Home ახალი ამბები საქართველო არითმეტიკული აბსურდის პოლიტიკური სისწორე

არითმეტიკული აბსურდის პოლიტიკური სისწორე

მილიარდ-ნახევარი ისე შეეფარდება სამმილიონ-ნახევარს, როგორც...

625

ჩინეთს ჩინელები ცენტრალურ სახელმწიფოს უწოდებენ, თუმცა მისი უფრო გავრცელებული სახელია ცისქვეშეთი. ჩინელების აზრით, მათი სახელმწიფო სე  დიდია, რომ მთელ ცისქვეშეთს წარმოადგენს. მათ წინაპრებს ცა ღმერთად მიაჩნდათ, ჩინეთის იმპერატორიცის შვილად, ჩინეთი კი მთელ ცისქვეშეთად წარმოედგინათ. თავიანთი  ქვეყნის მიმართ ჩინელების ამგვარ რწმენასა და დამოკიდებულებას ჩინეთის უკიდეგანობა განსაზღვრავდა. განუზომელია მისი ტერიტორიული და ადამიანური რესურსი. ტერიტორიის სიდიდით ჩინეთი მეოთხეა (რუსეთი – 17 125191 კვ/; კანადა – 9 985 000 კვ/; აშშ – 9 833 432  კვ/; ჩინეთი – 9 597 000 კვ/) დედამიწაზე, ადამიანური რესურსის თვალსაზრისით კი (1 500 000 000) იგი პირველ ადგილზეა. მოსახლეობის ანალოგიური რესურსი ინდოეთის გარდა არავის აქვს. მესამე ადგილზე მყოფი აშშის მოსახლეობა მხოლოდ 330 000 000- შეადგენს.

 სპეციალისტები  ამტკიცებენ, რომ ჩინეთის ეკონომიკამ უკვე გაუსწრო აშშ-ის ეკონომიკას, ანუ ჩინეთი ეკონომიკურად პირველ ადგილზეა მსოფლიოში. ზოგიერთი ამ ფაქტს ეჭვის თვალით უყურებს, მაგრამ ჩინეთის ეკონომიკურ სასწაულს ყველა აღიარებს და ამ ქვეყანას გასაოცარ მომავალს უწინასწარმეტყველებს. ასეა თუ ისე, ჩინეთი კარსმომდგარი ახალი მსოფლიო წესრიგის ერთ-ერთი მთავარი აქტორი და, შესაბამისად, მრავალპოლუსიანი პლანეტის ერთ-ერთი ცენტრი იქნება.

ამ ვითარებაში მოხდა წარმოუდგენელი ამბავი. საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტისას  ისეთი განცხადებები გაკეთდა, რომელთა დაჯერება ბევრს გაუჭირდა.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავმჯდომარე სი ძინპინის ასე მიმართა:

 ბატონო პრეზიდენტო,

უდიდესი პატივი და სიამოვნებაა დღეს თქვენთან შეხვედრა. ეს ჩემთვის ისტორიული ვიზიტია. ძალიან დიდი პატივი მერგო, რის გამოც პირადად თქვენ მიმართ უზომო მადლიერები  ვარ გამსჭვალული ჩინეთში მოწვევისთვის. ასევე მახარებს 2023 წლის მსოფლიო საზაფხულო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაზე დასწრება აქ, ალაქ ჩენგდუში, ჩინეთში, ამიტომ კვლავ მოგახსენებთ მადლობას. ნამდვილად დიდად ვაფასებ ამ მოწვევას.

ბატონო პრეზიდენტო, თქვენი და თქვენი მთავრობის მადლობელი ვარ ასევე ჩემი ქვეყნის მხარდაჭერისთვის. ჩინეთი ერთერთი პირველთაგანი იყო, რომელმა საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა 1992 წელს, როდესაც აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა. შემდეგ დავამყარეთ დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენს ორ ქვეყანას შორის. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ საქართველოც მტკიცედ უჭერს მხარს ერთი ჩინეთის პრინციპს. მრავალჯერ გვაქვს ხაზგასმით გამოხატული  ეს პოზიცია და მომავალშიც ასე განვაგრძობთ.

საქართველო დიდად აფასებს ჩინეთთან მეგობრობას და პარტნიორობას და მადლობელი ვარ ჩვენი ურთიერთობის სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების შესახებ თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის, მიმაჩნია, რომ ეს კონკრეტული შედეგებისა და სარგებლის მომტანი იქნება ორივე მხარისთვის.

