ფრთხილად, წინ სახიფათო მოსახვევია!

    90
    აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის 30 ივლისის სხდომა. წინა პლანზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენი

    აშშ სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა 30 ივლისს გამართა მოსმენა თემაზე  „ევროპის მომავალი“. აშშის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ბრაიენი ევროპისთვის აშშის დახმარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე მოხსენებით გამოვიდა. მან ასევე ისაუბრა საქართველოში, უკრაინაში, სამხრეთ კავკასიასა და დასავლეთ ბალკანეთში არსებული ვითარების შესახებ.

    საქართველოსთვის ძირითადი გზავნილები იყო ის, რომ ქვეყნის პოლიტიკურმა ელიტამ ზურგი აქცია ევროკავშირსა და ნატოს. უკან დაბრუნების გზა კი მოიცავს ისეთ ნაბიჯებს, როგორიცაა თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, უცხოელი აგენტების შესახებ კანონის გაუქმება და ჩინეთისთვის ანაკლიის პორტის განვითარების უფლების მიცემაზე უარის თქმა“.

    დამეთანხმებით, რომ უმძიმესი სიტუაციაა, ვინაიდან ამ მოთხოვნათა შესრულება შეუძლებელია. დავიწყოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. ერთი შეხედვით, თითქოს სწორი მოთხოვნაა. არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი უნდა იყოს.  რა არის აქ საკამათო, მაგრამ, მოდი, ახლა ამ საკითხს სხვა კუთხიდანაც შევხედოთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა კრიტერიუმი აქვთ ამერიკელებს იმის დასადგენად, არჩევნები სამართლიანად ჩატარდა თუ უსამართლოდ? კრიტერიუმი ერთადერთია:  მმართველი პარტია თუ გაიმარჯვებსარჩევნები ფალსიფიცირებულად გამოცხადდება; ამერიკულიმეხუთე კოლონათუ გაიმარჯვებსდემოკრატიულად და სამართლიანადამერიკელები ,,ქართულ ოცნებას’’ პირდაპირ ეუბნებიან: არჩევნებში უნდა დამარცხდეთო. მისაღებია ეს დავალება? არა, ეს კატეგორიულად მიუღებელია, პირველ რიგში, ქართველი ხალხისთვის, მაგრამ .. ამერიკულ დემოკრატიაში ხალხი და მისი ინტერესები საერთოდ იგნორირებულია, ვინაიდან მათთვის ხალხი მხოლოდ ხალხის სახელით ლაპარაკს ნიშნავს, ამიტომ არჩევნების შემდეგ „მეხუთე კოლონა” იყვირებს, არჩევნები გაყალბდაო, ამერიკელები კი მხარს დაუჭერენ. ზუსტად ისე, როგორც 2003 წელს ჩაიდინეს და ე.წ. ვარდების რევოლუცია მოგვიწყვეს, როგორც 2014 წელს უკრაინაში ე.წ. მაიდანი მოაწყვეს და ა.შ. ამერიკული პოლიტიკა ისეთი უსამართლოა, რომ მათ მიერ დემოკრატიული არჩევნების მოთხოვნაც კი მიუღებელია, რადგან ამ ერთი შეხედვით სამართლიანი მოთხოვნის უკან, წესისამებრ, ბინძური ზრახვები იმალება.

    რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონის გაუქმებას, ეს ისეთი თავხედური მოთხოვნაა, რომ კრილოვის იგავის მოძალადე პერსონაჟის (მგლის) მიმართვას ჰგავს კრავის მიმართ: შენი ჩაკვრეხა რომ მნებავს, მიზეზად ისიც კმარაო!”

    ანაკლიის პორტის მშენებლობიდან ჩინურ ინვესტიციებზე უარის თქმის მოთხოვნა კი საერთოდ გასულია სახელმწიფოებრივ ურთიერთობათა ყოველგვარი საზღვრებიდან. ეს თავხედობაზე მეტია. ეს პირდაპირი თქმაა იმისა, რომ საქართველო მათ თავიანთი საკუთრება ჰგონიათ, ისეთივე საკუთრება, როგორსაც მონათმფლობელობის ეპოქაში მონები წარმოადგენდნენ.

    აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ბრაიენმა ბევრი სხვა რამეც თქვა ქართველი ხალხისთვის არამხოლოდ მიუღებელი, არამედ შეურაცხმყოფელიც: „ქართული ელიტა ზურგს აქცევს ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზას. ჩვენ ვცდილობთ, ძალიან მკაფიო ვიყოთ იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს და რამდენად მნიშვნელოვანია ეს, რადგან საქართველო ითხოვს გაწევრიანებას იმ კლუბებში, რომელთაგან ერთის წევრი ჩვენც ვართ, მეორე კი ჩვენი მთავარი პარტნიორია. ისინი ვერ შეცვლიან ამ კლუბების წესებს იმისათვის, რომ იქ გაწევრიანდნენ”.

    აი, ჯიმ ო’ ბრაიენის კიდევ ერთი ნათქვამი: „აშშ ამჟამად საქართველოსთვის გაწეული ყველა დახმარების გადახედვის პროცესშია. აშშ-ს ძალიან უნდა, მხარი დაუჭიროს ყველაფერს, რაც ხელს შეუწყობს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ამ შემოდგომაზე, თუმცა აშშ-მა მკაფიოდ უნდა განუმარტოს „ქართულ ოცნებას”, რომ მის ქმედებებს რეალური შედეგები მოჰყვება. ჩვენ უკვე გადავდეთ მნიშვნელოვანი სამხედრო სწავლება და განვაგრძობთ ყოველივე იმის გადახედვას, რასაც საქართველოში ვაკეთებთ. ჩვენ აქტიურად განვიხილავთ ჩვენს ვარიანტებს. სანქციები შეეხება არა მხოლოდ მათ, ვინც სარგებელი მიიღო კორუფციით, არამედ მათაც, ვინც ჩართულია ადამიანის უფლებების დარღვევაში”.

    აჰა, მისი კიდევ ერთი ნათქვამი: „საქართველოში მმართველი პარტიისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ უკან დასახევი გზა არსებობს; რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ძალადობის გარეშე, გამჭვირვალობის მოთხოვნების წამოყენება თავსებადი უნდა იყოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან და არა რუსეთის კანონმდებლობასთან. და ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტი ჩინეთმა არ უნდა განავითაროს. ეს ის ნაბიჯებია, რომლებიც მართლაც მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გადადგას”.

    დასასრულ, ეს ნათქვამიც: „ერთადერთი ჯგუფი, რომელიც ძალიან ბედნიერი ჩანს ამ შემობრუნებით, არის რუსეთი. თუ გადავხედავთ მათი მთავარი პროპაგანდისტების ბოლო განცხადებებს, ისინი მიესალმებიან ამ შემობრუნებას”.

    სენატორი ჯინ შაჰინი: „როგორ უნდა გავაგრძელოთ დემოკრატიის სულისკვეთების მხარდაჭერა ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რომლის ხელისუფლება ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ევროკავშირის წევრობის ამბიციებს, მიუხედავად მისი ხალხის პროევროპული მისწრაფებებისა?!”

    ისევ ჯინ შაჰინი: „არსებობს ორპარტიული წინააღმდეგობა იმის მიმართ, რაც ხდება საქართველოში. მოვუწოდებ აშშ-ის ხელისუფლებას, რომ მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს, რათა ფინანსური სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კორუფციასა და სხვა ქმედებებზე, რომლებმაც ხელი შეუწყო იქ არსებულ სიტუაციას”.

    საკომიტეტო მოსმენაზე, საქართველოს საკითხების გარდა, რა თქმა უნდა, სხვა თემებიც განიხილეს.

    სენატორი პიტ რიკეტსი: “ომი უკრაინაში არ არის მხოლოდ პუტინის აგრესიული ომი, არამედ ეს არის ბრძოლა, რომელსაც ავტორიტარული სახელმწიფოები, მათ შორის  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა აწარმოებენ. დიქტატორებს ძლიერი სიტყვები არ აჩერებთ, მათი შეჩერება მხოლოდ ძლიერ ქმედებებს შეუძლია”.

    ჯიმ ო’ ბრაიენი: “ქვეყნებმა უნდა ჩამოაყალიბონ ძლიერი რკალი კასპიის ზღვიდან ადრიატიკის ზღვამდე, რათა ხელი შეუწყონ უფრო მჭიდრო კავშირებს შეერთებულ შტატებთან. ეს არის იმ სახელმწიფოების ჯგუფი, რომლებიც ცდილობენ, ნაკლები რუსეთი ჰყავდეთ, მაგრამ უფრო ახლოს იყვნენ კანონის უზენაესობასთან, რასაც ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება ან მათთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარება განაპირობებს”.

