Home ახალი ამბები მსოფლიო თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შესაძლებლობას არ გამორიცხავენ

თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შესაძლებლობას არ გამორიცხავენ

ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა კვლავ შესაძლებელია, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, ლევიტმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი მზადაა, დონალდ ტრამპს შეხვდეს.

ლევიტის თქმით, ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი სულ ორ საათს გაგრძელდა. სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპს სურს, მხარეებმა მშვიდობის დამყარება შეძლონ.

https://1tv.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here