ნება მიბოძეთ,  განვაცხადო, რომ საქართველო ჩინეთთან სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების მრავალი მიმართულებით გაღრმავების იდეის ერთგულია და გვახარებს, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერება ხელი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ!

ასეთივე ემოცია და  ენთუზიაზმი გამოსჭვიოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის, სი ძინპინის, მისასალმებელ სიტყვაში, რომლითაც იგი ქართველ სტუმარსა და კოლეგას შეეგება: მოხარული ვარ თქვენი გაცნობით, ბატონო პრემიერო. კეთილი იყოს თქვენი ჩენგდუს რიგით 31- მსოფლიო საუნივერსიტეტო ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე დასწრება.

თქვენ მრავალჯერ აღნიშნეთ, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ საქართველოჩინეთის ურთიერთობებს, აქტიურად უწყობთ ხელს ორმხრივ თანამშრომლობას. მე ამას მაღალ დონეზე ვაფასებ.

უკვე 31 წელიწადია, რაც დიპლომატიური ურთიერთობები დავამყარეთ. ჩინეთსაქართველოს ურთიერთობები ჯანსაღად და სტაბილურად ვითარდება. ორი ქვეყნის პოლიტიკური ნდობა მყარია, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შედეგები კიშესამჩნევი. საქართველო ჩინეთის მეგობარი და კარგი პარტნიორია. არ აქვს მნიშვნელობა, საერთაშორისო ასპარეზზე როგორ განვითარდება მოვლენები, ჩინეთის დამოკიდებულება საქართველოსთან ურთიერთობების განვითარების შესახებ არ შეიცვლება. ჩინეთში თქვენი ამ ვიზიტის დროს გამოქვეყნდება ერთობლივი განცხადება. გამოცხადდება, რომ საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, ამით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადაინაცვლებს.

ჩინეთმა და საქართველომ ერთად უნდა იმუშაონ, რათა ამ ახალი დასაწყისიდან ბიძგი მივცეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის უკეთეს განვითარებას, ხელი შევუწყოთ ორი ქვეყნის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას და წვლილი შევიტანოთ კაცობრიობის კეთილდღეობაში. ამას ვიტყოდი. მადლობა”.

ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოსვლისას

ის ზედაპირული დამკვირვებლებიც კი, რომლებიც სახელმწიფოს მეთაურთა შეხვედრებში პროტოკოლური (ფორმალური) ურთიერთობის გარდა ვერაფერს ხედავენ, ამ შემთხვევაში უსათუოდ შეამჩნევდნენ იმ ხაზგასმულ სითბოს, რომლითაც გაჟღენთილია ერთმანეთისადმი მისალმების ეს ტექსტები, თუმცა ეს საკითხის ერთი მხარეა. საკითხის მეორე მხარე კი ის არის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არავითარი ქვეტექსტების ძებნა არ არის საჭირო, რადგან, როგორც სტუმრის, ასევე მასპინძლის მხრიდან პირდაპირ იყო გაცხადებული: მადლობელი ვარ ჩვენი ურთიერთობის სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების შესახებ თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის, მიმაჩნია, რომ ეს კონკრეტული შედეგებისა და სარგებლის მომტანი იქნება ორივე მხარისთვის” (ირაკლი ღარიბაშვილი); ჩინეთში თქვენი ამ ვიზიტის დროს გამოქვეყნდება ერთობლივი განცხადება. გამოცხადდება, რომ საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, ამით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადაინაცვლებს (სი ძინპინი).

ეს რევოლუციური ვითარებაა!

თავად განსაჯეთ: საქართველო და აშშ, ოცდაათი წელიწადია, რაც ერთმანეთს სტრატეგიულ პარტნიორებად აცხადებენ და აღიარებენ. ახლა რა ხდება – აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი საქართველო პარალელურად ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორად ყალიბდება? კი, მაგრამ, ეგ როგორ? ჩინეთი და აშშ ერთმანეთის სტრატეგიული პარტნიორები არიან? არა და არა, პირიქით! რომელ სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეიძლება ლაპარაკი იქ, სადაც ურთიერთობებში ასე მკაცრი ლექსიკა ჩნდება. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინი ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტის შეურაცხმყოფელი და ძირგამომთხრელი ქმედებების პასუხად აცხადებს: “დასავლეთის სახელმწიფოები აშშის მეთაურობით ჩვენ წინააღმდეგ ახორციელებს ყოველმხრივი შეკავების, ალყაში მოქცევისა და დათრგუნვის პოლიტიკას“.  ჩინეთის საგარეო საქმეთი მინისტრი ცინ განი კი შემდეგი სახის განცხადებას აკეთებდა:აშშში მუხრუჭზე თუ არ დააჭერენ და მოძრაობას არასწორი მიმართულებით განაგრძობენ, ვერანაირი ბარიერები ვერ შეძლებ ლიანდაგებიდან ვაგონების გადასვლის თავიდან აცილებას, ომლის შედეგადაც კატასტროფა გარდაუვალი იქნება“.

