ახალი ტრაქტატის მოლოდინში

    81

    გვეშველება რამე? – ეს შეკითხვა დიდებულმა არტისტმა კახი კავსაძემ ერთგვარ პოლიტიკურ თავსატეხად დაგვიტოვა იმ დოყლაპია ქართველის განზოგადებული სახ დასახატავა, რომელმაც გაკვირვებისა და შიშისგან ოცდაათი წლის წინათ დააღო პირი და დღემდე ვერ დაუხურავს. – გვეშველება რამე? – მისჩერებია იგი ტელეეკრანს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, გამვლელებს, გამოვლელებსერთი სიტყვით, ყველას, ვისთვისაც შესაძლებელია შეკითხვის დასმა, მაგრამ პასუხს ვერსაიდან ვერ იღებს, რადგან არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ჩვენი დროის ამ ურთულეს შეკითხვაზე პასუხი ექნება. რა გამოდის? ყველამ იცის, რომ ერს, ხალხს, სახელმწიფოს შველა სჭირდება, მაგრამ არავინ იცის,  რა გვიშველის და რა გადაგვარჩენს. ასეთი სიტუაცია  გამოწვეულია უცოდინრობით იმისა,  რამ მიგვიყვანა ამ ვითარებამდე. საქართველოს განვითარების ისტორიული გზის გამრუდებაშია საძებნი მიზეზი იმ უნუგეშო მდგომარეობისა, რომელშიც აღმოვჩნდით. იმ ისტორიულ გზას ერეკლეს გზა დაგეორგიევსკის ტრაქტატიერქვა. 4 აგვისტოს ამ ისტორიული დოკუმენტის მიღებიდან ორასორმოცდაერთი წელი შესრულდა

    – ისტორიული ბედუკუღმართობის გამო დაშლილ-დაქუცმაცებულ და ერთმანეთზე დაგეშილ კუთხეებად ჩამოყალიბებულ საქართველოს, რომელსაც ორი აღმოსავლური იმპერია გადაყლაპვას უპირებდა, სასიცოცხლო ენერგია ეწურებოდა. ერეკლე მეფემ ბევრი იქნია ხმალი, ბევრი საგმირო და ისტორიული მნიშვნელობის ომი გადაიხადა, მაგრამ ნათელი იყო, რომ, დღეს თუ ხვალ, ხალხი სისხლისგან დაიწრიტებოდა და დაღლილ-დაქანცულ ქვეყანას ვეშაპებივით პირღია მუსლიმურ იმპერიათა მიერ შთანთქმა არ ასცდებოდა. ამ საშინელი რეალობის გაცნობიერებისა და სწორი გამოსავლის ძიების შედეგი იყო სუბსტანციური მნიშვნელობის მქონე იმ ისტორიული დოკუმენტისთვის ხელის მოწერა, რომელიც გეორგიევსკის ტრაქტატის სახელით არის ცნობილი. ეს ნაბიჯი იმთავითვე იქცა მძაფრი პოლემიკისა და განხილვის საგნად, ამის უტყუარი დასტური გახლავთ ნიკოლოზ ბარათაშვილის უკვდავი პოემა ბედი ქართლისა“.

    დრო გადიოდა. ისტორია თანდათან ადასტურებდა იმ გადაწყვეტილების სისწორეს, რომელიც თავიდან ამდენ ვნებათაღელვას იწვევდა. იმ ისტორიულ გადაწყვეტილებას მოწინააღმდეგე დღემდე არ გამოლევია, მაგრამ ისინი ვერაფერს უშვრებიან მოღაღადე ფაქტს, რომ ერი ფიზიკურად გადარჩა. არც იმ ისტორიულ შეფასებათა წინააღმდეგ ბრძოლაა ადვილი, რომლებიც ერის უდიდესმა მოღვაწეებმა და უკვდავმა შვილებმა შთამომავლობას დაუტოვეს, როგორც ანდერძი, როგორც გაფრთხილება და, თუ გნებავთ, როგორც სამოქმედო პროგრამა. აი, რა სიტყვებით მიმართავდა ერეკლე მეფეს მის საფლავთან მდგარი ნიკოლოზ ბარათაშვილი: აჰა, აღსრულდა ხელმწიფური აწ აზრი შენი, და ვჭამთ ნაყოფსა მისგან ტკბილსა აწ შენნი ძენი.”  უფრო მაღალი შეფასება შეუძლებელია. ეს რომელიმე შარახვეტია პოლიტიკოსის ნათქვამი კი არ არის, ერის ბედით გულდათუთქული გენიოსისა და უდიდესი პოეტის სულის ამოძახილია, რომელიც საუკუნის დისტანციიდან აფასებდა ისტორიულ მოვლენას. დიდი ილია კი ასევე საუკუნის გადასახედიდან ასე აფასებდა საქვეყნო გადაწყვეტილებას, რომელმაც ერი უცილობელი განადგურებისგან იხსნა:

    ამ ღირსსახსოვარ დღიდან საქართველომ მშვიდობიანობა მოიპოვა.

    შიში მტრისა ერთმორწმუნე ერის მფარველობამ გაუფანტა.

