Home რუბრიკები პოლიტიკა მარინ ლე პენი: ევროკავშირი ტვინის გამომრეცხველთა სექტად გადაიქცა!

მარინ ლე პენი: ევროკავშირი ტვინის გამომრეცხველთა სექტად გადაიქცა!

პარტია “ნაციონალური ფრონტის” ლიდერმა მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი გადაიქცა სექტად, რომელიც მოქალაქეებს ჯერ ტვინს ურეცხავს, შემდეგ კი გადადის მუქარასა და შანტაჟზე.

როდემდე უნდა ითმინონ ფრანგებმა ასეთი დამოკიდებულება? _ დასვა კითხვა ფრანგმა პოლიტიკოსმა Sud Radio-ს ეთერში.

“ევროკავშირის ასეთი სექტანტური მიდგომის გამო ამ გაერთიანების წევრმა ქვეყნებმა უფრო მეტი დამოუკიდებლობის მოპოვება უნდა სცადონ და ეროვნულ ვალუტას დაუბრუნდნენ.

ევროკავშირი სიგიჟეა, ამოფარებულია ყალბი დემოკრატიის დროშას და ქვეყნებს დამოუკიდებლობას ართმევს”, _ განაცხადა მარინ ლე პენმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here