განვითარების იმ ეტაპზე, როდესაც მსოფლიო რუკაზე რუსეთისა და ჩინეთის სახით ახალი გლობალური მოთამაშეები ჩნდებიან, ხოლო აშშ ცდილობს მსოფლიოში ერთპიროვნული ჰეგემონის პოზიციის შენარჩუნებას, არც აშშ-სა და რუსეთს, არც აშშ-სა და ჩინეთს შორის პარტნიორული ურთიერთობებისთვის ადგილი არ რჩება. ამ ქვეყნებს შორის მხოლოდ კონკურენციის, წინააღმდეგობისა და კონფრონტაციის პირობებია შექმნილი და ყველაფერი ამ მიმართულებით მიდის.

აი, ამ დროს და ამ ვითარებაში საქართველოს პრემიერმინისტრი მთელი კვირით ჩადის ჩინეთში, სადაც მილიარდნახევრიანი ჩინეთისა და სამმილიონნახევრიანი საქართველოს მეთაურები სტრატეგიულ პარტნიორობას აწერენ ხელს. საქართველოს მხრიდან ეს რევოლუციური ნაბიჯი და ისტორიული გადაწყვეტილება არ არის? არის! სხვა სიტყვებით ამ მოვლენის შეფასება შეუძლებელია, მაგრამ რა იმალება ამ ნაბიჯის უკან? რას ნიშნავს ეს ყველაფერი? არც მეტი, არც ნაკლები, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ოცდაათწლიანი ლტოლვა დასავლეთისკენ კრახით დასრულდა.

საქართველოს ამაში იოტისოდენა ბრალი არ მიუძღვის. ამაზე მთელი პასუხისმგებლობა დასავლეთს ეკისრება, რომელმაც ამ ხნის განმავლობაში საქართველო და ქართველი ხალხი აბუჩად აიგდო, დასცინა, გაამასხარავა და  ბოლოს  ხელი ჰკრა. მას შემდეგ, რაც დასავლეთმა 2008 წელს გაგვიკეთა, როდესაც გონებასუსტ სააკაშვილს ცხინვალის ომისკენ უბიძგა, რომლის შედეგად საქართველოს იურიდიულად დაშლას დაედო სათავე, მათ მიმართ რა ნდობა უნდა გვქონოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ყველაფერი ბოლომდე გასაგები მაინც არ იყო. იმ გაუგონარი ვერაგობის მერე, რომელიც დასავლეთმა უკრაინას გაუკეთა, დაბადებით ჩლუნგის გარდა, შეუძლებელია, ვინმე ვერ ხვდებოდეს, რომ დასავლეთი ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებს, მათ მოსახლეობას თვალისდაუხამხამებლად გაწირავს მისთვის ასე სანუკვარი მიზნის – რუსეთის დასუსტების  მისაღწევად. მას საამისო ვერაგული სქემებიც აქვს. რა თქმა უნდა, ამ ბინძური ჩანაფიქრის განხორციელების გზაზე დასავლეთი ყველა ხალხს ერთნაირი წარმატებით ვერ იყენებს, მაგრამ მოქმედებს იმის მიხედვით, სად რას მოახეხებს და ვისთან რა გაუვა.

რუსთაველის ბიუსტი, რომელიც პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში გაიხსნა

