Home რუბრიკები პოლიტიკა ჯეფრი სილვერმანი: ვიცი, რომ “ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე ყოფილი და ამჟამინდელი მაღალჩინოსანი უახლოეს...

ჯეფრი სილვერმანი: ვიცი, რომ “ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე ყოფილი და ამჟამინდელი მაღალჩინოსანი უახლოეს მომავალში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას აპირებს

700

რამდენიმე ხნის წინათ არასამთავრობო ორგანიზაცია “საკუთრების უფლებადამცველთა გაერთიანების” დამფუძნებელმა მამუკა ტუსკაძემ სატელეიზიო ეთერში სამხედრო ექსპერტის _ ვახტანგ მაისაიას შესაძლო ლიკვიდაციის გეგმის შესახებ ისაუბრა. ამ საკითხზე სასაუბროდ “საქართველო და მსოფლიო” მამუკა ტუსკაძეს, ექსპერტ ვახტანგ მაისაიასა და ამერიკელ ჟურნალისტ ჯეფრი სილვერმანს დაუკავშირდა.


_ ბატონო მამუკა, თქვენობიექტივისსატელევიზიო ეთერში განაცხადეთ, რომ შესაძლოა, სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას ლიკვიდაცია მოხდეს

_ მე ვთქვი: “შესაძლოა, ლიკვიდაციაც კი მოხდეს”. მოგეხსენებათ, ვახტანგ მაისაია არის პოლიტპატიმარი, უკანონობისა და უსამართლობის მსხვერპლი. ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე იძიებდნენ მაისაიას საქმეს და უთხზავდნენ ზღაპრებს, დააწინაურეს. როდესაც ჩვენ პრესკონფერენცია ჩავატარეთ, ეს ადამიანები ჯერ ისევ მუშაობდნენ თანამდებობებზე, დღეს კი სასამართლოში დავობენ იმაზე, რომ მათ არავითარი როლი არ უთამაშიათ ვახტანგ მაისაიას საქმეში. ჩვენ და მაისაიაც მზად ვართ, სასამართლოში გაიმართოს დავა. რაც შეეხება ჩემ მიერ გახმაურებულ ინფორმაციას, გვაცნობეს, რომ მაისაიას თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილ მოადგილე ზუმბაძესთან დაძაბული პირადი ურთიერთობის გამო, ისარგებლებდნენნაციონალური მოძრაობისდღესაც მოქმედი ზონდერბრიგადები, რომელთა ბევრი წევრიც ჩანერგილია სახელმწიფო სტრუქტურებში. მათ ხომ ეს მეთოდი აპრობირებული აქვთ?! ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ შეიძლებოდა, ერთ დღეს დახვედროდნენ ვახტანგ მაისაიას და ეცემათ, მეორე დღეს ისევ ეცემათ და არ არის გამორიცხული ლიკვიდაციაც კი. თუმცა მას შემდეგ, რაც ზუმბაძემ მედიაში განაცხადა, რომ აპირებს, სასამართლო წესით გაასაჩივროს ეს ყველაფერი, ცივი წყალი გადაესხა “ნაციონალური მოძრაობის” გეგმებს ვახტანგ მაისაიას მიმართ. თუმცა მაინც ვთვლი, რომ ვახტანგ მაისაიას მარტო გადაადგილება უსაფრთხო არ არის. მიმაჩნია, რომ პროკურატურამ მაისაია მოწმეთა დაცვის პროგრამაში უნდა ჩასვას.

_ პროკურატურა თუ გამოეხმაურა თქვენს განცხადებას?

_ ჩვენ შევიტანეთ ეს განცხადება პროკურატურაში, ალბათ, გარკვეული პროცედურებია საჭირო და მივიღებთ პასუხს.

_ ანუ ფიქრობთ, რომნაციონალური მოძრაობაყველაფერს იღონებს თავისი ინტერესების დასაცავად?

_ რა თქმა უნდა, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა იციან, რომ დღეს ხელისუფლებაში დაბრუნების არანაირი პოლიტიკური შანსი არ აქვთ და ამიტომ ყველანაირ ავანტიურაზე არიან წამსვლელები. ღმერთმა დაიფაროს, ვახტანგ მაისაიას რამე დაემართოს, კიდევ ერთმა ადამიანმა, რომელსაც დღეს პოლიტიკასთან აქტიური კავშირი არ აქვს, იური ვაზაგაშვილის ბედი რომ გაიზიაროს, ამას არეულობები მოჰყვება ქვეყანაში.

_ ვინმე დაგმუქრებიათ ან თქვენ, ან ვახტანგ მაისაიას?

_ საქმეც ისაა, რომ მუქარა შემოთვალეს. კეთილისმსურველმა ადამიანებმა გვაცნობეს ამის თაობაზე, ამიტომ დავასწარით მოვლენებს და ვაცნობეთ საზოგადოებას.

