქრდნენ, ვის ემსახურებიან და რა აზრები ტრიალებს სინამდვილეში \\\”რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლთა\\\” თავებში!

აქვე შეგახსენებთ _ თავის დროზე თენგიზ კიტოვანიც რუსებთან საომრად გარბოდა, როდესაც ის რიკოთის ტერიტორიაზე დააკავა სპეცრაზმმა და უკან მოაბრუნა…

დღეს როგორ ფიქრობთ _ \\\”რუსეთთან ბრძოლა\\\” იყო კიტოვანის ნამდვილი მიზანი?

დაფიქრდით, ბიჭებო!

კარგად დაფიქრდით! \\\”რუსეთის წინააღმდეგ გაქაჩვა\\\” და \\\”პუტინის გინება\\\” _ ეს ამ კომბოსტოსთავიანი, ქართველთმოძულე მაიმუნების ეშმაკური ტრიუკი ხომ არ არის საიმისოდ, რომ თქვენ _ ალალი გულის, სამშობლოს სიყვარულით ანთებულ ადამიანებს _ ისეთი რამე ჩაგადენინონ, რასაც მთელი ცხოვრება ვერ მოინანიებთ და არც შთამომავლობა გაპატიებთ არასდროს?!

თქვენ თქვენი ქვეყანა და ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე კი არ უნდა დახვრიტოთ, არამედ უნდა დაიცვათ! ისინიც კი, ვინც შეიძლება ცდებოდეს და არასწორ გზას ადგეს! თქვენ მათი დაცვა გევალებათ და არა დახვრეტა, ამოხოცვა და ამოჟუჟვა!

ნუ გამოაყენებინებთ თავს ვიღაც მატრაკვეცა და ანგარებიან მოპოლიტიკოსო ტუტუცებს!

თქვენ საქართველოს, სამშობლოს ჯარიკაცები ხართ და ეს მუდამ უნდა გახსოვდეთ!

ბაკურ სვანიძე

 
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here