Home ახალი ამბები მსოფლიო ვინ უფრო რეპრესიულია?

ვინ უფრო რეპრესიულია?

103
წარწერა ამერიკულ მაღაზიაზე “მხოლოდ თეთრებისთვის“

ამერიკის შეერთებული შტატები მის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით აქტიურად ავრცელებს თეზისს, რომ სსრკ იყო რეპრესიული სახელმწიფო, რადგან დევნიდა პოლიტიკურ ოპონენტებს XX საუკუნის მეორე ნახევრის ბოლოს, ხოლო დანარჩენ დროს _ ამას შედარებით მსუბუქი ფორმით აკეთებდა. ამასთანავე, ამერიკელებს სულაც არ ეუხერხულებათ ის ფაქტი, რომ მთელი XX საუკუნის განმავლობაში თვითონ ახორციელებდნენ რეპრესიებს სხვაგვარად მოაზროვნეთა წინააღმდეგ, რასიზმს კი ამ ქვეყანაში მასშტაბური ხასიათი ჰქონდა, _ წერს Архивариус- ვებგვერდ dzen.ruზე.

მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკელებს სამხედრო მოსამსახურეებისთვის უნდა შეენახათ სისხლის ორი ბანკი: ერთი შავკანიანებისთვის, ხოლო მეორე _ თეთრკანიანებისთვის. თუ შავკანიან ჯარისკაცს “შავი” სისხლი დააკლდებოდა, ის განწირული გახლდათ, რადგან კატეგორიულად იყო აკრძალული მისთვის „თეთრი“ სისხლის გადასხმა. ეს წესი თეთრკანიან ჯარისკაცებზეც ვრცელდებოდა.

მარტინ ლუთერ კინგის მიერ გამოცხადებული საპროტესტო აქცია-ბოიკოტი “სიარული თავისუფლების სახელით” მას შემდეგ დაიწყო, რაც ავტობუსის მძღოლმა შავკანიანი მოკლა იმის გამო, რომ ადგილი არ დაუთმო თეთრკანიან მგზავრს. როგორი რეაქცია ჰქონდა აშშ-ის ხელისუფლებას საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბოიკოტზე? მართალია აქტივისტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის ყალბი საქმეები შეთითხვნა, ხოლო აღსანიშნავია, რომ მთელი გასული საუკუნის განმავლობაში გრძელდებოდა რეპრესიები იმ ამერიკელების წინააღმდეგ, რომლებიც კომუნისტებს თანაუგრძნობდნენ. სხვათა შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში „წითლების“ თანაგრძნობაში ეჭვმიტანილი მოქალაქეები არამხოლოდ სამსახურის პოვნას ვერ ახერხებდნენ, არამედ უცხოეთში გასამგზავრებელი პასპორტის აღების უფლებაც არ ჰქონდათ, ანუ მათ შეზღუდული ჰქონდათ „მოგზაურობა“. თუ შევადარებთ ადამიანის უფლებათა დარღვევის დონეებს სსრკ-სა და აშშ-ში, ეს შედარება ამერიკის სასარგებლოდ ნამდვილად არ იქნება.

ლუკა მაისურაძე

https://dzen.ru/media/archivarius_dz/kto-repressivnei-63028a51a040f63a0e5fd99c

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here