    დამშვიდდა დიდი ხნის დაუმშვიდებელი, დაღალული ქვეყანა, დაწყნარდა აკლებისა და აოხრებისაგან, დაცხრა ომისა და ბრძოლისაგან. დადუმდა ჟღერა ხმლისა და მახვილისა, მტრისა ხელით მოღერებულისა ჩვენზე და ჩვენს ცოლშვილებზე, გაჰქრა ცეცხლი, რომელიც სწვავდა და ჰბუგავდა ჩვენს მამაპაპათა ბინას, ჩვენს საცხობრებელს, გათავდა რბევა და აკლება, მიეცა წარსულს და მარტო საშინელ და შემაძრწუნებელ სახსოვრადღა დაგვრჩა.

    დაუდგა ახალი ხანა, ხანა მოსვენებულის, უშიშარის ცხოვრებისა, სისხლდანთხეულ და ქრისტეს ჯვრისათვის ჯვარცმულ საქართველოს, რომელიც ღმერთმა სააქაო სამოთხედ გაუჩინა ადამიანს და კინაღამ ერთ დიდ სასაფლაოდ არ გადაექცია მისს თავდადებულ შვილებს, რომელნიც უმწეოდ, უნუგეშოდ, ყველასაგან შორს მარტოდმარტო იხოცებოდნენ ქრისტეს სარწმუნეობის სადიდებელად და თავისის ვინაობის გადასარჩენად.

    დაიდვა საზღვარი მშვიდობისმყოფელ ცხოვრებისა.

    ის დღეა და ეს დღე, ვეღარავინ გადმოლახა იგი საზღვარი ცეცხლითა და მახვილით ხელში და 26 ნოემბერს 1799 წელს, კვლავ სასოებაგაღვიძებული მეფე და ერი, გულწრფელად მიენდო თავისს მომავალსა, დიდის რუსეთის მფარველობის იმედითა და ნუგეშინით ფრთაშესხმული.

    დღეს, 26 ნოენბერს 1899 . სწორედ ასი წელიწადია მას აქეთ.”

    ამ შეფასებებს ვერავინ გაექცევა არამხოლოდ ილია ჭავჭავაძისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის შეუვალი ავტორიტეტის გამო, არამედ ისტორიული ფაქტის ერთმნიშვნელოვანი დადებითი შედეგის გამო, რომლის უარყოფა შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, როგორც უკვე ვთქვი, დღემდე ბოგინბენმოღვაწეები“, რომლებმაც სული დასავლურ (ლიბერალურ) იდეოლოგიას მიჰყიდეს და, მის უბინძურეს კლანჭებში მოქცეულნი, ორას ორმოცი წლის წინანდელი ისტორიული მოვლენის რევიზიას შესაშური გულმოდგინებით ცდილობენ. ამ ფუჭი საქმიანობის ყველაზე ნათელ მაგალითს სწორედ  შარახვეტია პოლიტიკოსები წარმოადგენენ. მათთვის სამშობლოს სამსახურში დგომაზე საშურ საქმედ მათი გულუხვად დამფინანსებელ გადამთიელთა სამსახურში დგომა ქცეულა. აი, რა შეფასებას აძლევს ლევან ბერძენიშვილი ერეკლე მეფეს: „ერეკლე დეგენერატი იყო. ეგ სიმართლეა. რამდენიც უნდათ, იმდენი იხტუნაონ. კაცი, რომელიც საკუთარი სამშობლოს  დამოუკიდებლობას გაყიდის, მოღალატეც არის, იდიოტიც არის და დეგენერატიც!”  ძვირფასო მკითხველო, მე ცოდვილი სულის მიერ წარმოთქმული ამ მკრეხელობას შეფასების არანაირი სურვილი არ მაქვს, მაგრამ თქვენ, ერთი მხრივ, გაქვთ ილიასა და ბარათაშვილის შეფასებები, მეორე მხრივ კი ბერძენიშვილის ეს სისულელე, რომლის მსგავსი ამ საყოველთაო გამოთაყვანების ეპოქაშიც კი ბევრი არ მოგვისმენია. აი, რას ნიშნავს ისტორიული გზის გამრუდება, რომელიც მართლაც შარახვეტია ქართველმა პოლიტიკოსებმა ამერიკული სპეცსამსახურების პროგრამის შესაბამისად მოგვახვიეს თავს. ამ პროგრამის მიხედვით რუსეთთან ისტორიული მეგობრობა ისტორიულ მტრობით უნდა შეცვლილიყო. შეიცვალა კიდეც. შედეგი? შედეგი უმძიმესია – სამ ნაწილად დაშლილი საქართველო და ლუკმაპურის საძებნელად საზღვარგარეთ გაქცეული მოსახლეობის დიდი ნაწილი, აქ დარჩენილთა თვალებში ჩამდგარი შიში და ეპოქის სავიზიტო ბარათად ქცეული უპასუხო შეკითხვა: გვეშველება რამე?!” შექმნილმა ვითარებამ და რეალობამ, რომელშიც აღმოვჩნდით,  ამ შეკითხვას ერთმნიშვნელოვანი პასუხი გასცა –გვეშველება! საშველი გამრუდებული ისტორიული გზის გასწორებაშია! დამღუპველი დასავლური დიქტატიდან გამოსვლაშირუსეთთან სამხედრო სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასა და მასთან სამოკავშირეო ხელშეკრულების (გეორგიევსკის ახალი ტრაქტატის) გაფორმებაშია!

    ამ ნათქვამს ექიმის მიერ ზუსტად დასმული დიაგნოზისა და სწორად გამოწერილი რეცეპტის ძალა და მნიშვნელობა აქვს.

    ვალერი კვარაცხელია                                                                             

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here