ამ მხრივ, რაც  უკრაინაში მოახერხა, მართლაც გამაოგნებელი და წარმოუდგენელია. დასავლეთმა უკრაინელებში მათი ძირის, მათი ისტორიის, მათი ფსიქიკის, მათი რწმენისა და  ენის მქონე ხალხისკენ ბუნებრივი ლტოლვა მოხერხებულად ჩაანაცვლ ყველა დროის ყველაზე უგუნური სეპარატიზმით და ისინი საკუთარი ძმების წინააღმდეგ აამხედრ. სულ რაღაც, სამოცდათხუთმეტი წლის წინათ დასავლური ფაშიზმისგან სასიკვდილოდ დაჭრილი უკრაინა დღეს დასავლური ნეოფაშიზმის ბუდედ და ფორპოსტად აქციეს და გასულ საუკუნეში მათი ყველაზე დიდი მტრები ამ საუკუნეში ეროვნულ გმირებად შეარაცხინეს. საქართველოშიც ანალოგიური სქემით მუშაობდნენ და ხელშესახები შედეგებიც ჰქონდათ, მაგრამ ეს საქმე ბოლომდე მაინც ვერ მიიყვანეს. ამ საქმეში სახალხო განწყობასა და ინტუიციასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს მთავრობა და პირადად პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი ხალხის სასიცოცხლო ინტერესების დაცვის საქმეში ისეთი მტკიცე და შეუვალი აღმოჩნდნენ, რომ ვერ გატეხეს. დასავლეთის მრავალფეროვან ვერაგობას მათ სიბრძნით გაჯერებული პოლიტიკა შეაგებეს და არ მისცეს საშუალება, რომ ქართველები (უკრაინელებივით) საზარბაზნე ხორცად ექციათ.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დასავლეთის ალტერნატივად რუსეთი კი არ გამოაცხადა, რომელიც ქართველი ხალხის გონებადაბინდული ნაწილის თვალში ისტორიული მოკავშირე კი არ არის, არამედ  ისტორიული მტერია, მან ახალი სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთს შესთავაზა, რომელიც, როგორც უკვე ვთქვი, პლანეტის ერთ-ერთ უძლიერეს პოლუსად ყალიბდება. განა ეს რევოლუციური განაცხადი და ისტორიული ნაბიჯი არ არის?! ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთში რამდენიმე საკვანძო განცხადება გააკეთა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სამი გლობალური პროექტის მხარდაჭერა:

* გლობალური განვითარების ინიციატივა;

* გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა;

* გლობალური ცივილიზაციის ინიციატივა.

ყოველივე ეს ერთ კონტექსტში მოაქცია ჭეშმარიტად სტრატეგიული პარტნიორის პოზიციამ, რომელიც ყველაზე სარისკო განცხადების გაკეთებასაც არ მოერიდა, რომელიც ჩინეთის ერთიანობისა და განუყოფლობის აღიარებაში გამოიხატა. პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ერთიანი ჩინეთის შესახებ ლაპარაკობს იმ დროს, როდესაც აშშის მთელი გეგმები ჩინეთთან დაკავშირებით ტაივანის დამოუკიდებლობის აღიარებას ეფუძნება, ანუ ჩინეთის დაშლისკენაა მიმართული. გახსოვთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის პროვოკაციული ვიზიტი ტაივანზე და ტაივანის პრეზიდენტ ცაი ინვენის კიდევ უფრო პროვოკაციული ვიზიტი აშშ-ში. ის გამგზავრებამდე აცხადებდა: ამ ვიზიტით მსურს, ერთხელ კიდევ გავაჟღერო  გზავნილი, რომ ტაივანი დაიცავს საკუთარ თავისუფლებას და დემოკრატიას“.  აი ასე დაუპირისპირდა ერთმანეთს საქართველოსა და აშშის ინტერესები ჩინეთში; გარდაუვალია საქართველოსა და აშშის ინტერესების დაპირისპირება უკრაინასა და ევროპაში; საქართველოსა და აშშის ინტერესები ერთმანეთს უკვე დაუპირისპირდა საქართველოში. ეს ბუნებრივი შეუთავსებლობაა, რომელსაც ხელოვნურად ნიღბავდნენ, მაგრამ, როგორც ქართული ანდაზა გვასწავლის, ჭირმა თავი არ დამალა.

