Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს საინფორმაციო უსაფრთხოების კონცეფცია

რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს საინფორმაციო უსაფრთხოების კონცეფცია

93

რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს უზენაესმა სახელმწიფო საბჭომ 2023 წლის 22 თებერვალს საინფორმაციო უსაფრთხოების კონცეფცია დაამტკიცა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 1 მარტს განაცხადა, _ წერს eadaily.com.

დოკუმენტი არის ორი ქვეყნის უშიშროების საბჭოების აპარატების, საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და სხვა კომპეტენტური ორგანოების მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის შედეგი თანამედროვე საინფორმაციო გამოწვევებისა და საფრთხეების მიმართ ერთობლივი წინააღმდეგობის სფეროში მყარ სამართლებრივ საფუძველზე. აღნიშნულია, რომ დოკუმენტის მთავარი მიზანი საინფორმაციო სფეროში საკავშირო სახელმწიფოს შექმნის შესახებ ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოების ეროვნული ინტერესების დაცვაა. კონცეფცია განსაზღვრავს შეთანხმებული პოლიტიკისა და საზოგადოებრივი ურთიერთობების განვითარების ჩამოყალიბების საფუძვლებს საინფორმაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში, აგრეთვე, საკავშირო სახელმწიფოს შექმნის შესახებ ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოების საინფორმაციო უსაფრთხოების სისტემების გასაუმჯობესებლად ღონისძიებების შემუშავებას. დოკუმენტი ხელს უწყობს ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოების საინფორმაციო ინფრასტრუქტურების, უწინარესად, კრიტიკულად საჭირო ობიექტების დაცულობას და მიმართულია საკავშირი სახელმწიფოს საინფორმაციო რესურსებზე დესტრუქციული ზემოქმედების წინააღმდეგ ბრძოლისკენ. კონცეფციის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები საქმიანობენ სოციალური და ეკონომიკური განვითარების ინტერესებიდან, საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების შენარჩუნების ამოცანებიდან გამომდინარე, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, აგრეთვე, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.  კონცეფციის მიზნებს თანამიმდევრულად ახორციელებენ რუსული და ბელარუსული მხარეები თანამოაზრე სახელმწიფოებთან თანამშრომლობით გაეროს მოედანზე _ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კრიმინალური მიზნებისთვის გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციების შემმუშავებელი სპეციალური კომიტეტის ფარგლებში, ასევე 2021-2025 წლების ღია შემადგენლობის სამუშაო ჯგუფში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უსაფრთხოების შესახებ. დიალოგის ხელშეწყობის მიზნით ღია შემადგენლობის სამუშაო ჯგუფში, რომელიც მიმართულია საერთაშორისო საინფორმაციო უსაფრთხოების სფეროში იურიდიულად სავალდებულო მექანიზმის შემუშავებისკენ, გაეროს გენერალური ასამბლეის პირველი კომიტეტის ფარგლებში, 2022 წლის დეკემბერში, რუსეთის ინიციატივითა და ბელარუსის თანაავტორობით, მიიღეს რეზოლუცია 77/36 „ინფორმაციზაციისა და ტელეკომუნიკაციების დარგში მიღწევების შესახებ საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში“.

“საკავშირო სახელმწიფოს საინფორმაციო უსაფრთხოების კონცეფცია შეიძლება გახდეს მაგალითი და საფუძველი ამ მიმართულებით თანამშრომლობის განსავითარებლად სხვა სახელმწიფოებისა და რეგიონული ასოციაციებისთვის. რუსეთი და ბელარუსი განაგრძობენ გამოცდილების გაცვლას საინფორმაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან, ყველასთვის საერთო რისკებისა და საფრთხეების მინიმიზაციისთვის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში და საინფორმაციო სივრცეში საპასუხისმგებლო ქცევებს უნივერსალური წესების შესამუშავებლად”, _ განაცხადეს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მოამზადა ლუკა მაისურაძემ

https://eadaily.com/ru/news/2023/03/01/utverzhdena-koncepciya-informbezopasnosti-soyuznogo-gosudarstva-rossii-i-belorussii

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here