    ასეთი იყო აშშ-ის სენატში საკომიტეტო მოსმენის პერიპეტიები. საქართველოსთან ურთიერთობაში ამერიკელებმა და კოლექტიურმა დასავლეთმა ნიღაბი ბოლომდე მოიხსნეს. ისინი ახლა საქართველოში ყველა პროექტს ხურავენ, გარდა ორისა:

    * სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზება;

    * რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა.

    ეს ორი პროექტი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. პირველის გარეშე მეორე ვერ განხორციელდება, ამიტომ დასავლეთი ყველა ღონეს იხმარს პირველი პროექტის განსახორციელებლად, რასაც ავტომატურად მოჰყვება მეორე ფრონტის გახსნა. ამერიკელთა ჭკუით, უკრაინაში გარდაუვალი კრახის ფონზე ეს მათ ჰაერივით სჭირდებათ.

    საქართველოსთვის ამერიკელების მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალებები უცხო არ არის. გავიხსენოთ 1992 და 2003 წლების მოვლენები, ომლებმაც  ქვეყნის მომავალს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა, მაგრამ მათ ახლაც იმავეს გაკეთება თუ შეძლეს, ეს საქართველოს საბოლოოდ დაანგრევს, რადგან აქაც უკრაინულ დევიზს აამუშავებენ: ბრძოლა უკანასკნელ ქართველამდე! დასავლეთი მზად არის ამ სცენარისთვის. საქართველოში მოქმედი დასავლეთის „მეხუთე კოლონაც” მზად არის ამისთვის. ერთადერთი, ვინც ამისთვის მზად არ არის, ქართველი ხალხია, მაგრამ, როგორც ზემოთ ვთქვი, ე.წ. ამერიკული დემოკრატიისთვის ხალხი არათუ უმაღლესი ბატონ-პატრონი არ არის საკუთარი ქვეყნისა, ანგარიშგასაწევ ფაქტორსაც კი არ წარმოადგენს, იგი ფასადია მხოლოდ, რომლის სახელითაც უნდა ილაპარაკონ და მეტი არაფერი. მიუხედავად ამისა, სწორედ ქართველმა ხალხმა უნდა თქვას გადამწყვეტი სიტყვა, ვინაიდან ხელისუფლების სიმტკიცე ხალხის ერთსულოვანი მხარდაჭერის გარეშე თითქმის არაფერს ნიშნავს.

    შეცდომაა, როდესაც არჩევნებს ველოდებით. წინ არჩევნებით შენიღბული სახელმწიფო გადატრიალებაა. ეს ვენესუელის მაგალითმაც გვიჩვენა, საიდანაც ასეთი შინაარსის ინფორმაცია ვრცელდება: „არეულობა ვენესუელაში. ოპოზიციის მხარდამჭერები არჩევნების შედეგების გაუქმებასა და ნიკოლას მადუროს გადადგომას მოითხოვენ. დემონსტრაციები იმართება კარაკასსა და სხვა დიდ ქალაქებში. უკვე მეორე დღეა, მიმდინარეობს ფიზიკური დაპირისპირება სამართალდამცველებთან. მომიტინგეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიებსა და ცრემლსადენ აირს იყენებენ. აქციის მონაწილეებმა ცეცხლი წაუკიდეს მანქანებსა და ნაგვის ურნებს. პოლიცია მათ ვერ უმკლავდება. ნიკოლას მადურომ ქუჩაში ჯარი გამოიყვანა. არჩევნების შედეგების მიხედვით, მოქმედმა პრეზიდენტმა მესამე ვადით გაიმარჯვა. შედეგებს არც ოპოზიცია ცნობს და არც საერთაშორისო საზოგადოების ნაწილი. ხელისუფლება საშინაო  საქმეებში ჩარევაზე საუბრობს და მოითხოვს, ლათინური ამერიკის შვიდი ქვეყნის დიპლომატებმა ვენესუელა დატოვონ. მათ ამ სახელმწიფოებიდან თავიანთი დიპლომატები უკვე გამოიწვიეს.

    ეს კარგი მაგალითია როგორც ჩვენი ქვეყნის მტრებისთვის, ასევე საქართველოს ხელისუფლებისთვის (გააჩნია, რომელი უფრო მეტ სიმტკიცეს გამოავლენს), მაგრამ ძალიან ცუდი პერსპექტივაა საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის.

    ფრთხილად, წინ სახიფათო მოსახვევია!

    ვალერი კვარაცხელია                                                                                               

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here