საქართველოს მიერ გადადგმული ამ ისტორიული ნაბიჯის შემდეგ ქართველი ხალხის  უმრავლესობის თვალში საბოლოოდ სახელგატეხილ დასავლეთს ერთადერთი გზა რჩებასაქართველოს სასწრაფო მიწვევა ევროკავშირსა და ნატოში. ისინი ამ ნაბიჯს, სავარაუდოდ, ვერ გადადგამენ. ეს კი ქართველი ხალხისთვის კიდევ ერთი დადასტურება იქნება იმ ფაქტისა, რომ დასავლეთი დროის გაჭიანურების მიზნით გვატყუებდა და არანაირი სხვა (ჩვენთვის სასიკეთო) გეგმა არ ჰქონდა. საბოლოოდ, ასე ჩამოვშორდებით ათასგვარ კრიზისში ჩაძირულ და უზნეობის ჭაობში ჩამხრჩვალ დასავლეთს, მაგრამ რას გვიქადის აღმოსავლეთ ნახევარსფეროში ახალი სტრატეგიული პარტნიორების ძებნა? ეს რთული შეკითხვაა, რომელზეც ამომწურავი პასუხის გაცემაზე პრეტენზიას არ ვაცხადებ, მაგრამ სქემატურად ეს საკითხი ასე გამოიყურება: ახალი მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის პროექტში რუსეთი და ჩინეთი არა დაპირისპირებულ, არამედ პარტნიორ ზესახელმწიფოებად ყალიბდებიან. უმთავრეს საერთაშორისო გაერთიანებებში, რომლებიც პერსპექტივაში პლანეტაზე ახალ რეალობას შექმნიან, რუსეთი და ჩინეთი გვერდიგვერდ არიან („ თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაცია”, ბრიჩსი (ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის გაერთიანება) და სხვ… ამ ახალი ორგანიზაციების შევსებისა და გაძლიერების პროცესი ფორსირებულად მიმდინარეობს.

ამ გლობალურ კონტექსტში სამმილიონნახევრიანი საქართველოს მილიარდნახევრიან ჩინეთთან პირისპირ დარჩენა ბევრ ეჭვსაც აღძრავს და მრავალ შეკითხვასაც ბადებს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც რუსეთის ფაქტორი ამუშავდება, რომელიც ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაშიც ისევე იქნება ჩვენი ფიზიკური გადარჩენისა და სახელმწიფოებრივი არსებობის გარანტი, როგორც ისტორიულად ყოფილა. ახალი მსოფლიო წესრიგის ვითარებაში, როდესაც მიზიდულობის ცენტრი დასავლეთიდან აღმოსავლეთში გადმოინაცვლებს, მაგრამ დასავლური წინააღმდეგობაც შენარჩუნდება, ჩინეთისა და რუსეთისთვისაც საქართველოს დასუსტებას ან გაქრობას მისი გაძლიერება და მისთვის რეალური გეოპოლიტიკური ფუნქციის მინიჭება სჯობს. ამდენად, ჩინეთთან სტრატეგილი პარტნიორობა, როგორც ტაქტიკური, ასევე სტრატეგიული თვალსაზრისით, შესანიშნავად გათვლილგააზრებული და კარგად აწონილდაწონილი პროექტია. პროექტის ვარგისიანობასა და პერსპექტივაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ უზარმაზარი ჩინეთის ლიდერი პატარა საქართველოს ლიდერს, როგორც ტოლი ტოლს და სწორი სწორს, მაღალი ღირსებით და პატივით შეხვდა. როგორც ჩანს, დიდისა და პატარის ურთიერთობა ყოველთვის არ დაიყვანება მარტივ არითმეტიკამდე. სწორი მიდგომის შემთხვევაში, არითმეტიკული აბსურდი ფილოსოფიურად, ისტორიულად და პოლიტიკურად ისეთ გამართულ ფორმულას იძლევა, რომელიც დროს გაუძლებს, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მათემატიკოსები სიცილით იგუდებიან. მაგალითად: მილიარდ–ნახევარი ისე შეეფარდება სამმილიონ-ნახევარს, როგორც ერთი – ერთს, ანუ ტოლი – ტოლს! ამ პოლიტიკური ფორმულის წყალობით მთელი ჩვენი (ვითომ) დამოუკიდებლობის პერიოდში პირველად სწორედ ცისქვეშეთში გვაგრძნობინეს, რომ, გონების კარნახით თუ ვიმოქმედებთ, ცისქვეშეთში ჩვენთვისაც მოიძებნება ადგილი, თანაც  დაფასებული და ღირსეული

ვალერი კვარაცხელია                                                                                

1 COMMENT

  1. ხრუშჩოვმა დასცინა ალბანეთის ხელმძღვანელ ენვერ ხოჯას, თქვენ 2 მილიონი ხართო, ენვერ ხოჯა მიუგო: 2 მილიონი კი არა 602 მილიონი ვართო (600-ს ჩინეთს გულისხმობდა, მაშინ ჩინეთის მოსახლეობა, მგონი, 600 მილიონი იყო. ასეა დღესაც: ამერიკას საქართველო თვალში ეპატარავება, მაგრამ ის დღეს უკვე 3 მილიონ ნახევარი კი არა, მილიარდ ოთხასი ათას სამ მილიონ ნახევარია!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here