Home რუბრიკები პოლიტიკა უზბეკეთში ამერიკის ნაელჩარი სააკაშვილის რეჟიმის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას და საქართველოს ბუნებრივი...

უზბეკეთში ამერიკის ნაელჩარი სააკაშვილის რეჟიმის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას და საქართველოს ბუნებრივი რესურსების შეერთებული შტატებისთვის გადაცემას ითხოვს!

548

არა, მართლაც საოცარია, რატომ იზრდება ჩვენს ქვეყანაში ანტიდასავლური და ანტიამერიკული განწყობები. გაგიჟდები პირდაპირ! დასავლელი ლიდერები, ამერიკელი დიპლომატები და სხვები ხომ მხოლოდ მშვიდობისა და ურთიერთგაგებისკენ მოგვიწოდებენ?! არამხოლოდ ამერიკის მოქმედი ელჩი საქართველოში, არამედ იმავე ქვეყნის ყოფილი ელჩიც კი ჯერ უზბეკეთსა და შემდგომ უკრაინაში ჩვენ გვმოძღვრავს და ჭკუას გვარიგებს!

 

ჩვენ კი, უმადურნი, ვზრდით და ვზრდით ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ განწყობებს ჩვენს ქვეყანაში.

აბა, მოუსმინეთ ჯონ ედვარდ ჰერბსტს (აშშ-ის ყოფილი ელჩი ჯერ უზბეკეთში და შემდგომ _ უკრაინაში):

საქართველოს პრობლემა ის არის, რომ აქ ჯერაც არ გამოსულან პიროვნული დაპირისპირებიდან. ერთი ჯგუფი, ანუ ივანიშვილის ჯგუფი არის დაპირისპირებული მეორე ჯგუფთან, ანუ სააკაშვილის ჯგუფთან და ბევრი რამე კეთდება ამ დაპირისპირების გათვალისწინებით, მის ფონზე. საქართველოსთვის აუცილებელია, ეს დაპირისპირება დაასრულონ და ქვეყნის განვითარებაზე იფიქრონ (წყარო აქაც და შემდგომ _ ტელეკომპანია “,მაესტრო”. 25 ივლისის რუბრიკა “ამერიკის ხმა მაესტროზე”

აი, ასე ზრუნავენ პატივცემული ამერიკა და ამერიკელები ჩვენზე. ვიმეორებ, არათუ ჩვენი მშობლიური რიჩარდ ნორლანდი, რომელიც სექტემბრიდან უნდა დაგვემშვიდობოს და სხვა მისნაირი “მეფისნაცვალი” დაგვიტოვოს, არამედ აგერ, უზბეკეთში ამერიკის ელჩიც კი, თანაც ყოფილი, საქართველოზე დარდით აღარ არის და ყველაფერს აკეთებს, რომ სასარგებლო რჩევები მოგვცეს, ერთმანეთზე “პიროვნულად” წაკიდებული ქართველები როგორმე ჭკუაზე მოგვიყვანოს და დაგვამშვიდოს…

მერე რა, თუკი სინამდვილეში მიხეილ სააკაშვილსა და მის მანიაკ “ნაციონალებზე” ბიძინა ივანიშვილი კი არ არის პიროვნულად წაკიდებული, არამედ მთელი ქართველი ხალხი სავსებით ობიექტურადაა მათ მიმართ უარყოფითად განწყობილი და რეალურად საქმე დამნაშავეებთან, ადამიანების მკვლელებსა და მწამებლებთან გვაქვს.

ეგ არაფერი!

მთავარი ის არის, რომ დასავლეთი და ამერიკა გვეუბნება და გვასწავლის, რა შემთხვევაში ვიცხოვრებთ მშვიდად და არხეინად!

რა მოხდა, ვიღაცას თუ შევარჩენთ რამდენიმე ათეული უდანაშაულო ადამიანის ქუჩაში ჩახოცვას, რამდენიმე ასეულის ციხეში წამებით მოკვლას, რამდენიმე ათასეულის ლამის დაინვალიდებამდე ცემას და ასი ათასობით ადამიანის უდანაშაულოდ დაპატიმრებას. დიდი ამბავი! რა, განა არ ღირს ეს მომავალში არხეინი ცხოვრების საფასურად?!

მაგრამ არა, ჩვენ მაინც ჯიუტები ვართ და კატეგორიულად მოვითხოვთ დამნაშავეთა დასჯას! ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტის გამფლანგველთა, სახელმწიფო ფულის პირადი კომფორტისთვის გამომყენებელთა, გადასახადების გადამხდელთა ფულითნაშებში მოგულავეთადასჯას!