ვახტანგ მაისაია:

_ ჩემი წყაროებიდან მქონდა შეუმოწმებელი ინფორმაცია, მაგრამ ეს აღვიქვი, როგორც შავი იუმორი. თუ ჩემი ლიკვიდაცია იყო საჭირო, ამას ციხეშივე მოახერხებდნენ, თუმცა, იური ვაზაგაშვილის სადისტური მკვლელობის შემდეგ, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. არიან, მაგალითად, ადამიანები, რომლებსაც ხელს არ აძლევთ ჩემი საქმიდან გრიფი “საიდუმლოს” მოხსნა. შეიძლება თუ არა ეს მომენტი ვალერი ზუმბაძეს დავუკავშიროთ, არ ვიცი. მაგრამ ზუმბაძეს მე თავის განკარგულებაში ვყავდი და დაკითხვების პერიოდში ინტენსიურად ხდებოდა ჩემზე ზეწოლა. სხვათა შორის, ციხეში იყო ჩემი ლიკვიდაცია დაგეგმილი და ამის შესახებ საუბრობდა ზაზა აზარიაშვილი. ფაქტები და მტკიცებულებებიც არსებობს, ამ ინფორმაციას ასევე ადასტურებენ გლდანის მერვე საპყრობილის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებიც.

_ რა საფრთხეს უქმნითნაციონალური მოძრაობას”?

_ არ ვიცი, ნამდვილად ვერ გეტყვით. თუ, უბრალოდ, რეზონანსულ საქმეზეა საუბარი მაშინ, ყველა კვალი ვალერი ზუმბაძისკენ წავიდოდა. მე არც ადრე შემშინებია და არც ახლა მეშინია. ყველაფერი ღმერთის ხელშია!

ჯეფრი სილვერმანი:

_ დიდი ხანია, ვიცნობ მაისაიას. ჩვენ ერთად ვკითხულობდით ლექციებს შავი ზღვის უნივერსიტეტში, ხოლო შემდეგ _ კავკასიის უნივერსიტეტში და დავმეგობრდით. ჩვენთვის საბედისწერო აღმოჩნდა 2003 წელი, როდესაც სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში. იმხანად საერთაშორისო კრიზისების ჯგუფში ვმუშაობდი _ საქართველოში კრიმონოგენულ სიტუაციას ვიძიებდი, მათ შორის, აფხაზეთსა და სამაჩაბლოშიც და ქართულ ენაზე ინფორმაციის მოპოვებისას ვახტანგს დახმარება ვთხოვე. ვეჭვობ, გარკვეულწილად, ეს ჩემთან მეგობრობის გამოც ხდება.

უცხოური დაზვერვის წარმომადგენელმა, ნატოს წევრი ქვეყნიდან, რამდენიმე დღის წინათ ივარაუდა, რომ მე და ვახტანგ მაისაია გავქრებოდით. მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ჩვენ დარტყმის ქვეშ მყოფთა სიაში ვართ, სიაში იმ ადამიანებისა, რომლებიც უნდა მოეკლათ, რათა დაემხოთ ამჟამინდელი ხელისუფლება. ჩემმა საკონტაქტო პირმა მომწერა: “ვფიქრობ, ორივეს გესიამოვნებათ ცოტა დასვენება მთაში, მართალია, სხვადასხვა ადგილზე, მაგრამ მაინც”.

_ ელოდებოდით, რომ ბატონი მაისაიაზედმეტიაღმოჩნდებოდა?

_ ერთადერთი, რამაც გამაოცა იყო ის, რა ძალიხმევა დაიხარჯა მისი დისკრედიტაციისთვის. მე ვნახე მაისაიას დოსიეს ნაწილი, როდესაც ზურაბ ჟვანიას საქმეზე პროკურატურაში ვიყავი დაბარებული. იქ ნათქვამი იყო, რომ მაისაიამ მიაწოდა ინფორმაცია ამერიკულ მხარეს (ნატოს, ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს) და ჰქონდა ყალბი კორესპონდენცია, რომელშიც სლოვაკეთის დაზვერვა სთხოვს მას გარკვეული ინფორმაციის მიწოდებას. რამდენიმე დოკუმენტში მოყვანილი იყო ზღაპრები, თითქოს საქართველოს სპეცსამსახურები და სხვადასხვა ისლამისტური დაჯგუფების წარმომადგენლები ინფორმაციას მაისაიასგან იღებდნენ. ვიცი, რომ “ჭორების დაყრის” სისტემა არის ძალიან ძლიერი და რომ “ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე ყოფილი და ამჟამინდელი მაღალჩინოსანი უახლოეს მომავალში გადატრიალების მოწყობას აპირებს. ამისთვის შეარჩევენ რამდენიმე მონაწილეს და, როგორც ჩემს წყაროს ჰგონია, ვახტანგ მაისაიას მოკლავენ. ამ წყაროს ვენდობი, რადგანაც ჩვენ ვთანამშრომლობდით და ერთად ვატარებდით გამოძიებას დასავლეთ საქართველოში პორტებზე, იარაღით ვაჭრობაზე, ადამიანების წამებასა და სხვა თემებზე. ჩვენი გამოძიება ახლოს მივიდა პასუხებთან.

ესაუბრა

მაია ჩუბინიშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here