რა იყო, თქვე კაი ხალხო, ერთი-ორი, თუნდაც ჰა, ათი და ოცი ბიზნესმენი ვის არ დაურეკეტებია და დაუტერორებია?!

დაუჯერეთ ამერიკის ყოფილ ელჩს უზბეკეთში, რა როგორ უნდა გაკეთდეს საქართველოში და თქვენი ბედნიერი მომავალიც უზრუნველყოფილი იქნება.

როგორ და რანაირად? აი, უსმინეთ:

მე ვიცი, რომ საქართველოში არის ბუნებრივი რესურსებისა და ნავთობის უზარმაზარი მარაგი. მე ვურჩევ საქართველოს, მოგვცეს საშუალება, მოვიპოვოთ ეს მარაგი და გამოვიყენოთ. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არ იძლევა ფართოდ იმის უფლებას, რომ უცხოურმა კომპანიებმა გააკეთონ ჭაბურღილები და ამოიღონ ეს მარაგი. უნდა მოხდეს ისე, რომ საქართველოს ნავთობისა და ბუნებრივი რესურსების მარაგი იოლი ხელმისაწვდომი იყოს უცხოური კომპანიებისთვის, რათა ის მიმზიდველი გახდეს მათთვის”.

აჰა, ბატონო!

რომ დავაჯექით ამ ჩვენს ბუნებრივი რესურსებისა და ნავთობის მარაგს ავი ძაღლებივით და არც ჩვენ ვბურღავთ და არც სხვას ვაბურღვინებთ, რა წესია ეს?

არ დამიწყოთ ახლაგრუზინულიგამოხდომები და ეჭვიანობა _ აიო, თურმე რატომ იცავს ასე თავგამოდებით ამერიკა და დასავლეთი მიშას და მისი მანიაკების ბანდასო. ეს ხელისუფლება ამათ მთლად თავისუფლად არაბურღვინებსსაქართველოს და ის ხელისუფლება კი, რასაც უნდოდათ და სადაც უნდოდათ, იქ გააბურღვინებდაო. ან, იქნებ, სწორედ ის იცის მიშამ, რა სახის და რა დონის ზიანი მიაყენა უკვე ამერიკამ საქართველოს სასარგებლო წიაღისეულს, სად რა უკადრისი საქციელი ჩაიდინა, სად “გაბურღა” უკანონოდ და სად მოთხარა ძირფესვიანად ჩვენი ქვეყანა და ახლა სწორედ იმიტომ იქაჩება “მიშასა და ბიძინას შესარიგებლად” და მერე ხალხისთვის ამ ყველაფრის თავზე მოსახვევად, რომ ემანდ მიშიკო არ გაბრაზდეს, ეს ყველაფერი არ დაფქვას და ამერიკა საბოლოოდ არ შეაძულოს ქართველ ხალხსო!

ნუ ხართ ასეთი ეჭვიანები ქართველები!

სჯობს, სიკეთე და გულმოწყალება დაუფასოთ ამ ხალხს!

არ ნახეთ, როგორი შეწუხებული სახით გამოვიდა ბაჩო ახალაიას საკნიდან დასავლეთის კიდევ ერთ-ერთი წარმომადგენელი (გვარი არ მახსოვს და არც მინდა, გავიხსენო) და როგორ გულაჩუყებულმა თქვა:

“როგორც შევამჩნიე, ბაჩო ახალაია არც ისე კარგად გრძნობს თავს ჯანმრთელობის მხრივ”-ო.

ჰო, ღიპი დაუგდია ცოტა, შეფერთხილა და პატარა ფაღარათიც აწუხებს თურმე ადამიანს.

ჩვენ კი აქ ვდგავრთ და რაღაც ჭაბურღილებსა და წიაღისეულებზე გაგვიმართავს ერთი ამბავი!

წყალს წაუღია ყველა ჭაბურღილი, თუკი ადამიანს, მის უფლებებს და მის ჯანმრთელობას არ მივხედეთ!

სად იყო ეგ ვიღაც დასავლელი, როდესაც ციხეებში, “არც ისე კარგადგრძნობდნენ თავს კი არა, ასობით პატიმარს აწამებდნენ და არაადამიანურად ექცეოდნენ?

მაშინ რატომ არ ამოიღო ხმა?

კარგი რა! ისევ დაიწყეთ? ნუ იცით ქართველებმა წვრილმანებზე გამოდევნება. ნუ ჩარჩებით ხოლმე წარსულში! მომავალს მიხედეთ და შეასრულეთ ყველაფერი, რასაც ეს კეთილი და პატიოსანი ხალხი გვარიგებს და გვირჩევს.

უსმინეთ ისევ ამერიკის ყოფილ ელჩს უზბეკეთში:

ეს ორი მთავარი ჯგუფი, ივანიშვილისა და სააკაშვილის, უნდა შეთანხმდნენ და ერთად განაგრძონ საქართველოს მართვა”.

ხედავთ თქვენა?

უბრალოდ, ჯგუფიო კი არა, “მთავარი” ჯგუფიო!

აქ არ გამოგვადგება დოდო აბაშიძის ინტონაცია კინოფილმიდან “რაჭა ჩემო სიყვარულო”.

გეკითხები და მიპასუხე: რატომ უწოდებნაციონალებსმთავარ ჯგუფს?!”

არა, ასე ნუ ჩავაცივდებით ბატონ ყოფილ ელჩს (თანაც სხვა ქვეყანაში), რადგან, საზოგადოდ, ამერიკელი დიპლომატებისთვის შეკითხვების ამ ტონით დასმა (ისევ და ისევ დოდო აბაშიძეს დავესესხოთ) მოგვჭრის თავს შუაგულ ევროპაში!

მეტიც, ისევ და ისევ “რუსულ პროპაგანადაში” დაგვდებენ ბრალს!

აბა, როგორ! თუკი უზბეკეთში ამერიკის ყოფილი ელჩი არ მოგვწონს, ბაჩო ახალაიასთან საკანში შევარდნილი და იქიდან მწუხარე სახით გამოვარდნილი დასავლელი არ მოგვწონს, ესე იგი, ვინ მოგვწონს? ვინა და _ პუტინი!

და ჩვენ ამით ვაღვივებთ რუსულ პროპაგანდას საქართველოში!

აი, სწორედ ამის გამო იზრდება ანტიდასავლური განწყობა ჩვენს ქვეყანაში და არა სხვა ქვეყნებში მივლენილი ამერიკელი დიპლომატების ჩვენი ქვეყნის შესახებ სრულიად მიუღებელი და შეურაცხმყოფელი ტლიკინის გამო!

ჰოდა, ამიტომ სჯობს, ჭკუით ვიყოთ!

დავუჯეროთ, რასაც დასავლეთი გვეუბნება.

მივაქციოთ ყურადღება იმ კაცს _ იქნებ მართლა აწუხებს ფაღარათი ან იქნებ მართლაც ცოტა უგუნებოდაა?

სირცხვილი არ არის, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ცივილიზებულობაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანას პატიმარი ფაღარათით ან მით უფრო _ უგუნებობით მოუკვდეს?

თუმცა დამაიმედებელი ნიშნები მაინც შეინიშნება, რა თქმა უნდა, ჩვენი ღრმად ლიბერალი და ძალიან “პრადვინუტი” პრეზიდენტისგან! მაგალითად, როგორც კი აშშის ყოფილმა ელჩმა უზბეკეთში ზემოხსენებული განცხადებები გააკეთა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, კერძოდ კი მისმა პრესსამსახურმა, მეორე დღესვე განაცხადა:

“7 პიჯაკისა და სუშის 3 ქვითრის გამო ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის დევნა არ არის კარგი საქციელი!”

აჰა, მგონი, ავუწყვეთ ფეხი ამერიკას და ევროპას და ეგაა!

ისე, მთელი ეს ირონია იქით იყოს და ერთი კარგი იდეა მაქვს:

მართლაც რომ მივუშვათ ეს ამერიკაც და რუსეთიც და დასცენ ჭაბურღილები, სადაც უნდათ; თხარონ, რამდენიც უნდათ; გადაისხან თავზე ეს ნავთი, ცეცხლი, ბენზინი, ჯანდაბა, დურბელა და დოზანა; რამდენსაც იპოვიან, ამოწრუპონ, ამოწრუტონ და გაიტანონ ჩვენი მრავალტანჯული ქვეყნიდან მთელი მარაგი; ამოაშრონ საქართველოს მთელი ნავთობი და წიაღისეული და…

იქნებ მერე მაინც შეგვეშვან და მოგვცენ საშუალება, ვიცხოვროთ მშვიდად, დამოუკიდებლად, გემრიელად, ჩვენი ღვინითა და პურით, ჩვენი მწვადითა და ხაშლამით, ჩვენი სტუმრითა და მასპინძლით

ჰა, რას იტყვით, არ ვამბობ მართალს?

ბაკურ სვანიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here